"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ენდი კოული ჩიჩარიტოს მოუწოდებს მაგალითი ოლე გუნარ სოლსკიაერიდან აიღოს.სოლსკიაერს ყოველთვის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა , მაგრამ როდესაც მას შანსი მიეცა მან ეს შესანიშნავად გამოიყენა.
"როდესაც შენ ხარ "მანჩესტერ იუნაიტედში" მაშინ შენ ყოველთვის უნდა იყო მზად ყოველგვარი ტესტირებისათვის.თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ თქვენი თავის იმედი რათა გაუძლოთ კონკურენციას."
"მე ძალიან ბედნიერი ვიყავი,როდესაც იორკთან ერთად ვთამაშობდი.ამ დროს სოლსკიაერი სკამზე იჯდა და თავისს შანს ელოდებოდა.მე მინდა , რომ ჩიჩარიტომ სწორედ სოლსკიაერის მაგალიტი აიღოს."
"როდესაც მე "ნიუკასლიდან" "ბრისტოლ სიტიში" გადავედი პირველ სეზონში გავიდანე 34 გოლი 41 მატჩიდან.ამის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი , რომ მეორე სეზონში უფრო გამიჭირდებოდა , რადგან მეტოქეები უფრო კარგად შეისწავლიდენ ჩემს მონაცემებს და სწორედ აქედან გამომდინარე ხალხის თქმით ჩემი მეორე სეზონი პირველ სეზონთან შედარებით ცუდი უნდა ყოფილიყო."
"ჩიჩარიტომ უნდა გაიგოს,რომ ფეხბურთი შეიძლება მწარე რეალობა აღმოჩნდეს.მან უნდა განაგრძოს საკუთარი მონაცემების დახვეწა და ამის შემდეგ მისი შეჩერება გაუჭირდებათ."
"მახსოვს,როდესაც მე პირველად შევუერთდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ბრაიან კიდდმა განაცხადა:"41 მატჩსი 34 გოლი ? ეს შესანიშნავია ! - ამის შემდეგ მივხვდი,რომ მე უნდა გამეგრძელებია ჩემს თავთან მუშაობა,რადგან ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა."
"ხავიერს ბევრი ერთნაირი თვისებები აქვს სოლსკიაერის მსგავსად.მას სჭირდება მხოლოდ თავის თავდან მუშაობა.სერ ალექს ფერგიუსონი,როდესაც ხედავს,რომ ის კარგ ფორმაშია მაშინვე მას უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს." - დაასრულა ენდი კოულმა.
წყარო : Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.