თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2013, 14:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2044,
კომენტარები: 6
სმოლინგი: ჩვენ "არსენალთან" მატჩში ფავორიტები ვართ
კრის სმოლინგმა მომავალ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ მატჩის ფავორიტია.
სმოლინგი: ჩვენ
კრის სმოლინგი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არის ფავორიტი "არსენალთან" მატჩში, რომელიც "პრემიერ ლიგის" ეგიდით კვირას გამიართება.

არსენ ვენგერის შეგირდებმა შესანიშნავად დაიწყეს სეზონი და "ოლდ ტრაფორდზე" "პრემიერ ლიგის" ლიდერის სტატუსად ჩადიან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "წითლებს" რთული სტარტი ჰქონდათ, მათ მოახერხეს თამაშის გამოსწორება და რვა მატჩია დაუმარცხებლები არიან.

კრის სმოლინგი თვლის, რომ მის გუნდს შეუძლია კვირას "მეთოფეების" დამარცხება და 8 ქულიან სხვაობის შემცირება.

"ჩვენ თამაშს თავდაჯერებულები ვხვდებით." განუცხადა კრისმა ManUtd.com-ს. "ჩვენ ფრედ ვითამაშეთ 'რეალ სოსიედადთან', თუმცა უამრავი შანსი გვქონდა თამაშის მოსაგებად და ვფიქრობ ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები გავხდით წაუგებელი სერიით. ჩვენ ვთამაშობთ 'ოლდ ტრაფორდზე', ამიტომ ამ თამაშის მოგებას ვაპირებთ."

"მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არის რომელიმე აუცილებლად მოსაგები თამაში, თუმცა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ ვთამაშობთ სახლში და ფავორიტებიც ჩვენ უნდა ვიყოთ. უნდა დავანახოთ მათ, რომ ის გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია გამარჯვება და ცხრილის სათავეში დაბრუნება."


"არსენალი" "ოცნებების თეატრს" კარგი ფორმით ხვდება, აღსანიშნავია მათი შემტევი ტრიო: აარონ რემსი, მესუთ იოზილი და ოლივიე ჟირუ. თუმცა სმოლინგმა განაცხადა, რომ ამ სამ ფეხბურთელზე დაკვირვების მაგივრად მისი გუნდი თავის თამაშზე კონცენტრირდება.

"ჩვენ ვუყრებთ ვიდეოებს და ვხედავთ, რომ ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ. როგორც მცველი, შევეცდებით მათ მოქმედების არეალი შევუზღუდოთ, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვიფიქრებთ. როგორც გუნდი, ისინი შესანიშნავად თამაშობენ. თუმცა ჩვენ ვიპოვით მათ უარყოფით მხარეებს და სისუსტეებს, შემდეგ კი შევეცდებით დავსაჯოთ ისინი."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
8 ნოემბერი 2013 14:02
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მომწონს სმოლიგი ბოლო თამაშებში, მაგრამ არა მგონია არსენალთან ითამაშოს ფლანგზე რაფელი დადგება და ცენტრში ან ვიდიჩი-ჯონსი და ვიდიჩი-ფერდინანდი
0
№2
ავტორი: VaRdo
8 ნოემბერი 2013 15:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სოსიედადთან კარგად ითამაშა თუ დაიხვეწება კიდე რაღაც რაღაცეებში კარგი იქნება : ) არსენალი კიდე 0 ქულით გაუშვით ოლდ.ტრაფორდიდან თორე ჩემი ხელით დაგხოცავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Beckham 7
8 ნოემბერი 2013 16:09
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჯონსი-კერიკი ნახევარდაცვის ცენტრში და კი გავუშვებთ 0 ქულით :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: VaRdo
8 ნოემბერი 2013 16:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Beckham 7,

„კერიკი მგონი კიდე არ გვეყოლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: gilmour
8 ნოემბერი 2013 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იმაში არ ვეთანხმები რომ ეს აუცილებლად მოსაგები თამაში არაა, პირიქით ესაა ზუსტად აუცილებლად მოსაგები თამაში რომ ჩემპიონობისთვის რბოლას შევუერთდეთ.
მომდევნო მატჩი შეცვალეთ,არსენალი–მანჩესტერ
0
№6
ავტორი: Best 7
8 ნოემბერი 2013 19:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ასე ამბობს სულა საქართველოს ნაკრები fuckthatbitch
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top