კოული "იუნაიტედში" ?
ინგლისის ნაკრების და "ჩელსის" მარცხენა მცველი ეშლი კოული, სულ მალე შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ. 31 წლის ფეხბურთელს ლონდონური კლუბი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს, მიზეზად მის ასაკს ასახელებენ.
ეშლი "ჩელსიში" ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, როგორც ცნობილია მას მცირე უთანხმოება ქონდა კლუბის მესვეურთან. შესაძლოა ესაა მიზეზი მისი გუნდიდან გაშვებისა.
ეშლი კოულს წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და ის შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ, როგორც უფასო ტრანსფერის სახით.
"დეილი მეილი" იუწყება, რომ ეშლი კოული ახლოს არის "იუნაიტედში" გადასვლასთან. შეესაბამება, თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, დეკემბირს ბოლოს გახდება ცნობილი.
"იუნაიტედს" ყავს 2 კარგი მარცხენა მცველი, ვიცე-კაპიტანი ევრა და ჰოლანდიელი, ბიუტნერი. თუმცა უფასოდ "ნაშოვნ" ასეთ მცველს არაფერი ჯობს. ჩდება კითხვები, გადაინაცვლებს თუ არა ბიუტნერი რეზერვებში, თუ კოული უბრალოდ შეცვლის ევრას და მრავალი სხვა.
"მე სიამოვნებით მივიღებ მას, ჩვენს კლუბში, რადგან ის პროფესიონალია." განაცხადა ფერგიუსონმა.
დიეგო ლუგანო
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პსჟ-ს" ცენტრალური მცველი იანვარში, შესაძლო ტრანსფერი იყოს "იუნაიტედისთვის." ამ ინფორმაციას "TalkSport" -ი ავრცელებს. როგორც ჩანს დიეგო ლუგანო "იუნაიტედს" ვიდიჩის დროებით შემცვლელად უნდა. ურუგვაელ ფეხბურთელს მცირე კონფლიქტი ქონდა "პსჟ-ს" ახალ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოსითან. ამის გამო, მას სურს, რომ დატოვოს კლუბი და გადავიდეს სხვაგან. მან მისი პროფესიონალური კარიერა "ნასიონალში", ურუგვაიში დაიწყო 1999 წელს. შემდეგ ის "პლაზა კოლონიაში" გადავიდა 2001 წელს და ითამაშა 1 სეზონი. ამის შემდეგ მან კვლავ შეიცვალა კლუბი და ახლა უკვე "სან პაულოში" ბრაზილიაში ამოყო თავი, სადაც მან 2003 წლიდან, 2006 წლამდე 96 მატჩი გამართა. 2006 წელს კი ის შორეული ბრაზილიიდან, თურქეთში გადავიდა და "ფენერბახჩეს" ღირსებას იცავდა 5 წელი, სადაც მან 125 თამაში ჩაატარა, სწორედ ამ ხუთი წლის შემდეგ, ანუ 2011 წლიდან ის ირიცხება "პსჟში."
ლუგანოს ჯამში 9 ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მარიო სამპრიზი
წარმატებებული მატჩების შემდეგ "ჟენოას" ფეხბურთელით, მარიო სამპრიზით დაინტერესდნენ ევროპული გრანდები.
როგორც გვატყობინებს Football Italia, ახალგაზრდა ტალანტით მაშინვე დაინტერესდნენ გუნდები, როდესაც მან მისი შესაძლებლობები გამოავლინა. ამ შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპული" და "ჩელსი". გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ მატჩზე სადაც ერთმანეთს "მილანი" და "ჟენოა" დაუპირისპირდებიან მივლენ ზემოთ ხსენებული კლუბების სკაუტები, რათა კარგად დააკვირდნენ ფეხბურთელს.
აღსანიშნავია, რომ მარიო სამპრიზი არის მილანის აღზრდილი. 19 წლის ფეხბურთელმა ვერ შეეგუა სხვა კლუბებს და "ჟენოაში" გადასვლის შემდეგ დაიწყო თავისი შესაძლებლობების ჩვენება.
ბრედ ჰანგელანდი
ინგლისური კლუბის "ფულჰემის" მცველმა ბრედ ჰანგელანდმა შესაძლოა თავისი კარიერის ბოლო წლები სხვა კლუბში დაამთავროს.
როგორც გვამცნობს Calciomercato.it, 31 წლის მცველით დაინტერესებულია ასევე ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". ხშირი შემთხვევაში "წითლების" დაცვის ხაზი ტრამვების გამო არ გამოიყურება კარგად რის გამოც გადაწყვიტეს ახალი მცველის ყიდვაზე ეფიქრათ, რაც იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი ვარიანტი. ჰანგელანდის კლუბში მოსვლამ შესაძლოა ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი მცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა თანხის გადახდის გარეშე მოხვდეს. მომდევნო წლის ზაფხულში, ამ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ "ფულჰემის" ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ ახალი კონტრაქტი ბრედ ჰანგელანდისათვის.
ნანი კვლავ არ აწერს კონტრაქტს ხელს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ლუიშ ნანი კვალავ ჯიუტად დგას თავის აზრზე და არ აწერს ახალ კონტრაქტს ხელს მანამ, სანამ ხელფასს არ მოუმატებენ.
ლუიშ ნანის "მანჩესტერმა" შესთავაზა კონტაქტი, მაგრამ ნანის კვლავ ბევრი ფული უნდა და არ თანხმდება კონტრაქს, რაც შესაძლებელია მისი გუნდიდან გაშვების საბაბი გახდეს.
ბოლო თვეებში პორტუგალიელი გვიჩვენებს ძალიან უღიმაღამო თამაშს, იმის იმედად, რომ ის თავს კლუბისათვის საჭირო ფიგურად თვლის და მალევე შესთავაზებენ სასურველ კონტრაქტს, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ მოხდება.