თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2013, 21:32
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1674,
კომენტარები: 5
მოესი: ადრე მომიწია ფელაინის მოედანზე გამოყვანა
მოიესმა მარუან ფელაინზე და იოზილის ტრანსფერზე ისაუბრა
მოესი: ადრე მომიწია ფელაინის მოედანზე გამოყვანა
დევიდ მოიესი გამოტყდა, რომ ადრეულად დაიწყო მარუან ფელაინის გამოყენება და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ბელგიელი თავის ნამდვილ სახეს დაანახებს ყველას.

"მე ვნახე მისი თამაში და დავინახე, რომ ის არ არის სრულად მზად." - გადმოგვცემს მოიესის სიტყვებს ოფიციალური საიტი. "მე მომიწია მისი მოედანზე გამოყვანა იმაზე ადრე, ვიდრე ეს მსურდა. მე ვგეგმავდი ის გუნდში უფრო ნელა შემეყვანა, რათა შანსი მიცემოდა უკეთესად გაეცნო ახალი გარემო. მაგრამ მე მომიწია მისი აქტიურად გამოყენება, რადგან ეს აუცილებელი იყო. არ მგონია, რომ ის სათამაშოდ მზად ყოფილიყო, თუმცა ბოლო თამაშში "სოსიედადთან" ის კარგად მოქმედებდა."

ბოსმა ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" ცდილობდა მესუთ იოზილის ყიდვას და განაცხადა, რომ კლუბის სატრანსფერო ინტერესებში არ შედიოდა გერმანელის ყიდვა.

"ჩვენ არ ვყოფილვართ ახლოს მის გაფორმებასთან, როგორც ამას გაზეთები წერენ. ჩვენ საუბრებში მისი სახელი მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის 'არსენალს' შეუერთდა. იმ მომენტში ჩვენ არ გვჭირდებოდა ფეხბურთელი მის პოზიციაზე. მის შემცვლელად ჩვენ გვყავს უეინ რუნი და შინჯი კაგავა, პლიუს ამას მომავალში შეგვიძლია ვათამაშოთ ადნან იანუზაი. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდებოდა მისი ამპლუის ფეხბურთელი, ჩვენ სხვა პოზიციის გაძლიერება გვესაჭიროებოდა. მე არასდროს არ მითქვამს, რომ დაინტერესებული ვიყავი იოზილით, ეს მხოლოდ ჭორებია."

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
9 ნოემბერი 2013 21:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როგორ მინდა ფელიანი ათამაშდეს, მაგრა მევასებოდა ევერტონში.
0
№2
ავტორი: gio(kosheichi)
9 ნოემბერი 2013 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
rogorc bale shedis nel nela formashi ise sheva esec tan dzaan magari vinmea
0
№3
ავტორი: Red Hooligan
9 ნოემბერი 2013 22:50
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ნელ-ნელა, რომ უმატებს ეს ნათლად ჩანს. იმედია ჩადგება ჩვენთვის სასურველ ფორმაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: MANUTD FAN.
10 ნოემბერი 2013 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
იმედია მოუმატებს. მთავარია ფორმაში ჩადგეს და კაგავასავით არ მოუვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№5
ავტორი: I L C
10 ნოემბერი 2013 10:57
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ნეტა მოუმატოს...მაგას რა ჯობია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top