"ფულემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
სტადიონი: "კრეივენ კოტეჯი",ლონდონი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,10-ე ტური.
მსაჯი: ლი პრობეტი
თარიღი: შაბათი, 2 ნოემბერი,2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"ფულემი"
ტრავმირებულები: როდალეგა,ბრიგსი,ჰანგერლენდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:მარტინ იოლი
"მანჩესტერ იუანიტედის" წინააღმდეგ ლონდონურ კლუბს ვერ დაეხმარებაუგო როდალეგა,რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და ასევე გუნდი კაპიტანი ბრედ ჰენგერლენდი."ფულემის" მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან პარკერი,კასამი და დიმიტარ ბერტბატოვი,რომლებმაც დასვენების მიზნით გამოტოვეს ლიგის თასის მატჩი "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: დენი უელბეკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დარენ ფლეტჩერი
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში ცვლილებები კვლავ არ არის,გუნდში ტრავმირებული მხოლოდ ინგლისელი ფორვარდი დენი უელბეკია დანარჩენი ფეხბურთელი კი ხელმისაწვდომია შოტლანდიელი სპეციალისტისათვის.სავარაუდოდ დევიდ მოიესი ლონდონური კლუბის წინააღმდეგ სრულიად განსხვავებულ შემადგენლობას გამოიყვანს "ნორვიჩთან" მატჩის განსხვავებით.
გუნდების ფორმა
"ფულემმა" მიმდინარე პრემიერ ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით 1:0.გუნდს ბოლო 5 მატჩი 3 წაგება და 2 მოგება აქვს "კრისტალ პალასსა" და "სტოკის" წინააღმდეგ,ბოლო 3 შეხვედრიდან ლონდონელებმა ორის მოგება მოახერხა.მარინ იოლის კლუბმა "კრეივენ კოტეჯზე" ჩატარებული 4 მატშში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.წინა სეზონში "ფულემმა" პირველ 4 საშინაო მატჩში 10ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.გუნდმა მიმდინარე სეზონში კუთხურის ალმიდან 4-ჯერ მოახერხა გოლის გატანა,რაც პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.ბოლო ტურში ლონდონელები "საუტჰემპტონს" დაუპირისპირდნენ და საგარეო შეხვედრაში ორ ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.ამ მომენტისათვის "ფულემი" პრემიერ ლიგის ცხრიში მე-14 ადგილს იკავებს 10 ქულით,მათ 9-ჯერ მოახერხეს მეტოქისთვის გოლის გატანა ხოლო 12-ჯერ გაუშვა საკუთარ კარებში ბურთი.ხვალ კი ლონდონელები ყველანაირად შეეცდებიან საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 3 ქულის აღებას,სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედს" შანსი ექნება პირველად მიმდინარე პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი ტურის მოგება მოახერხოს.მე-9 ტურისათვის "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 14 ქულის მოგროვება შეძლეს,წინა სეზონში კი მაგ მომენტისათვის სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს 21 ქულა ჰქონდათ აქტივში ჩაწერილი."მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 11 გასვლით მატჩში ქალაქ ლონდონში არცერთი წაგება არ აქვს,ბოლოს გუნდმა ლონდონში 2011 წელს წააგო "არსენალის" წინააღმდეგ.გასულ სეზონში მე-9 ტურისათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" 13მა ფეხბურთელმა მოახერხა ბურთის გატანა,ხოლოდ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5მა ფეხბურთელმა მოახერხა ეს.დევიდ მოეისის გუნდი ბოლო ტურში "სტოკ სიტის" დაუპირისპირდა საკუთარ მოედანზე და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით ძლიეს მეტოქეს."წითელმა ეშმაკებმა" ამ მომენტისათვის მეტოქის კარის აღება 14-ჯერ მოეახერხეს ხოლო საკუთარ კარში 12 ბურთი გაუშვეს.ხვალ დევიდ მოიესი შეეცდება კრიტიკოსებს ცოტათი მაინც მოუკლოს სალაპარაკო და ლონდონში ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს.
ურთიერთშეხვედრები
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ფულემი" ერთმანეთს პრემიერ ლიგაში სულ 77-ჯერ შეხვდნენ.ამ შეხვედრებიდან 48 მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა,13 შეხვედრაში მოახერხეს "ფულემმა" გამარჯვება ხოლო 16 თამაში ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედს" არ წაუგია "ფულემის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში (6 მოგება,1 ფრე)."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლოს "ფულემის" მოედანზე 2013 წლის 2 თებერვალს ითამაშა და უეინ რუნის გოლის წყალობით ლონდონელები მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
Fulham 0-1 Manchester United
25.08.2012 Manchester United 3-2 Fulham
26.03.2012 Manchester United 1-0 Fulham
21.12.2011 Fulham 0-5 Manchester United
09.04.2011 Manchester United 2-0 Fulham
22.08.2010 Fulham 2-2 Manchester United
14.03.2010 Manchester United 3-0 Fulham
19.12.2009 Fulham 3-0 Manchester United
21.03.2009 Fulham 2-0 Manchester United
18.02.2009 Manchester United 3-0 Fulham
01.03.2008 Fulham 0-3 Manchester United
03.12.2007 Manchester United 2-0Fulham
24.02.2007 Fulham 1-2 Manchester United
20.08.2006 Manchester United 5-1 Fulham
04.02.2006 Manchester United 4-2 Fulham
01.10.2005 Fulham 2-3 Manchester United
19.03.2005 Manchester United 1-0 Fulham
13.12.2004 Fulham 1-1 Manchester United
28.02.2004 Fulham 1-1 Manchester United
25.10.2003 Manchester United 1-3 Fulham
22.03.2003 Manchester United 3-0 Fulham
19.10.2002 Fulham 1-1 Manchester United
30.12.2001 Fulham 2-3 Manchester United
19.08.2001 Manchester United 3-2 Fulham
ბოლო შეხვედრა "კრეივენ კოტეჯზე"
ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის" "კრეივენ კოტეჯზე" ლონდონური კლუბის წინააღმდეგ სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 2013 წლის 2 თებერვალს წარსდგნენ,მაშინ "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელი ფორვარდის უეინ რუნის ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხეს მეტოქის დამარცხება.
საინტერესო ფაქტები
- თუ ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი ხვალ მოედანზე გამოვა სათამაშოდ,მას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
- თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი ხვალ გამოვა მოედანზე სათამაშოდ,მაშინ მას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში
- "ფულემის" ბომბარდი ამ მომენტისათვის ბენტი არის 3 გატანილი გოლით (2 პრემიერ ლიგაში)
- "მანჩესტერ იუნაიტედის" ბომბარდირი ვან პერსია 8 ბურთით (5 პრემიერ ლიგაში)
- რობინ ვან პერსიმ 6 ბურთის გატანა მოახერხა ბოლო 7 გასვილით მატჩში.
Head to Head
Last Five Matches