თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2013, 01:50
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1965,
კომენტარები: 4
რობინ ვან პერსი: ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო
რობინ ვან პერსის მატჩის შემდგომი კომენტარი
რობინ ვან პერსი: ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო
რობინ ვან პერსიმ დაახასიათა "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება "არსენალთან", როგორც "ექვს ქულიანი" და განაცხადა, რომ "წითლები" ისევ სატიტულო ბრძოლაში ერთვებიან.

MUTV-სთან საუბარში ვან პერსიმ განაცხადა: "ჩვენ შეიძლება აღმოვჩენილიყავით 11 ქულით უკან, ამიტომ ვფიქრობ ახლა კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით. ეს დიდი გამარჯვება იყო და შეგვიძლია მას ექვს ქულიანი ვუწოდოთ. ჩვენ ისევ ბრძოლაში ვართ, როგორც ეს გვსურდა. ჩვენ ვიცოდით რა ქნეს სხვა გუნდებმა თამაშამდე და გავაანალიზეთ, რომ ეს აუცილებლად მოსაგები მატჩი იყო. მე ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობ და მოხარული ვარ იმით, რაც გავაკეთეთ."

ჰოლანდიელმა გოლის გატანა 27-ე წუთზე რუნის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ შეძლო. პერსიმ ასევე შეაქო თანაგუნდელი, რომელიც "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"უეინმა კარგად ჩამოაწოდა კუთხური. მას შემდეგ რაც თავით დავარტყი ბურთი, ვფიქრობ ის ოდნავ შეეხო ჩემს მხარს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კარგი გოლი იყო და ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე. უეინი შესანიშნავი ფეხბურთელია და მან ძალიან ბევრი იმუშავა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა. ჩემი აზრით რამდენიმე ინდივიდუალური შემსრულებელი არ არის საკმარისი მატჩების მოსაგებად, მთავარია ძლიერი იყო გუნდურად, სწორედ ეს მოვახერხეთ ჩვენ."

"გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ და ნამდვილად მეთორმეტე მოთამაშეები იყვნენ. მას შემდეგ რაც აქ მოვედი ისინი ფანატასტიურები არიან, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მათ."


ვან პერსიმ "ემირეთსიდან" გადმოსვლის შემდეგ სამივე მატჩში გაუტანა ყოფილ გუნდს. როცა მას კითხეს ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაზე მან უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი ტაქტიკის შერჩევა.

"ეს განსხვავებული იყო, რადგან 'არსენალი' განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მათ თამაშის ძალიან სპეციფიური სტილი აქვთ და მე ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ მათ დასამარცხებლად განსხვავებული სტილით უნდა გვეთამაშა. ვფიქრობ ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩვენ ვახერხებდით მათთვის სივრცეები შეგვეზღუდა. შეხედეთ პატრი ევრას, ის ყველა ბურთზე იბრძოდა, შემტევი ფეხბურთელებიც კი იგივეს აკეთებდნენ."

"ვფიქრობ მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ცოტა უფრო დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით რამდენიმე გამოუყენებელი შანსის შემდეგ. ორი ძალიან კარგი გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა: ერთი იყო უეინ რუნის ეპიზოდი, ხოლო მეორე კრის სმოლინგის. საერთო ჯამში თამაშის განმავლობაში ბევრი საგოლე მომენტი არ ყოფილა, თუმცა რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენ ყველაფერი სწორად ვქენით."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 ნოემბერი 2013 01:51
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Ohh Robin Van Persie manunited manunited manunited
0
№2
ავტორი: red devil
12 ნოემბერი 2013 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
3 tamashi 3 goli vengeri tavs iwyevlis :-D
0
№3
ავტორი: I L C
12 ნოემბერი 2013 14:31
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რა გასწორებულშია პერსი... troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2013 14:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩამოვა ლონდონში და იქაც შეგისრულებთ . რობინ ვან პერსი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top