თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2013, 02:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 3
კერიკი ინგლისის ნაკრებში არ წავა
მაიკლ კერიკმა თავის ტრამვაზე და გასულ მატჩზე ისაუბრა
კერიკი ინგლისის ნაკრებში არ წავა
მაიკლ კერიკს სურს გამოიყენოს სანაკრებო შესვენება, რათა ბოლომდე მოირჩინოს ტრამვა.

"ამ ტრამვით ვთამაშობ ბოლო რამდენიმე კვირაა" - აღიარა მაიკლ კერიკმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. "მე მითხრეს, რომ შემეძლო თამაში და ეს მოვახერხე, თუმცა ბოლომდე მაინც არ გამოვჯანმრთელებულვარ."

კერიკმა ასევე რამდენიმე სიტყვა თქვა გასულ მატჩზე.

"დღეს დიდი თამაში იყო. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებოდით ცხრილში, ეს გამოვიდა კლასიკური ექვს ქულიანი მატჩი და ეს კარგად გვესმოდა. ჩვენ ვანახეთ, თუ როგორ გვჭირდებოდა გამარჯვება. როცა ანგარიში გავხსენით, უკან დავიხიეთ და ვცდილობდით კონტრშეტევებზე გვეთამაშა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი ბურთის შენარჩუნებას შეეცდებოდნენ, ამიტომ უნდა გამოგვეჩინა მოთმინება და კარგად გვეთამაშა დაცვაში."

"ეს პირველად არ ხდება, როცა ჩვენ სიიდან ნაადრევად ჩამოგვწერენ და ვამაყობთ, რომ ბრძოლას დავუბრუნდით. ჩვენ საკუთარ თავს უმაღლეს ნორმებს ვუყენებთ და ჩვენი გუშინდელი თამაში ახლოს იყო საუკეთესო ფორმასთან. ჩვენ ვიცით, რომ წინ ძალიან გრძელი სეზონი გველის, შევეცდებით შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ მუშაობა. დიახ, კარგი დღე იყო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 ნოემბერი 2013 02:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ასე ჯობია, ბოლომდე გამოჯანმრთელდეს მეოგბრულების გამო არ ღირს გარისკვა
0
№2
ავტორი: I L C
12 ნოემბერი 2013 14:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამისთვის ტრამვა შეიძლებაა???... derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: love united
12 ნოემბერი 2013 22:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგია,ნაკრებში თამაში მაგარი რისკია..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top