თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2013, 20:29
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 7
რუნი: "არსენალს" ჩემი უნდა ეშინოდეს
უეინ რუნიმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა მომავალ მეტოქეზე.
რუნი:
უეინ რუნის არაერთი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი "არსენალის" წინააღმდეგ და თვლის, რომ არსენ ვენგერს და მის გუნდს უნდა ეშინოდეს მისი. უეინმა ინგლისს თავი გააცნო 2002 წელს "მეთოფეებთან" გატანილი გოლით, მაშინ ის "ევერტონში" ირიცხებოდა. ორი წლის შემდეგ მან გამოიმუშავა პენალი, რომელიც ნისტელროიმ გამოიყენა, შემდეგ კი თვითონვე გაიტანა გოლი, რითიც დაასრულა "არსენალის" 49 მატჩიანი წაუგებელი სერია. მან ასევე თავისი მეასე გოლი გაიტანა "მეთოფეების" კარში. მთელი კარიერის განმავლობაში კი მას ყველაზე მეტჯერ სწორედ ეს ლონდონური გუნდი ჰყავს დამწუხრებული.

"არსენალი' ხშირად ცდება და ხშირად მაძლევს საშუალებას განვახორციელო დარტყმა, ასეთი დონის გუნდისთვის ეს ცოტა უცნაურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დრო და დრო მათ ეშინაით ჩემი." ციტირებს რუნის სიტყვებს The Daily Mail. "პირველი გოლი მათ წინააღმდეგ 'ევერტონის' მაისურით, ახლანდელივით მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო, პლიუს ამას მათ 32 მატჩი არ ჰქონდათ წაგებული ამ მატჩამდე. ასევე არასდროს დამავიწყდება 2004 წლის თამაში."

"მაშინ ამ მატჩის გარშემო უამრავი ლაპარაკი იყო, იმასთან დაკავშირებით, რაც ერთი წლის წინ რუუდ ვან ნისტელროის შეემთხვა. არ მახსოვს, რომ როდესმე ასე მენერვიულა მატჩის წინ. 'არსენალი' ფანტასტიური გუნდი იყო და ძალიან სასიამოვნო იყო მათი 2:0 დამარცხება და მათი სარეკორდო სერიის დასრულება."

"ამ მატჩში გამარჯვება ძალიან დიდი იმპულსი იქნება ჩვენთვის. დიახ, 'არსენალი' კარგ ფორმაშია, თუმცა ჩვენც შევდივართ სასურველ ფორმაში და კარგი შანსი გვაქვს შევამციროთ სხვაობა."

"მე ადრე უკვე ავღნიშნე, რომ საინტერესო იქნება შეძლებენ თუ არა ისინი სათავეში დარჩენას. ბოლო შვიდი-რვა წელი ისინი ეთიშებოდნენ სატიტულო ბრძოლას. რა თქმნა უნდა, ისინი ახლა უკეთესად გამოიყურებიან, ისინი უფრო ძლიერები გახდნენ და გვესმის, რომ უნდა ვაჩვენოთ კარგი ფეხბურთი რათა დავამარცხოთ ისინი, მაგრამ ჩვენს გუნდს ეს შეუძლია."

"მათ წინააღმდეგ თამაშის დროს ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ, ეს ყოველთვის დიდი დაპირისპირებაა. ვიმედოვნებთ, რომ კვირას სასურველ შედეგს მივაღწევთ. საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა მოხდება."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
9 ნოემბერი 2013 20:30
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
განწყობა მომწონს am
0
№2
ავტორი: NeymaR
9 ნოემბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ :D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: buka oboladze
9 ნოემბერი 2013 21:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
შემართებულია ძალიან ეს და მომწონს
0
№4
ავტორი: chudikone
9 ნოემბერი 2013 22:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უეჭველი უნდა მოვიგოთ რა ხვალ ! რუნის მეიმედება ისევ და ისევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Berba 9
9 ნოემბერი 2013 22:50
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
იმედია მოიესი არ დაიწყებს დაცვით თამაშს და რუნის საყრდენს არ გამოიყვანს პირველივე წუთებიდან:))) ხო და კიდევ ერთი იმედია, რომ ნანი ითამაშებს, არსენალთან თამაშობს ხოლმე სულ მაგრად და აბა ხვალ ვნახოთ:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: VaRdo
9 ნოემბერი 2013 23:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Great M.U
წინააღმდეგ


ნანი არ ითამაშებს ამაში დარწმუნებული იყავი. კარგია რუნი, მე მეჯრა შენი და პერსის. ხვალ უნდა გავარღვიოთ და ვაჩვენოთ ვინაა პრემიერ ლიგის ბატონ პატრონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: MANUTD FAN.
10 ნოემბერი 2013 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არსენალს უნდა გაუდო რუნიიიი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top