დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ხავიერ ერნანდესს გაუჭირდა სეზონის დასაწყისში თავისი თავის წარმოჩენა, თუმცა ახლა ის საუკეთესო ფორმას უბრუნდება.
ჩიჩარიტომ გამოტოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინა-სასეზონო ტურნე გადატვირთული "კონფედერაციის თასის" შემდეგ, ამიტომ მას გაუჭირდა საწყის თერთმეტეულში მოხვედრა.
თუმცა 25 წლის თავდამსხმელმა შესანიშნავად იასპარეზა "სტოკის" წინააღმდეგ და დუბლი გაიტანა "ლიგის თასის" მატჩზე "ნორვიჩ სიტის" წინააღმდეგ.
"ძალიან მოხარული ვარ ჩიჩას თამაშით"-განაცხადა მან. "მას რთული დასაწყისი გამოუვია, რადგან ძალიან რთული და გადამღლელი ზაფხული ჰქონდა, მას ხშირად უწევდა მექსიკაში წასვლა და უკან დაბრუნება."
"მაგრამ მან დაიწყო იმის გაკეთება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა - გოლების გატანა. ის შეცვლაზე შემოვიდა "სტოკთან" და გამრჯვების გოლიც გაიტანა. ასევე გაიტანა ორი გოლი შუა კვირაში."
როგორც მოიესმა განაცხადა, ჩიჩარიტოს ენთუზიაზმი და წარმატების მიღწევის სურვილი მთელ გუნდს გადაეცემა.
"მე ვფიქრობ, ყველას სურს პირველ გუნდში თამაში და ეს ყოველ დღე ვარჯიშზე ჩანს" - განაცხადა მენეჯერმა. "მოთამაშეებს შესანიშავი დამოკიდებულება აქვთ, ისინი ყოველდღე ცდილობენ თავი წარმოაჩინონ."
"ჩვენ ერთი-ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში გადავიყვანეთ და თუ კიდე ვინმე გამოიჩენს თავს, ჩვენ განვაგრძობთ მათ დაწინაურებას."