დღეს დილით გამოცემამ „The Mirror” გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ნანი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებს.....
დღეს დილით გამოცემამ „The Mirror” გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ნანი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებს.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანული გუნდის ხელმძღვანელობამ მოთამაშეს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა. ყველასათვის მოულოდნელად ფეხბურთელმა ამ შემოთავაზებაზე სასტიკი უარი განაცხადა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე პირველობაზე 25 წლის პორტუგალიელი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა. რასაკვირველია ნახევარმცველი მოვლენების ამნაირი განვითარებით მეტად უკმაყოფილოა.
გუნდს ნანისთან ხელშეკრულების განახლება კი სურს, მაგრამ ფერგიუსონი თამაშის გარანტიას არ აძლევს.
კულუარული ცნობით, ნანი „იუნაიტედს“ 2013 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში დატოვებს. სავარაუდოდ კარიერას სანკტ - პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს.