თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2013, 14:49
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2343,
კომენტარები: 10
გერმანული კლუბი იაპონელით დაინტერესდა
"იუნაიტედის" ლეგიონერის შეძენა "ვოლფსბურგსაც" მოუნდა
გერმანული კლუბი იაპონელით დაინტერესდა
გერმანული "ვოლფსბურგი" აპირებს დიდი თანხა დახარჯოს ახალი წლის პერიოდში, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. მათი ერთ-ერთი სამიზნე კი "იუნაიტედის" ფეხბურთელი შინჯი კაგავაა.
"ვოლფსბურგის" ხელმძღვანელობა აპირებს ლუიზ გუსტავო გაყიდოს "არსენალში", აღებული თანხით და კიდევ დამატებითი თანხებით ისინი აპირებენ გაძლიერებას.
"ჩვენ გვინდა მიზანშეწონილი ტრანსფერების გაკეთება, ისეთი როგორიც გუსტავოს გაყიდვა და კარგი ფეხბურთელების დამატება იქნება. კლუბს ჭირდება ტრანსფერები და ჩვენ გავაგრძელებთ გაძლიერებას, ისეთი ტრანსფერებით რომელიც არ იქნება წამგებიანი" - აცხადებს კლაუს ალოფსი.
"ვოლფსბურგის" ინტერესი მხოლოდ კაგავა არ არის, მათი სხვა სამიზნე კევინ დე ბრიუნია, რომელიც "ჩელსის" რიგებში თამაშობს. თუმცა პირველ რიგში ისინი შეეცდებიან იაპონელის ყიდვას, რათა დაასწრონ "დორტმუნდს", ვინაიდან არის მითქმა-მოთქმა, რომ კაგავა შეუერთდებოდა ყოფილ კლუბს.
"ვერდერში" ჩვენ ვნახეთ, თუ რა კარგი ფეხბურთელია დე ბრიუინი, ასევე "დორტმუნდში" მოგვეცა შანსი გვეხილა კაგავას თამაში, ამიტომ მზად ვართ ეს ორი ფეხბურთელი გადმოვიბიროთ." - დაამატა ალოფსმა.
"თუ ასეთი ფეხბურთელების ყიდვა იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა ჩვენ ვიყიდით. თუმცა ჩვენს გულშემატკივრებს არ მინდა იმედი გავუცრუო და ტყუილად დავაიმედო." - დაამთავრა "ვოლფსბურგის" მწვრთვნელმა.

წყარო:"სქაისპორტი"
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2013 14:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგით გაჩერდით ეხლა არ გინდათ მაგხელა ფულის დახარჯვა. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Berba 9
30 ოქტომბერი 2013 14:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
VaRdo,
გუნდი არ გააკოტრონ მე მაგისი მეშინია wink

არამგონია კაგავა რომ წავიდეს, თუმცა თუ წავა ჯობია ისევ დორტმუნდში დაბრუნდეს კლოპი რაღაცეებს უშვება ფეხბურთელებს და კარგები ხდებიან:))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Great M.U
არამგონია კაგავა რომ წავიდეს, თუმცა თუ წავა ჯობია ისევ დორტმუნდში დაბრუნდეს კლოპი რაღაცეებს უშვება ფეხბურთელებს და კარგები ხდებიან:))))))


სად ნდა წავიდეს ეს ჯერ არსად არ წავა. ანდერსონს ვაცადეთ ლამის ნახევარი საუკუნე და ვაცადოთ ამასაც ცოტა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Berba 9
30 ოქტომბერი 2013 14:57
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
VaRdo,

არა ანდერსონს რომ ჯობია აშკარაა, უბრალოდ იქ არ დგას სადაც უნდა იდგეს და მაშინ რუნი უნდა ამოვარდეს ძირითადიდან, ან ფლანგებით აღარ უნდა ვითამაშოთ და მარცხნივ ძალიან უჭირს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Vodafone
30 ოქტომბერი 2013 15:09
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაი რა, რომც მიდიოდეს ვოლფსბურგში რა უნდა.
0
№6
ავტორი: ლადო
30 ოქტომბერი 2013 15:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბიჭს არსად გაუშვებენ და ვაიდა გავუშვით მარტო ფულით არ უნდა ვისარგებლოოთ, ან როისში გავცვალოთ ან კიდევ ჰუმელსშიან სუბოტიჩში და ფულიც დავუმატოტ თუ საჭირო გახდება...ასე უფრო ჭკვიანურად მიმაჩნია
0
№7
ავტორი: buka oboladze
30 ოქტომბერი 2013 17:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმედია ათამაშდება რა ესეც
0
№8
ავტორი: luka12
30 ოქტომბერი 2013 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
კაგავა მაგრა მევასება არ არის გასაშვები ეს
0
№9
ავტორი: LizarD
30 ოქტომბერი 2013 19:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
არ წავა, ყველამ კარგად ნახა რა შეუძლია და ნელა ნელა გამოამჟღავნებს თავის თავს, იმედია. არ მინდა რომ წავიდეს. :/
0
№10
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kagawa gavcvalot reushi da fuli davumatot kide jobia yvelapers
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top