თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2013, 22:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 8
მატჩის ანალიზი
"ფულემი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" - მატჩის ანალიზი
მატჩის ანალიზი
"იუნაიტედის" შესანიშნავი თამაში პირველ ტაიმში საკმარისი აღმოჩნდა "კრივენ კოტეჯზე" "ფულემის" დასამარცხებლად.

მარტინ იოლის შეგირდები ვერ გაუმკლავდნენ "იუნაიტედის" შეტევებს და 22 წუთზე სტუმრები უკვე 3-0 ანგარიშით ლიდერობდნენ, რობინ ვან პერსის, უეინ რუნის და ანტონიო ვალენსიას გოლების წყალობით.

ანგარიში გაიხსნა მეცხრე წუთზე, რუნის და ვან პერსის შესანიშნავი გათამაშების შემდეგ. ჰოლანდიელმა კარგად დაამუშავა ბურთი, შესანიშნავად შემოტრიალდა და რუნი კარგ პოზიაციაზე გაიყვანა. თავდამსხმელს შეეძლო თვითონვე დაესრულებინა ეპიზოდი, თუმცა მან გადაწყვიტა გაჩერებულიყო და პასი გაეკეთებინა უკეთეს პოზიციაში მყოფი ვალენსიასთვის, რომელმაც ზუსტად გამოიყენა შანსი.

შემდეგ "იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელს კარგი შანსი ჰქონდა გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა პარკერის შესანიშნავი პასის შემდეგ მან ვერ მოახერხა დაცვის გარღვევა. ლონდონელთა შეტევას უცბადვე უპასუხეს მოიესის შეგირდებმა. იანუზაიმ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი პარკერს და შესანიშნავი პასი გაუკეთა ვან პერსის, რომელიც ერთი ერთზე დარჩა და ძლიერი დარტმით აიღო "ფულემის" კარი. ამრიგად მეოცე წუთზე ანგარიში გახდა 2-0.

მეორე გოლიდან ორი წუთის შემდეგ კლევერლის შესანიშნავი პასის შემდეგ ბურთი მიუვიდა რობინ ვან პერსის, რომელმაც საგოლე გადაცემა გაუკეთა რუნის. მან კი შანსი შესანიშნავად გამოიყენა.

ტრამვების გამო მოიესი იძულებული გახდა გაეკეთებინა სამი ცვლილება. თამაშში ჩაერთვნენ მარუანე ფელაინი, შინჯი კაგავა და კრის სმოლინგი, რომელთაც შეცვალეს კლევერლი, რაფელი და ჯონსი.

65-ე წუთზე ლონდონელებმა შეძლეს ანგარიშის შემცირება. შეცვლაზე შემოსულ ალექსანდერ კაჩანიკლიჩის დარტმულ ბურთს გადაეღობა უეინ რუნი, რიკოშეტის შემდეგ ბურთი დე ჰეას კარში აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე კი შეცვლაზე შემოსულმა დარენ ბენტმა სცადა დე ჰეას კარის აღება თავურით, თუმცა ბურთი ხარიხამ აისხლიტა. საბოლოოდ "წითლებმა" დამსახურებული სამი ქულა აიღეს.

მატჩის ანალიზი

მატჩის ანალიზი


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, მიმოხილვები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
2 ნოემბერი 2013 22:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მეორე რაიმი ჩავაგდეთ, პირველი ტაიმი კაი იყო
0
№2
ავტორი: VaRdo
2 ნოემბერი 2013 22:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Vodafone
მეორე რაიმი ჩავაგდეთ, პირველი ტაიმი კაი იყო


ეგ ჩაგდება არაა. მაგას ძალების დაზოგვა ჰქვია : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2013 22:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
20 წუთში მოვამთავრეტ ყველაფერი winked
0
№4
ავტორი: VaRdo
2 ნოემბერი 2013 23:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეხლა ესპანეთში გაფრინდებიან ბიჭები და მერე ოოოო. არსენალი უნდა მოვჭიმოთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: chudikone
3 ნოემბერი 2013 02:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არსენალს რო მოვუგოთ მერე წარმოიდგინეთ ცხრილში რა ამბები იქნება..
P.S კარგი თამაში იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Rosso Diavolo
3 ნოემბერი 2013 08:28
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
თუ გვინდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა შემდეგი 4 შეხვედრა უნდა მოვიგოთ
0
№7
ავტორი: NUGI
3 ნოემბერი 2013 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მოვიგებთ არსენალთან სახლში გვაქ ბოლო-ბოლო
0
№8
ავტორი: buka oboladze
3 ნოემბერი 2013 13:07
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
არსენალთან თავი უნდა დავაკლათ და მოვიგოთ რა.. გვჭირდება ეგ გამარჯვება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top