ინგლისის ნაკრებში ექვსი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გამოიძახეს.
როი ჰოჯსონმა გამოიძახა "იუნაიტედის" ექვსი ფეხბურთელი გერმანიასთან და ჩილესთან მატჩისთვის.
უეინ რუნი, დენი უელბეკი, მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი გამოძახებულები არიან ინგლისის ნაკრებში.
როი ჰოჯსონმა გამოიძახა 28 ფეხბურთელი ჩილესთან (15 ნოემბერი) და გერმანიასთან (19 ნოემბერი) გასამართ მატჩებისთვის.
უელბეკმა და რუნიმ ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ორივე მატჩი ოქტომბერში, ხოლო კერიკმა და სმოლინგმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთთან მატჩში.
პოლონეთთან და მონტენეგროსთან გატანილი გოლებით უეინ რუნიმ დააგროვა 38 გოლი ნაკრების მაისურით და ინგლისის ბომბარდირთა დავაში გადაინაცვლა მეხუთე პოზიციაზე. ის მხოლოდ 11 გოლით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "იუნაიტედის" ლეგედას სერ ბობი ჩარლტონს.
ინგლისის ორივე მოწინააღმდგემ მოახერხა ინგლისის მსგავსად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ასევე აღსანიშნავია, რომ ინგლისს ჩილესთან არ უთამაშია 1998 წლის მერე, ხოლო გერმანიამ სამი წლის წინ მოახერხა ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვა.
ინგლისის სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: ფრასერ ფოსტერი, ჯო ჰარტი, ჯონ რუდი, ლეიტონ ბეინსი, გარი კეჰილი, ეშლი კოული, კიერან გიბსი, ფილ იაგიელკა, გლენ ჯონსონი,
ფილ ჯონსი,
კრის სმოლინგი, კაილ უოლკერი, როს ბარკლი,
მაიკლ კერიკი,
ტომ კლევერლი, სტივენ ჯერარდი, ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ფრენკ ლამპარდი, ჯეიმს მილნერი, ანდროს ტაუნსენდი, ჯეკ უილშირი, ჯერმეინ დეფო, რიკი ლამბერტი, ჯეი როდრიგეზი,
უეინ რუნი, დენიელ სტარიჯი,
დენი უელბეკი.
უილფრიდ ზაჰა და მაიკლ კინი გამოძახებულები არიან ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში. ასევე "ბირმინგემში" განათხოვრებულმა ჯესი ლინგარდმა და "უიგანში" განათხოვრებულმა ნიკ პაუელმა მიიპყრეს 21-წლამდელთა ახალი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის ყურადღება.