თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2013, 21:52
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 4
ჯონსი: ტრიბუნები უნდა დაგვეხმარონ
ჯონსმა "არსენალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი პუბლიკა დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.
ჯონსი: ტრიბუნები უნდა დაგვეხმარონ
ფილ ჯონსი გამოტყდა, რომ მოუთმენლად ელის "არსენალთან" მატჩს და იმედოვნებს, რომ "ოლდ ტრაფორდის" გარემო დაეხმარება გუნდს "პრემიერ ლიგის" ლიდერების დამარცხებაში. ბოლოს არსენ ვენგერის შეგირდებმა "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება 2004 წელს შეძლეს და მიუხედავად იმისა, რომ "მეთოფეები" განუწყვეტლივ ცდილობენ ტიტულის მოგებას, სეზონის კარგ სტარტს მათთვის წარმატება ჯერ არ მოუტანია.

"არსენალმა" სარეკორდო თანხით მესუთ იოზილის ყიდვით სერიოზული ნაბიჯი გადადგა "პრემიერ ლიგის" მოგებამდე. თუმცა ჯონსი, რომელმაც უკვე მოახერხა "იუნაიტედის" მაისურით ტიტულის აღმართვა, მთლიანად მზადაა კვირას გასამართი მატჩისთვის.

"მე ვიყავი ძალიან გაკვირვებული, ისევე როგორც ყველა ჩემს გარშემო." - განაცხადა 21 წლის მცველმა "არსენალის" კარგ სტარტზე. "სეზონის დასაწყისში არ ველოდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, თუმცა 'მეთოფეები' ნამდვილად შესანიშნავად ირჯებიან. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ მათ გავუმკლავდებით. შუა კვირაში 'დორტმუნდის' დამარცხების შემდეგ 'არსენალის' ფეხბურთელები სრული თავდაჯერებულობით ჩამოვლენ , თუმცა მათ სრულიად განსხვავებული მატჩი ელოდებათ, სრულიად განსხვავებულ გარემოში. ვიმედოვნებ, 'ოლდ ტრაფორდის' მაყურებელი დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში და შევძლებთ სამი ქულის აღებას."

"როცა სეზონის დასაწყისში მატჩების განრიგს აცხადებენ, სწორედ ასეთ მატჩებს ველით ყველაზე მეტად."
- დაამატა ჯონსმა. "არსენალმა' შესანიშნავი ფორმა აკრიფა და მათთან გამკლავება ადვილი არ იქნება. ეს იქნება ძალიან რთული თამაში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას."

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gio(kosheichi)
9 ნოემბერი 2013 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
midit bichebo midit
0
№2
ავტორი: chudikone
9 ნოემბერი 2013 22:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეჰ, მანდ ვიყო, გლანდებს მოედანზე დავტოვებდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: VaRdo
9 ნოემბერი 2013 23:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მხარდაჭერა ესეთ მატჩებში ეს ბოლოხანებია სულ გაქვთ ასე, რომ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: I L C
10 ნოემბერი 2013 10:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იფ რა ამბავი იქნება დღეს.. megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top