დევიდ მოიესმა განცხადა, რომ რობინ ვან პერსი, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი მზად იქნებიან შაბათს, "ფულემთან" სათამაშოდ.
რობინ ვან პერსის დასვენების საშუალება მიეცა სამშაბათს გამართულ "ლიგის თასის" მატჩში "ნორვიჩ სიტის" წინააღმდეგ, რომელიც "წითლების" გამარჯვებით 4-0 დასრულდა. თუმცა ამ მატჩში მონაწილეობის მიღება შეძლეს რიო ფერდინანდმა და ნემანია ვიდიჩმა.
"აონის" სავარჯიშო ბაზაზე გამრთულ პრეს კონფერენციაზე მოიესმა განაცხადა, რომ მუხლის ტრამვა მიიღო დენი უელბეკმა, ამიტომ ის არ გაემგზავრება ლონდონში, "კრივენ კოტეჯზე" გასამართ მატჩზე.
"მე ვფიქრობ ორივე (ვიდიჩი და ფერდინანდი) ძალიან ახლოს არიან სრულ გამოჯანმრთელებასთან" - განაცხადა მოიესმა. "მათ ეს დაგვანახეს სამშაბათს "ლიგის თასის" მატჩზე. მათ ითამაშეს 90 წუთი და ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ისინი სათამაშოდ მზად."
"ვან პერსი კარგადაა. მან კარგად ივარჯიშა და კარგად იმუშავა ამ კვირაში, ამიტომ იმედია ის მზად იქნება სათამაშოდ. უელბეკს მუხლის მცირე დაზიანება აქვს. მან რამდენიმეჯერ ივარჯიშა ამ კვირაში, ამიტომ ის ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან, თუმცა ის ბოლომდე მზად მაინც არაა, ამიტომ ის არ წამოვა ჩვენთან ერთად ლონდონში."