''მანჩესტერ იუნაიტედი'' - ''ნორვიჩი''სტადიონი: ''ოლდ ტრაფორდი'', მანჩესტერი
ლიგის თასი მე-4 რაუნდი
მატჩის დასაწყისი: 23:45 (ჩვენი დროით)
შემადგენლობა:
''მანჩესტერ იუნაიტედი''
ვარაუდობენ, რომ მოიესი დაასვენებს ძირითადის შემტევებს უეინ რუნისა და ვან პერსის და ათამაშებს ხავიერ ერნანდეს, ასევე ვარაუდობენ რომ დღეს გულშემატკივარი იხილავს ინგლისისა და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ უილფრიდ ზაჰას.
დისკვალიფიკაცია: არა
ტრავმირებულები: ვიდიჩი, დენი უელბეკი, ფერდინანდი.
საეჭვო: დარენ ფლეტჩერი.
''ნორვიჩი''
ნორვიჩის მწვრთნელი კრის ჰატონი იძულებულია გააკეთოს რამდენიმე ცვლილება. დღეს შეიძლება მოედანზე ვერ ვიხილოთ ვოლვსვინკენი ტრავმის გამო, ხოლო იოჰან ელმანდერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ მატჩში.
დისკვალიფიკაცია: არა
ტრავმირებულები: ბენეტი
კითხვის ქვეშ: ვოლვსვილკენი.
გუნდების ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირზე): 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება
ბომბარდირი: რობინ ვან პერსი - 8 გოლი (5 ლიგაზე)
"მანჩესტერ იუნაიტედი იკავებს მერვე ადგილს "პრემიერ ლიგის" სატურნირო ცხრილში მას შემდეგ, რაც საკუთარ სტადიონზე დაამარცხა "სტოკ სიტი" მიმინალური ანგარიშიტ 3-2 და დააგროვა 14 ქულა.
ბოლო 6 მატჩიდან ყველა ტურნირზე "იუნაიტედმა" მოიგო 3, ორჯერ ფრე ითამაშა, ხოლო ერთხელ დამარცხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება მეხუთეჯერ მოიგოს "ლიგის თასი". კლუბმა ეს ტიტული მოიგო 1992, 2006, 2009 და 2010 წლებში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიგის თასის" ფინალში ითამაშა რვაჯერ, აქედან ოთხჯერ დამარცხდა.
ბოლო 11 მატჩში "ლიგის თასზე", რომელი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, "იუნაიტედმა" მოიგო 10 მატჩი და ერთადერთხელ დამარცხდა.
"ლიგის თასის" წლევანდელ გათამაშებაში, "იუნაიტედმა" მესამე რაუნდში დაამარცხა "ლივერპული", ხავიერ ერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით.
გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" "ლიგის თასზე" ასპარეზობა მეოთხე რაუნდში დაასრულეს, ისინი დამარცხდნენ ლონდონის "ჩელსისთან", ანგარიშით 5-4.
"ნორვიჩი"
ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირზე): 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
ბომბარდირი: ელმანდერი, ჰაუსონი, პინკილტონი, ჰუპერი - 2 გოლი
"იადონები" იკავებენ მეთვრამეტე ადგილს "პრემიერ ლიგაში", ბოლო მატჩში მათ 0-0 ითამაშეს "კარდიფ სიტისთან" და დააგროვეს 8 ქულა.
"ნორვიჩ სიტიმ" ორჯერ მოიგო "ლიგის თასი" - 1962 და 1985 წლებში და ორჯერ დამარცხდა ფინალში (1973 და 1975 წლებში).
9 შემთხვევიდან რვაში "ნორვიჩი" გამოვარდა "ლიგის თასიდან", როცა ისინი გასვლაზე ეთამაშებოდნენ გუნდს ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან.
წლევანდელ "ლიგის თასის" გათამაშებაში "ნორვიჩმა" ორ მატჩში 9 გოლი გაიტანა. მათ დაამარცხეს "ბერი" (6-3) და "უოტფორდი" (2-3).
ურთიერთ შეხვედრები:
მეტოქეები ერთმანეთს სულ 66_ჯერ დაუპირისპირდნენ ყველა ტურნირზე. ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' იმარჯვა 33-ჯერ, ''ნორვიჩმა'' მოიგო 16 შეხვედრა, ხოლო 13-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა.
''ნორვიჩს'' არასდროს დამარცხებულა ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' "ლიგის თასზე", 2 მოგება და 1 ფრე.
"ლიგის თასზე" გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მხოლოდ სამჯერ. პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ''ოლდ ტრაფორდზე'' 1975 წლის 15 იანვარს, გუნდებმა ითამაშეს 2-2, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, ''ნორვიჩელებმა'' აჯობეს ''ეშმაკებს" და დაამარცხეს ანგარიშით 1-0. მესამე დაპირისპირება გაიმართა 1979 წლის 29 სექტემბერს მესამე რაუნდში, ამ შეხვედრაში ''ნორვიჩმა'' უბრალოდ გაანადგურა ''მანჩესტერი'' ანგარიშით 4-1.
''ნორვიჩს'' "ოლდ ტრაფორდზე" აქვთ 4 მოგება, ბოლო გამარჯვება 1989 წელს დაფიქსირდა.
გუნდების ბოლო შეხვედრა
მსაჯთა ბრიგადა
მთავარი არბიტრი: კევინ ფრენდი
ამ სეზონში მან იმსაჯა 7 შეხვედრაში, აჩვემა 24 ყვითელი ბარათი, საშუალოდ 3 ბარათი მატჩში.
გვერდითი არბიტრები: ჰარი ლენარდი, ჯონ ლინი
სათადარიგო მსაჯი: გრეჰემ სოლსბერი