თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2013, 14:27
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1922,
კომენტარები: 6
რუნი: გულშემატკივრების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია
უეინ რუნიმ შეაქო "იუნაიტედის" გულშემატკივრები და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა
რუნი: გულშემატკივრების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია
უეინ რუნიმ შეაქო "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები და განაცხადა, რომ აუცილებელი იქნება მათი მხარდაჭერა "არსენალთან" მატჩში.

"ოცნებების თეატრში" ბევრად გაუმჯობესდა გარემო, მას შემდეგ, რაც "სოსიედადთან" მატჩში მომღერალი სექტორი სხვა ადგილას გადავიდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაეძლიერებინა გულშემატკივრების ხმა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ექსპერიმენტი გამართლდა და მოედანზე ატმოსფერო ბევრად გაუმჯობესდა, ეს ალბათ ნაწილობრივ სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურებაცაა, რომელმაც გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ დამდგარიყვნენ ახალი მწვრთნელის გვერდით.

United Review-სთან საუბარში უეინ რუნიმ განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდი" ისეთი ხმაურიანია როგორც არასდროს და იმედოვნებს, რომ მათი მხარდაჭერა სულს ჩაუდგამს "იუნაიტედის" გამარჯვებას.

"გულშემატკივრები როგოც ყოველთვის ფანტასტიურები არიან და ძალიან ეხმარებიან ფეხბურთელებს" განაცხადა უეინმა. "ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასეთი დიდი მატჩების დროს 'ოლდ ტრაფორდზე' შესანიშნავი ატმოსფერო და დიდი მხარდაჭერაა."

"ეს ყოველთვის გვაძლიერებს და კარგ გარემოს გვქიმნის სათამაშოდ. ჩვენ ვცდილობთ შესაბამისად ვუპასუხოთ ამ მხარდაჭერას. ვიცი, რომ ზოგჯერ გულშემატკივრებს სურთ ფეხბურთელებმა ისინი გაახარონ, თუმცა რაც უფრო დიდი იქნება მათი მხარდაჭერა უკეთესი იქნება თამაშიც."

"ნამდვილად შესანიშნავია ზურგში 'იუნაიტედის' ფანების ყოლა და რაც უფრო ხმაურიანია 'ოლდ ტრაფორდი', მით უფრო აშინებს ეს მოწინააღმდგეს. ამიტომ ეს მხარდაჭერა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."


"იუნაიტედი" ამჟამად რვა ქულით ჩამორჩება "არსენალს" "პრემიერ ლიგის" ცხრილში და რუნი და მისი თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ ისინი მოახერხებენ სხვაობის შემცირებას და სატიტულო ბრძოლაში ჩართვას.

"ასეთ თამაშებში მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია" დაამატა უეინმა. "არსენალის' რვა ქულით ლიდერობა მეტისმეტია. ჩვენ არ ვაპირებთ მათ კიდევ ერთი სამი ქულის აღების საშუალება მივცეთ."

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ადრეულია დასკვნების გამოტანა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს დიდი მატჩია. დღეს მოგება დიდი იმპულსი იქნება ჩვენთვის მთელი სეზონის განმავლობაში."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
10 ნოემბერი 2013 15:00
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რუნი ძალიან აქტიურობს და დღეს ალბათ გუნდს ლიდერობას გაუწევს love
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
10 ნოემბერი 2013 15:30
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობსყყველგან, ისხომ მე-12 მოთამაშეა <3
0
№3
ავტორი: Malboro463
10 ნოემბერი 2013 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იმედია კერიკი იქნება
0
№4
ავტორი: dachi_mu
10 ნოემბერი 2013 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
runii gvishvetkeee.:)
0
№5
ავტორი: I L C
10 ნოემბერი 2013 16:46
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვიგებთთთთთ....!!!რუუნი უნდა გაიტანო!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Man United Fan
10 ნოემბერი 2013 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
უნდა გვჯეროდეს!! ერთი წაგების გამო სხვა გუნდის ფანი არ უნდა გავხდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top