გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები "მიოლდეს" ცენტრალურ მცველ ვეგარდ ფორენს აკვირდებიან. "მიოლდეს" მთავარი მწვრთნელი და "წითელი ეშმაკუნების" ლეგენდარული ფეხბურთელი ოლე განერ სოლშერი ფიქრობს, რომ 24 წლის ფორენს "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის ძალა უკვე შესწევს.
"დიახ, მას თავისუფლად შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში, მაგრამ მე მას ამის შესახებ არ უნდა ვუთხრა, - განუცხადა სოლშერმა Sky Sports-ს. "როდესაც ის ფორმაშია - შესანიშნავად თამაშობს. ვეგარდი კარგი მოთამაშეა, მაგრამ მან ახლა განვითარებაზე და ნორვეგიის ნაკრებშჲ ადგილის გამტკიცებაზე უნდა იზრუნოს."