თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2013, 14:41
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2298,
კომენტარები: 9
რაუნდმა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა
დევიდ მოიესის ასისტენტმა, სტივ რაუნდმა, უილფრიდ ზაჰას და ადნან იანუზაის თამაში შეაფასა
რაუნდმა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა
სტივ რაუნდის განცხადებით ადნან იანუზაის შეუძლია თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ეს მან გუშინდელ თამაშშიც დაამტკიცა სადაც კლასიკური 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა.

18 წლის ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესოა "წითლების" რიგებში 2013-2014 სეზონში, მან უკვე დაგვანახა რომ შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, თუმცა "ლიგის თასის" დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომ მას ასევე შესანიშნავად შეუძლია ცენტრში, მთავარი თავდამსხმლის უკან თამაში.

"იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი ჯერ კიდევ ცდილობს მისი ტალანტის განვითარებას და მისთვის საუკეთესო პოზიციის პოვნას. თუმცა რაუნდის განცხადებით საჩქარო არაფერია.

"ადნანი თანდათან ძლიერდება" განაცხადა რაუნდმა თამაშის შემდეგ. "ჩვენ მას 7, 10 და 11 ნომრების პოზიციაზე ვხედავთ. ის შესანიშნავად თამაშობს სამივე ადგილას. და თუ თქვენ კითხავთ რეზერვების მწვრთნელს [უარენ ჯოისს], რომელიც წინა სეზონში მას წვრთნიდა, ის ფიქრობს, რომ ადნანისთვის საუკეთესო 9 ნომრის პოზიციაა. სწორედ აქ თამაშობდა ის რეზერვების შემადგენლობაში. ასე რომ, მას შეუძლია თავდასხმის 4 პოზიციაზე თამაში."

"ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორიცაა ადნანი, ვაძლევთ მაქსიმალურად ბევრ სათამაშო დროს, ვცდილობთ ის სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშოთ და მივცეთ ბევრი იდეა, თუ როგორ უნდა ითამაშოს."


უილფრიდ ზაჰამ მხოლოდ მეორეჯერ მოახერხა "იუნაიტედის" მაისურით გამოსვლა, თუმცა მან უკვე მოახერხა რაუნდზე შთაბეჭდილების მოხდენა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ უილფი ძირითად შემადგენლობაში იყო." დაამატა მან. "ის ბოლოში ცოტა დაღლილი ჩანდა, ამიტომ შევცვალეთ. თუმცა ამ თამაშმა მას თავდაჯერებულობა შემატა, მან გამოცადა თუ როგორია "ოლდ ტრაფორდზე" მოგება."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2013 14:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ. იანუზაის უფრი მჯერა მე და თქვენი არ ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ლადო
30 ოქტომბერი 2013 15:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ზაჰას მეტი პრაქტიკა უნდა და ეგააა...იანუზააი კიდე დონეა..
0
№3
ავტორი: I L C
30 ოქტომბერი 2013 17:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იანუზაის ხელშეწტyობა აქვს და ზაჰასი რა გითხრათ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: buka oboladze
30 ოქტომბერი 2013 17:16
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
GR 7 ,
+1 მასეა ზუსტად ზაჰას თუ შეუწყობენ ხელს აგერ ნახავთ როგორ აჯობებს იანუზაის, ბევრად უფრო ტეხნიკურია ზაჰა მაგრამ დრო სჭირდება
0
№5
ავტორი: chudikone
30 ოქტომბერი 2013 17:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზაჰასი უფრო მეიმედება მე, უბრალოდ ნდობის მოპოვება სჭირდება და მერე ძირითადიდან ვერავინ ამოაგდებს, იანგის და ვალენსიას დრო წავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: LizarD
30 ოქტომბერი 2013 19:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: chudikone

ზაჰასი უფრო მეიმედება მე, უბრალოდ ნდობის მოპოვება სჭირდება და მერე ძირითადიდან ვერავინ ამოაგდებს, იანგის და ვალენსიას დრო წავიდ

+1
უბრალოდ ზაჰა ტიპიური შემტევია და დაცვა ნაკლებად ეხერხება, ვალენსია უფრო საიმედოა მაგ საკითხში.
0
№7
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Inuzais 9 nomerze tamashi sisulelea 7ianze unda itamashos aman
0
№8
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
GR 7 ,
+1 მასეა ზუსტად ზაჰას თუ შეუწყობენ ხელს აგერ ნახავთ როგორ აჯობებს იანუზაის, ბევრად უფრო ტეხნიკურია ზაჰა მაგრამ დრო სჭირდება


იანუზაიზე ბევრად უფრო ტეხნაირი არანაირად არაა ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზაჰასაც სჭირდება დრო და ორივე ერთად დაგლიჯავენ, მოგვარდება ფლანგის პრობლემაც winked მეიმედება ორივესი. იანგს და ნანის ეხლა უკვე მირჩევნია ორივე, იანუზაი მითუმეტეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top