თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2013, 13:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 4
მანჩესტერ იუნაიტედი - ნორვიჩი:ანალიზი
მატჩის ანალიზი
მანჩესტერ იუნაიტედი - ნორვიჩი:ანალიზი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა "ლიგის თასის" მეოთხედფინალში გასვლა, მათ დაამარცხეს "ნორვიჩი" ანგარიშით 4-0. 2 გოლი არის ხავიერ ერნანდესის ანგარიშზე, ასევე ერთ-ერთი გოლით თავი გამოიჩინეს ფილ ჯონსმა და შეცვლაზე შემოსულმა ფაბიომ.

დუბლის ავტორი ჩიჩარიტო არ იყო ერთადერთი ფეხბურთელი "წითლების" შემადგენლობაში, რომელმაც თავისი ოსტატობა დაანახა "ოლდ ტრაფორდის" მაყურებელს. იმედისმომცემმა ახლაგაზრდა ფეხბურთელებმა - ადნან იანუზაიმ და უილფრიდ ზაჰამ - შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი, ასევე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ვეტერანი მცველები, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი.

მასპინძლებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი ტაიმი და შეეძლოთ შესვენებაზე უფრო დიდი სხვაობით გასულიყვნენ. იანუზაი და ზაჰა დაუღლელად მიდიოდნენ შეტევაში, ასევე ადნანმა შესანიშნავად შეასრულა "10 ნომრიანის" როლი, ხოლო უილფრიდი ქმნიდა უამრავ მომენტს ფლანგიდან, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს იყო მისი მეორე მატჩი წითელი მაისურით. ბოლოს მან მოედანზე გამოსვლა მოახერხა ინგლისის სუპერთასზე "უიგანის" წინააღმდეგ.

უკვე მეცამეტე წუთზე ზაჰამ დაანახა მოწინააღმდეგეს, რომ მასთან სიფრთხილეა საჭირო, მან მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემა გააკეთა "ნორვიჩის" საჯარიმოში. ერნანდესმა მიიღო ბურთი და შეეცადა მეტოქის კარის აღებას, თუმცა მცველებმა მას ხელი შეუშალეს ჩანაფიქრის განხორციელებაში. ჩიჩარიტომ პირველ ტაიმში ორჯერ მოახერხა მარკ ბანის კარში თავურის დარტყმა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 11-მეტრიანი ნიშნულიდან მოახერხა.

მეცხრამეტე წუთზე იანუზაი შევიდა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში და ლერო ფერას აიძულა დაერღვია თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში. მსაჯმა დანიშნა პენალი. პენლის შესასრულებლად მივიდა ჩიჩარიტო, რომელმაც მეკარე მოატყუა და ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა.

53-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა გაზარდა "წითელი ეშმაკების" უპირატესობა, ალექს ბიუტნერის ჩაწოდების შემდეგ მან შესანიშნავი თავური დარტყმა განახორციელა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერა და ჩიჩარიტომ მხოლოდ დამატებაზე მოახერხა კარის აღება. ამის შემდეგ ანდერს ლინდერგაარდმა გადაარჩინა გუნდი რობერტ სნოდგრასის დარტყმის შემდეგ. თუმცა საერთო ჯამში დანიელ მეკარეს არ უწევდა ხშირად თამაშში ჩართვა.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ფილ ჯონსმა დაამტკიცა, რომ ის არამარტო შესანიშნავი მცველია, არამედ შეტევაშიც სახიფათოა. მეორე ტაიმს დაემატა 11 წუთი. დამატებით მეოთხე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ფაბიომ საბოლოო წერტილი დაუსვა მატჩს და რუნის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კიდევ ერთხელ აირო მარკ ბანის კარი. ამგვარად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა მიყოლებით მესამე თამაშის მოგება და დევიდ მოიესი პირველად დარჩა თავისი გუნდით ბოლომდე კმაყოფილი, ასევე "წითლებმა" გაინაღდეს ადგილი "ლიგის თასის" მეოთხედფინალში.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, მიმოხილვები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 ოქტომბერი 2013 13:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ზუსტად ეს გვჭირდებოდა, კარგი ანგარიშით მოგება.. იმედია დავიწყებთ მოგებების სერიას..
0
№2
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2013 14:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეეც ზედიზედ მე_3 გამარჯვება love ეხლა ფულემი უნდა მივაწვინოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Macklemore
30 ოქტომბერი 2013 15:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აი სტოკთან ბოლოს შემობრუნებული თამაშზე მივხვდი რო სეროზულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებდნენ ჩვენი ბიჭები. ალბიონთანაც ქამბექი იყო მაგრამ იქ დიდი დრო იყო დარჩენილი და ეს თამაშის ბოლოს შემოაბრუნეს, ძალიან ამაღელვებელი იყო! მომღერალი სექტორი მაგარიაძალიან! აცოცხლებს მთელს ოლდ ტრაფორდს!
0
№4
ავტორი: buka oboladze
30 ოქტომბერი 2013 17:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
აი ჯიგრული ანგარიშითაც მოვიგეთ, ახლა უკვე დარწმუნებულივარ გავაგრძელებთ მოგებების სერიას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top