თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2013, 21:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1744,
კომენტარები: 8
რუნი: "არსენალის" დამარცხება შეგვიძლია
უეინ რუნიმ "იუნაიტედის" მომავალ მატჩზე ისაუბრა
რუნი:
უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შეძლებს "არსენალის" დამარცხებას და შეამცირებს სხვაობას "პრემიერ ლიგის" პირველ ადგილოსანთან.

გუნდს პრობლემები ჰქონდა სეზონის დასაწყისში, თუმცა მათ მოახერხეს თამაშის გაუმჯობესება და 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ ყველა ტურნირზე ერთად.

სწორედ ასეთი ფორმით უმასპინძლებენ "წითლები" "არსენალს", რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თუმცა რუნი დარწმუნებულია, რომ ფორმაში შესულ "იუნაიტედს" შეუძლია არსენ ვენგერის შეგირდების დამარცხება.

"ჩვენ შეგვიძლია 'არსენალის' დამარცხება, ჩვენ ეს არაერთხელ გვიქნია წარსულში." განუცხადა უეინმა Press Association-ს და ManUtd.com-ს. "ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან და ცხრილის სათავეში არიან, ამიტომ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. მაგრამ ჩვენ თამაშს თავდაჯერებულები უნდა შევხვდეთ, უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება და ისევ ცხრილის სათავეში დაბრუნება."

"არსენალის" ტიტულის მისწრაფებაზე, უეინმა განაცხადა: "დავიცადოთ და ვნახოთ სად იქნებიან ისინი მარტში. ჩვენ გვინახავს შემთხვევები, როცა ისინი ორეულში იყვნენ თებერვლამდე ან მარტამდე, თუმცა მაინც ვერ ახერხებდნენ ტიტულის მოგებას, ამიტომ დიდი შრომა მოუწევთ პირველ ადგილზე დასარჩენად. ისინი ამ მომენტისთვის შესანიშნავად თამაშობენ და ჩვენ ვალდებულები ვართ მათ ავყვეთ."

რუნი არ ღელავს "იუნაიტედის" ცუდ სტარტზე და დარწმუნებულია, რომ "წითლები" მოახერხებენ ახალი გუნდის აშენებას ახალ მენეჯერთან, დევიდ მოიესთან ერთად, რომლის მეთოდები უკვე დადებით შედეგს იძლევა.

"ჯერ მხოლოდ 10 თამაშია გასული და ამ მომენტისთვის სანერვიულო არაფერია." განაცხადა "იუნაიტედის" და ინგლისის თავდამსხმელმა. "ჩვენ დავიწყეთ კარგად თამაში. თუ ჩვენ მოვახერხებთ კვირას გამარჯვების მოპოვებას კარგ პოზიციაზე აღმოვჩნდებით."

"ჩვენ ახალი სტრუქტურა და ახალი იდეები გვაქვს ახალი მენეჯერისგან. ჩვენ ვალდებულები ვართ მისი იდეების რეალიზება მოვახდინოთ საუკეთესოდ. ეს მცირედით განსხვავებულია, თუმცა ჩვენ უკვე ვახერხებთ იმის გაკეთებას რაც მენეჯერს სურს."

"რვა წაუგებელი მატჩი კარგი შედეგია. ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები ვართ, ვახერხებთ კარის მშარალად შენახვას და თავისუფლად ვთამაშობთ. ჩვენ ყოველ თამაშზე ვკონცეტრირდებით."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
7 ნოემბერი 2013 21:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

In David We Trust !!!
0
№2
ავტორი: Jubo
7 ნოემბერი 2013 22:36
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
შეგიძლიათ და დაამარცხებთ კიდევაც, ერთი პრინციპული თამაში მაინც ხო უნდა მოვიგოთ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: Red Hooligan
7 ნოემბერი 2013 22:48
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
lukadzandzava,
ჯერ ერთი გირჩევნია წესიერად ილაპარაკო და ისე გამოთქვა პრეტენზია და მეორეც თავს ძალა დავატანე შევედი მაგ საიტზე და ვნახე ეგ სტატია. გარკვეული მსგავსება არის რაც ერთიდა იგივე წყარომ გამოიწვია მგონი გადმოკოპირების არაფერი ეტყობა ამ სიახლეს.

პ.ს სგ ავტორ კარგია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2013 22:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სხვა გზა არ გვაქვს
0
№5
ავტორი: buka oboladze
7 ნოემბერი 2013 23:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
lukadzandzava,
ბიჭო წესიერად ილაპარაკე.. ამ საიტზე არავინ არაფერს არ აკოპირებს სხვებისგან განსხვავებით.. უზრდელი როხარ უკვე მივხვდი იმედია შეგნებულიმაინცხარ ..
საღოლ ავტორ კარგი სიახლეა.. აუცილებლად უნდა მოვიგოთ !!!
0
№6
ავტორი: chudikone
8 ნოემბერი 2013 01:22
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფორმა კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი არაა დამოკიდებული.. 8-2 რო მოვუგეთ შარშან წინ ორ კვირაში სიტიმ რაც გვიყო ყველამ ვნახეთ.. მთავარი მონდომებაა ! უნდა მოვიგოთ

In Trust We Moyes !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: I L C
8 ნოემბერი 2013 11:35
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
უნდა მოვიგოთთ აუცილებლადდ... manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: VaRdo
8 ნოემბერი 2013 15:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Jubo
შეგიძლიათ და დაამარცხებთ კიდევაც, ერთი პრინციპული თამაში მაინც ხო უნდა მოვიგოთ


მოვუგეთ ლივერპულს თასზე wink ზეგაც მოვიგებთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top