თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2013, 02:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2966,
კომენტარები: 5
სერ ალექსი BBC-ის პრიზს მიიღებს
სერ ალექს ფერგიუსონი კიდევ ერთ ჯილდოს მიიღებს მრავალწილიანი მიღწევების გამო
სერ ალექსი BBC-ის პრიზს მიიღებს
როგორც The Daily Mail იტყობინება, სერ ალექს ფერგიუსონი მრავალწლიანი მიღწევებისთვის მიიღებს ჯილდოს BBC-ის ყოველ წლიურ ცერემონიაზე "წლის ადამიანები სპორტის სამყაროდან", რომელიც 15 დეკემბერს ლიდსში გაიმართება.

გარდა ამისა, გამოცემის მიხედვით ფერგიუსონი შეიძლება BBC-ის ექსპერტის ამპლუაში მოგვევლინოს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც დაასრულებს გაუთავებელ ბრძოლას ტელეკომპანიასა და "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს შორის.

შეგახსენებთ, რომ სერ ალექსმა 2004 წელს ბოიკოტი გამოუცხადა BBC-ის მას შემდეგ, რაც მათ გამოაქვეყნეს დოკუმენტური ფილმი მისი შვილის აგენტური საქმიანობის შესახებ და მას შვიდი წლის განმავლობაში უწევდა ჯარიმის გადახდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უარყოფის გამო. შერიგება მოხდა 2011 წელს და პრემიის გადაცემა საბოლოოდ დაასრულებს კონფლიკტს.

ფერგიუსონი გახდება პირველი სპეციალისტი, რომელმაც ეს პრიზი ორჯერ მოიგო, მან უკვე მოახერხა ამ პრიზის აღება 2001 წელს. სერ ალექსთან ერთად ეს პრემია მიღებული აქვთ ჯორჯ ბესტს, მარტინ ნავრატილოვს, პელეს, სერ ბობი რობსონს, სერ ბობი ჩარლტონსა და დევიდ ბექჰემს.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ლეგენდები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 ნოემბერი 2013 02:14
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
შვიდი წელი სისხლი გაუშრო ბიბისის wink wink
0
№2
ავტორი: red devil
12 ნოემბერი 2013 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Babu ra kacia :-D
0
№3
ავტორი: I L C
12 ნოემბერი 2013 14:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ბაბუუ.... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რამე არსებობს რაც ამ კაცმა ვერ გააკეთა და რასაც ვერ მიაღწა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ეკუთნისსს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top