თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2013, 19:09
ავტორი: love united,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 8
განათხოვრებული ფეხბურთელები:პაუელმა ისევ შეაგდო
"იუნაიტედიდან" განათხოვრებულმა ფეხბურთელებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს...
განათხოვრებული ფეხბურთელები:პაუელმა ისევ შეაგდო
ნიკ პაუელი აგრძელებეს გოლების გატანას "უიგან ატლეტიკის" შემადგენლობაში. შაბათს, მან გამარჯვების გოლი გაიტანა "ჰატერსფილდის" წინააღმდეგ. მისმა გუნდმა 2-1 იმარჯვა. ეს ინგლისელის მეხუთე გოლი იყო მიმდინარე სეზონში, რითაც დაეხმარა "უიგანს" ასულიყო ჩემპიონშიპში მეათე ადგილზე. პაუელი "იუნაიტედმა" 2012 წლის ზაფხულში გაიფორმა. მან წინა სეზონში რამდენიმე მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდში, ასევე თამაშობდა რეზერვების შემადგენლობაში სადაც ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა. "უიგანში" ის წარმატებით ასრულებს ცენტრალური ფორვარდის ფუნქციებს. "ლატიკსების" მთავარი მწვრთნელი, ოუენ კოილი ძალიან გახარებული და ამაყი იყო ახალგაზრდა ინგლისელის გამო. მან შეაქო ნიკი:"პაუელმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ის უძლიერესი ტალანტია და მჯერა, უმაღლეს დონეზე ითამაშებს მანჩესტერში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში."

ასევე, ტაილერ ბლეკეტმა 90 წუთის განვმალობაში ითამაშა "ბლექპულის" შემადგენლობაში. მისმა გუნდა 1-0 მოუგო "ნოტინგემ ფორესტს". ეს ტაილერის პირველი მატჩი იყო "ბლექპულის" შემადგენლობაში. რაიან ტანიკლიფმა 90 წუთის განვმალობაში ითამაშა "იფსვიჩ თაუნის" შემადგენლობაში "ბოლტონის" წინააღმდეგ. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. ჯესი ლინგარდმა გამოტოვა "ჩარლტონთან" მატჩი ტრავმის გამო.

ასევე საზღვარგარეთ ითამაშეს სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც "იუნაიტედმა" გაანათხოვრა. მარნიკ ვერმიილმა 90 წუთი ითამაშა "ნაიმეგენის" შემადგენლობაში ჰოლანდიური "ტვენტეს" წინააღმდეგ. ანხელო ენრიკესმა ითამაშა "ეიბარის" წინააღმდეგ, სადაც "რეალ სარაგოსამ" 3-2 იმარჯვა.დავიდ პეტრუჩი არ იყო "როიალ ანტვრეპენის" განაცხადში "როესელარის" წინააღმდეგ, ხოლო ბებეს "პაკოს დე ფერეირა" დღეს ითამაშებს "აროუკასთან".

წყარო:manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
3 ნოემბერი 2013 19:28
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
პაუელი კარგ ფორმაში იმყოფება

პაუელი კარგ ფორმაში იმყოფება
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
3 ნოემბერი 2013 19:40
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მომწონს ეს ბიჭი !
0
№3
ავტორი: I L C
3 ნოემბერი 2013 19:50
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კაია კაი გენაცვალე პოუeლ... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: VaRdo
3 ნოემბერი 2013 20:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია იუნაიტედშიც გააგრძელებს პროგრესს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Malboro463
3 ნოემბერი 2013 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ევროპის ლიგაზე მაგარი გოლი გაიტანა თან უიგანის ისტორიაშიც შევიდა
0
№6
ავტორი: Vodafone
3 ნოემბერი 2013 23:11
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
პაუელი მაგარი გვეზრდება love
0
№7
ავტორი: red devil
4 ნოემბერი 2013 06:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Centrforwardad rato atamashebs? Gaushvas naxevardacvashi
0
№8
ავტორი: Shako Jones
4 ნოემბერი 2013 12:18
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ლინგარდი,პაუელი,ენრიკესი,ზაჰ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top