თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2013, 11:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1357,
კომენტარები: 5
ფერდინანდმა ლივერპულის თავდასხმის ხაზზე ისაუბრა
ფერდინანდმა ლუის სუარეზის და დანიელ სტარიჯის დუეტი შეაფასა
ფერდინანდმა ლივერპულის თავდასხმის ხაზზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი თვლის, რომ ჯერ ადრეა "ლივერპულის" თავდასხმის დუეტს, დანიელ სტარიჯსა და ლუის სუარეზს, "დიდებული" ვუწოდოთ.

ამ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის გამო ლუისმა ექვსი მატჩი გამოტოვა, ამ წყვილმა 14 გოლი გაიტანა. ასეთი მაღალი შედეგების გამო, "ლივერპული" "პრემიერ ლიგის" სათავის სიახლოვეს იმყოფება.

თუმცა 34 წლის მცველი თვლის, რომ ჯერ ადრეა ამ წყვილის შეფასება.

"ამ ქვეყანაში და საერთოდ ფეხბურთში ხალხს უყვარს ფეხბურთელის რამდენიმე თამაშით შეფასება. არ ვამბობ, რომ მათი დუეტი შესანიშნავი არ არის. ამ მომენტში ზუსტად ამას ამტკიცებენ. ისინი თავის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ და თამაშობენ ძალიან, ძალიან კარგად. მათ რამდენიმე შესანიშნავი გოლი გაიტანეს."

"თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისინი უნდა შევაფასოთ რაღაც პერიოდის შემდეგ. შეხედეთ იორკი კოულის, ან შერინგამი შირერის დუეტებს."

"ამ წყვილებს თავი მხოლოდ რაღაც პერიოდში ან ერთ სეზონში არ წარმოუჩენიათ. ისინი მაღალ დონეზე თამაშობდნენ დიდი დროის განმავლობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ დრო უნდა მივცეთ"
- განაცხადა ფერდინანდმა BT Sport-თან ინტერვიუში.
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: luka12
1 ნოემბერი 2013 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
მაგრამ მაინც ცჰვენი დუეტი რუნი რვპ სი ჯობს
0
№2
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2013 13:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეჰ, ესენი კი კარგები არიან, მაგრამ რიოს რო აღარ აქვს ამათი შეჩერების თავი მგონი ვხვდებით უკვე ყველა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: UTD-Rule
1 ნოემბერი 2013 14:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართალია ჯერ ვერაფერს ვიტყვით ამ დუეტზე ცოტა დრო უნდა გავიდეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Jubo
1 ნოემბერი 2013 18:43
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ნახევარი სეზონით რა დასკვნებს აკეთებენ, გავა წლები და გამოჩნდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: NUGI
1 ნოემბერი 2013 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
Giggsy 13
Gerrard 0

როგორც გინდა ვთქვათ რიო მაგარია ჯერ სუარეზსაც შეაჩერებს მესისაც რონალდოსაც ბეილსაც ნეიმარსაც პედროსაც კაკასაც აგუეროსაც ტევეზსაც და პირლოსაც

FERDINAND 100
SKRTELI 0
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top