ჩემი პირველი გუნდია "უოლას უონდერესი".ის ჩემი სახლიდან 10 წუთის სავალზე იყო.
როდის მოაწერეთ პირველად კონტრაქტს "იუნაიტედთან" ?
მე მაშინ 15 წლის ვიყავი.ეს მოხდა რამოდენიმე დღით ადრე ჩემ დაბადებისდღემდე.
თქვენი კერპი ?
ჩემი კერპია რიო ფერდინანდი.ეს არა იმიტომ,რომ ის უბრალოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.მე ყოველთვის მიზიდავდა მისი თამაში.
თქვენი ძლიერი მხარე მოედანზე ?
ალბათ ის,რომ მე კარგად შემძლია თამაშის წაკითხვა.ზოგჯერ ვფიქრობ,ვიცი წინასწარ თუ რა უნდა გავაკეთო.
თქვენთვის დასამახსოვრებელი მატჩი ?
ალბათ ეს იყო გარი ნევილის გამოსამშვიდობებელი მატჩი.ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში სეზონის დასაწყისში.
რატომ გიყვართ ფეხბურთი ?
ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია.ჩემი მამა,ბაბუა და ყველა ნათესავი წარმოაუდგენლად არიან ფეხბურთზე შეყვარებულნი.ასე,რომ ფაქტიურად ძალიან პატარა ასაკიდან მიტაცებს ეს სპორტი.
საუკეთესო მეგობარი გუნდში ?
რობი ბრედი.მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს მასთან.
როგორია თქვენი ამბიციები?
პირველ რიგში ბევრი უნდა ვიმუშავო და იმედი მაქვს მოვახერხებ ამ გუნდში ფეხის ადგმას და ადგილის დამკვიდრებას.