"არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი თვლის, რომ მის გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს ბოლოს და ბოლოს მოახერხოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლაზე გამარჯვება.
კვირას "ოლდ ტრაფორდი" უმასპინძლებს "პრემიერ ლიგის" ლიდერებს ძალიან მნიშვნელოვან მატჩში. აღსანიშნავია, რომ ბოლოს არსენ ვენგერმა "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება 7 წლის წინ მოახერხა.
თუმცა რემსის აზრით, მისი გუნდი დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ მოახერხებს ამ ცუდი სერიის დასრულებას.
"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში მოვახერხებთ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებას და ჩვენ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ."
"ამ მომენტისთვის ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ, კარგ შედეგებს ვაჩვენებთ ჩემპიონატში, ამიტომ რა უდგას იმას წინ, რომ მოვახერხოთ "ოლდ ტრაფორდზე" მოგება?"
"დიახ, ბოლო წლებში მათთან ძალიან გვიჭირს თამაში, მაგრამ ახლა, როცა ასეთი თავდაჯერებულები ვართ, ვიმედოვნებ, ეს იქნება მომენტი, როდესაც მოვახერხებთ მათთან სამი ქული მოპოვებას." - ციტირებს რემსის სიტყვებს "არსენალის" ოფიციალური საიტი.