თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2013, 16:29
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1657,
კომენტარები: 5
ჩიჩარიტოს მოსწონს მოიესთან მუშაობა
ხავიერ ერნანდესს მოსწონს დევიდ მოიესთან მუშაობა "მანჩესტერ იუნაიტედში", მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი განსხვავებული მეთოდოლოგიით მუშაობს.
ჩიჩარიტოს მოსწონს მოიესთან მუშაობა
ხავიერ ერნანდესს მოსწონს დევიდ მოიესთან მუშაობა "მანჩესტერ იუნაიტედში", მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი განსხვავებული მეთოდოლოგიით მუშაობს.

"წითლები" დაუმარცხებლები არიან ბოლო 6 მატჩში ყველა ჩემპიონატზე, ხოლო ჩიჩარიტომ მოახერხა 3 გოლის გატანა ბოლო 2 მატჩში.

"ადვილია ახალ მწვრთნელთან შეჩვევა, თუ ის კარგი ადამიანი და კარგი მენეჯერია." განუცხადა მექსიკელმა ფორვარდმა MUTV-ს. "მე ვფიქრობ ის ეჩვევა კლუბს. "ევერტონი" ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია ამ ქვეყანაში, თუმცა ის უნდა შეეჩვიოს ისეთი დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". მან უნდა იპოვოს რითმი იმისათვის, რომ ანახოს კარგი შედეგები და დაიწყოს ტიტულების მოგება."

ჩიჩარიტოს სეზონის დასაწყისში გაუჭირდა ძირითადში ადგილის მოპოვება, რადგან მან გამოტოვა წინა-სასეზონო ტურნე, მექსიკაში "კონფერდერაციის თასზე" ყოფნის გამო. თუმცა ის დაბრუნდა გუნდში და არერთი გოლიც გაიტანა, მას სურს, რომ უფრო დიდი როლი ითამაშოს გუნდში და დაეხმაროს "იუნაიტედს" ცხრილის სათავეში ასვლაში.

"ვიმედოვნებ, ახლა მეტ დროს მივიღებ." - დაამატა მან. "მე ყოველთვის მსურს თამაში. მინდა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო გუნდს."

ფორვარდს არ სურს, რომ მისი სარგებელი, მხოლოდ გოლების გატანით განისაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მხრივ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.

"მე არასდროს ვთამაშობ მხოლოდ გოლების გასატანად. მე არ ვარ შეპყრობილი მხოლოდ გოლების გატანის სურვილით. თუ რომელიმე პოზიციიდან გოლს იტან, ეს თავდაჯერებულობას გმატებს და ეს განსაკუთრებით მაინც თავდამსხმელებს ეხებათ. მაგრამ მე მინდა განვვითარდე დღითი დღე როგორც ფეხბურთელი, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. ეს ყველაზე მთვარი რამაა ჩემს ცხოვრებაში."

"თუ გოლს გავიტან, ძალიან გამიხარდება. თუმცა რომც არ გავიტანო, არ უნდა დავკარგო თავდაჯერებულობა და დავეხმარო გუნდელებს თამაშის მოგებაში."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
2 ნოემბერი 2013 17:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
როგორც ყოველთვის ფაიზაღს ბაზრობ bigboss2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: NUGI
2 ნოემბერი 2013 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ჩიჩა ნიტროს ბაზრობს საღორ ჩიჩა yahoo2
0
№3
ავტორი: red devil
2 ნოემბერი 2013 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Chicha genacvale martals ambobs
0
№4
ავტორი: NeymaR
2 ნოემბერი 2013 23:40
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ყველას მოსწონს მოიესთან მუშაობა :D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: Shako Jones
4 ნოემბერი 2013 12:29
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვგიჟდები ამ კაცზე იმიტო რო გიჟდება იუნაიტედზე და არ ღალატობს <3 მეტი უნდა დავაფასოთ !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top