თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2013, 23:19
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1990,
კომენტარები: 7
უეინ რუნის ექსკლუზიური ინტერვიუ
უეინ რუნიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა United Review-ს.
უეინ რუნის ექსკლუზიური ინტერვიუ
უეინ რუნის სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის კარგ მომენტში მოახერხა ფორმაში ჩადგომა და დარწმუნებულია, რომ ასეთი ფორმით გუნდი ადვილად გაივლის ნოემბრის და დეკემბრის თამაშებს.

United Review-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში "ოლდ ტრაფორდზე", 28 წლის ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა მისი და რობინ ვან პერსის დუეტზე.

დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ შენ და რობინ ვან პერსი შესანიშნავ დუეტს ქმნით. შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით ყველა ფორვარდი ცდილობს რომ კარგად იმოქმედოს მეწყვილესთან, ერთად შექმნან და გაიტანონ გოლები. გუნდისთვის ძალიან კარგია თუ მე და რობინ ვან პერსი ერთად ბევრ გოლს გავიტანთ და თამაშებს მოვიგებთ. ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს ასეთი სტილით თამაში. ჩვენ ორივე კრეატიული ფეხბურთელები ვართ და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს ასე კარგად. სეზონი კარგი ფორმით დავიწყეთ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ.

ეს პარტნირობა ბუნებრივად მოდის, თუ "აონის" სავარჯიშო კომპლექსზე ხშირი ვარჯიშის შედეგია?

ეს ცოტ-ცოტა ორივეს დამსახურებაა. ჩვენ ორივე საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ვართ და შეგვიძლია ნებისმიერ სიტუაციაში გავიაროთ ადაპტაცია, ორივეს შეგვიძლია ვითამაშოთ ცენტრალური ფორვარდის პოზიცაზე ან ფლეიმეიქერად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჩიჩარიტო, რომლსაც გოლის გატანის შესანიშნავი სტატისტიკა აქვს და ასევე დენი უელბეკი, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა. მათაც სურთ თამაში და გოლების გატანა.

როგორც ჩანს, თქვენ ახერხებთ სასურველ ფორმაში ჩადგომას რთული სტარტის შემდეგ...

ჩვენ ბოლო თამაშები იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ჩვენ ვახერხებთ მწვრთნელის იდეების მოედანზე განხორციელებას. საბოლოოდ ვაკეთებთ იმას, რაც მწვრთნელს ჩვენგან სურს. ჩვენ კარგი სერია გვაქვს ამ წუთისთვის და ვფიქრობ ნოემბერი და დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვეებია ჩვენთვის. ჩვენ გველოდება ბევრი თამაში და გვსურს ამ ორ თვეში კარგი შედეგები ვაჩვენოთ.

ბევრმა თქვა, რომ "სტოკ სიტისთან" 2-1 ანგარიშიდან შემობრუნება გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა...

"სტოკთან" თამაში შეიძლება არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სულისკვეთება და გამარჯვებისკენ სწრაფვა. შესვენების დროს ყველამ ვიცოდით, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. სამი ქულის გარდა არანაირი შედეგი არ დაგვაკმაყოფილებდა. უკვე დაკარგული გვქონდა ბევრი ქულა და არ გვინდოდა მსგავსი რამ განმეორებულიყო. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მოედნის ყველა ადგილას ვმოქმედებდით დისციპლინირებულად და საბოლოოდ მოვახერხეთ მატჩის შემობრუნება. ეს იყო კარგი შედეგი ჩვენთვის და დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე, ამაში დარწმუნდებით, თუ შემდგომ შედეგებს გადახედავთ.

რას ფიქრობ შენი სათამაშო ფორმის შესახებ? ალბათ კმაყოფილი უნდა იყო შენი თამაშით...

მე ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ფეხბურთის თამაში მსურს. ეს სეზონი კარგად დავიწყე, მოვახერხე რამდენიმე გოლის გატანა და ასევე ვცდილობ საგოლე მომენტები შევუქმნა თანაგუნდელებს. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფორმით და მსურს გუნდს დავეხმარო ცხრილის სათავეში დაბრუნებაში. ეს ყველა ჩვენგანის მიზანია და კარგი იქნება ამაში წვლილს მეც თუ შევიტან.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
14 ნოემბერი 2013 23:37
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდით ბიჭებო მიდით!
0
№2
ავტორი: chudikone
15 ნოემბერი 2013 00:06
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პერსის უთხარი საჯარიმოში პასების კეთებას მიეჩვიოს და ნუ ჟმოტავს ხოლმე ბურთს cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: red devil
15 ნოემბერი 2013 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Udzlieresi xar shrek <3
0
№4
ავტორი: NeymaR
15 ნოემბერი 2013 11:14
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
:*:*:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: MANUTD FAN.
15 ნოემბერი 2013 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ამ სტატიიდან ჩანს თუ როგორ უყვარს ამ კაცს იუნაიტედი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: Beckham 7
15 ნოემბერი 2013 23:55
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ყოჩაღ ავტორ!!!

რუნი და პერსი კარგ დუეტს ქმნიან წელს, მარა ნახევარდაცვა ვერ ეხმარება ცენტრალური :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: Best 7
16 ნოემბერი 2013 10:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნი და ვან პერსი საუკეთესო დუეტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top