თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2013, 15:57
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1749,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...
5 იმედისმომცემი ფაქტორი, რომელიც კრიტიკოსებს აზრს შეაცვლევინებს.
ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, ფანებშია უარყოფითი აურა იმატებს. ეს იმითაა გამოწვეული რომ გუნდს ასეთი ცუდი სტარტი დიდი ხანია არ ჰქონია. ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული ცუდი მატჩების შემდეგ კი ეს უიმედობა უფრო იზრდება და ნელ-ნელა პესიზიმმს ემსგავსება. დევიდ მოეისმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, მან უნდა ჩაანაცვლოს ლეგენდარული სერ ალექსი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ მოელოდა ახალი მწვთნელის თავკაცობით, პირველივე სეზონში წარმატებულ თამაშს, ასეთი ცუდი სტარტი მეტისმეტია. ახლა გულშემატკივარი იმედგაცრუებას ეჩვევა. მეტიც, ცოტა თუ ფიქრობს რომ სიტუაცია ამ სეზონშივე გამოსწორდება.

თუმცა, ყველაფერი ასე ცუდად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონებმა ცუდი სტარტი აიღეს, ჩვენ, გულშემატკივრებს არ გვაქვს უფლება რომ ხელი ჩავიქნიოთ მაშინ, როდესაც გამოსავალი ახლოა. გთავაზობთ ხუთ ძირითად მიზეზს, იმისა რომ თუ რატომ არ არის გვიანი ამ სეზონშივე გუნდისგან მოვითხოვოთ მაქსიმუმი:

5) წარმატება არენდის კუთხით
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...


მიუხედავად იმისა, რომ დღეს იუნაიტედში რამდენიმე ახალგაზრდას შანსი ეძლევა პირველ გუნდში თამაშის და თავის გამოჩენისა, არ უნდა დავივიწყოთ იმ ფეხბურთელების კატეგორია, რომლებიც დროებით სხვა კლუბის ღირსებას იცავენ. არენდის სისტემა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელს დაიმკვიდროს და გამოიჩინოს მისი დროებითი კლუბის შემადგნელობაში და ამით დაამტკიცოს რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშის ღირსია.

მაშინ, როცა "იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელები მოლოდინს არ ამართლებენ, განათხოვრებულები ყველაირად ცდილობენ მონუსხონ "წითელი ეშმაკუნების" გულშემატკივრები. ჯესი ლინგარდი: მან ოთხი გოლი გაიტანა სადებიუტო შეხვედრაში "შეფილდის" წინააღმდეგ და ეს საკმარისი იყო ბირმინგელებისთვის რომ გაეზარდათ არენდის ვადა, რომელიც დეკემრეში დასრულდება შეცვლილი თარიღით.

ნიკ პაუელი: ასევე შემპიონშიპში მყოფი გუნდის (უიგანი წინა სეზონში ჩამოქვეითდა) დროებითი წარმომადგენელი, რომელსაც გოლები გააქვს არა მხოლოდ ამ ლიგაში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ინგლისეს ნახევარმცველს 3 გოლი აქვს გატანილი 2 ევროპის ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში. უკანასკნელი გოლი კი ნიკმა შესანიშნავი დარტყმით გაუტანა "რუბინს" და თავის გუნდს დაეხმარა ქულის მოპოვებაში.

და ბოლოს ანხელო ენრიკესი: ჩილელი შემტევი ესპანეთში ასპარეზობს. იგი შესანიშნავ ფორმაშია და 5 ჩატარებულ შეხვედრაში 4ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. მისი გუნდი - "სარაგოსა" უიგანის მსგავსად წინა სეზონში ჩამოქვეითდა. თუ ენრიკესი განაგრძობს გოლების გატანას და დაეხმარება მის გუნდს ლა ლიგაში დასაბრუნებლად, მას რაღა თქმა უნდა ექნება პრეტენზია მოხვდეს "იუნაიტედის" ძირითად შემადგნელობაში.

4) მარუან ფელაინი
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...


იმის მიუხედავად, რომ ბელგიელს ცუდი სტარტი ჰქონდა "იუნაიტედის" მაისურით, იგი სულ მალე შემოგვთავაზებს იმ თამაშის ხარისხს, რომლითაც მონუსხა დევიდ მოიესი. შეიძლება მან ზოგიერთ გულშემატკივარს იმედები გაუცრუვა. მეტიც, მასში გადახდილი თანხა ზედმეტიც მოეჩვენა, მაგრამ მატუანის ტრანსფერი ყველა მხრივ დადებითად უნდა ჩაითვალოს. ფელაინი დევიდ მოიესის პირველი შენაძენია ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფელაინი თავის სიტყვას იტყვის. "იუნაიტედის" გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში "დაეძებენ" მაღალი დონის ნახევარმცველს, 2007 წლის შემდეგ (როდესაც გუნდში მოვიდნენ ტრავმებისკენ მიდრეკილი ჰარგრიუსი და მუდამ პროგრესირებადი ანდერსონი) კლუბს პირველი გუნდის ნახევარმცველი არ შეუძენია. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ ქერიქის პროგრესს, ჰარგირიუსის წასვლას, ფლეტჩერის ავადმყოფობას, ანდერსონის კრახს ძირითად შემადგნლობაში დასამკვიდრებლად და ტომ ქლევერლის მიერ გაცრუებულ იმედებს. ამ ყველაფრის შემდეგ მარუან ფელაინის გადმობირება წინდახედული სვლაა დევიდ მოეისის მხრიდან.

3) ჩემპიონთა ლიგა
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...


სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის დროს, გუნდს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ჯგუფურ ეტაპზე. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე "ეშმაკუნები" ჯგუფში 2 ჯერ ჩარჩნენ. მეტიც, ერთხელ ბოლო ადგილზე დაასრულეს ასპარეზი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამარჯვება უფრო მეტი იყო, ვიდრე კრახი.

წლევანდელ სეზონში, თუ არ ჩავთვლით თამაშის ხარისხის დაბალ დონეს, "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე აპრარეზი მაინც კარგად დაიწყო. ორი დამაჯარებელი გამარჯვება "სახლში" და დონეცკში აღებული ქულა ამ ერაპზე შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს.

2) ადნან იანუზაი და ახალი კონტრაქტი
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...


"იუნაიტედის" ბევრი ფანი გეტყვით რომ ახალგაზრდა ბელგიელს აზიურ ტურნემდე "იცნობდა". მაგრამ სწორედ მოეისმა გადაწყვიტა უფრო მეტი შანსი მიეცა მისთვის, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა ადნანმა და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს საკუთარი თავი წარუდგინა. რათქმა უნდა ადვილია დარბოდე მოედნის მარცხენა მხარეს და აკეთებდა იმას რაც მოგესურვება, როდესაც იანუზაის მაგვარი ფეხბურთელი ხარ. იგი სწორედ ამას აკეთებს თითეულ მატჩში. "სანდერლენდთან" მატჩში კი, ბელგიელმა დაამტკიცა, რომ იგი ნდობას ნამვილად იმსახურებს. იმსახურებს ძირითად შემადგნელობაში თამაშს.

იანუზაის შესაძლებლობებმა და ასაკმა დანარჩენი გრანდების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ "იუნაიტედის" თავკაცობამ დამშვიდების საშუალება მისცა წითელ არმიელებს. იანუზაიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამით მან დაგვანახა, რომ არ აპირებს სხვა ახალგაზრდა ტანანტებივით გუნდის მიტოვებას და გვაიმედებს, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ჯერ ძალიან დიდი დროა იქამდე, რომ ეს ოცნებები რეალობად იქცეს, ტუმცა ბელგიელი ვინგერი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. მისი სახით "იუნაიტედს" ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ჰყავს. კრიშტიანო რონალდუს კარიერის მიმოხილვით, იანუზაი აძლევს საშუალებას "იუნაიტედის" ფანებს, რომ მასზე იმედები დაამყარონ.

1) უეინ რუნი
"იუნაიტედის კრიზისის" დადებითი მხარეები...


დაივიწყეთ მისი კლუბიდან წასვლის ჭორები. დაივიწყეთ წინა სეზონში გაცრუებული იმედები და მისი სუსტი თამასის ხარისხი. დაივიწყეთ ასერ ალექსის წიგნი. საზაფხულო შესვენების შემდეგ კლუბს ძველი უეინ რუნი დაუბრუნდა.

რუნი დღეს შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მზად არის თითოეულ მატჩში მაქსიმალური ჩადოს. როგორც თვითონ აცხადებს, იგი სიამოვნებას იღებს თამაშისგან. ფანები კი მისი თამაშით იღებენ სიამოვნებას. იგი დაბრუნდა, რათა "იუნაიტედს" წარმატება მოუტანოს. ყველაფერთან ერთად მან ახალი შესაძლებლობები შეიძინა და ახლა რუნის უნარების სიაში შეგიძლიათ მიამატოთ "ჯარიმების უბადლო შესრულება".

მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა წინა სეზონის დასასრულს. უეინ რუნი იყო და ყოველთვის იქნება "იუნაიტედის" მთავარი მოთამაშე. იგი განაგრძობს მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა ჯერ მაინც არავინ იცის თუ რა ბედი ეწევა მის კარიერას ამ გუნდში. მანამდე კი, დევიდ მოეისი მშვენივრად სარგებლობს იმ შესაძლებობებით, რომელიც პრემიერ ლიგის ყველაზე საშის თავდამსხმელს აქვს.

სტატია თარგმნილია უცხოური ფან-საიტიდან.
---
8 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
27 ოქტომბერი 2013 16:22
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
საღოლ მაგარი სიახლეა, პაუელის მეიმედება მაგრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: I L C
27 ოქტომბერი 2013 16:28
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რუნი ჯანზეა.. megustamucho რაც ძაან მახარებს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: giorgu
27 ოქტომბერი 2013 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
მომაავლები
0
№4
ავტორი: salier1
27 ოქტომბერი 2013 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
მაგარი სტსტიაა.
0
№5
ავტორი: love united
27 ოქტომბერი 2013 20:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარია..რუნი მაგარ ფორმაშია და იმედია შეინარჩუნებს კარგა ხანს..
0
№6
ავტორი: LizarD
27 ოქტომბერი 2013 22:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ქლევერლის იმედგაცრუება ყველაზე მეტად მწყინს... მაგრად მომწონს ეგ ბიჭი , წინა სეზონში კარგად თამაშობდა, ეგეთი კატასტროფაც არ ყოფილა.
0
№7
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2013 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rooney persis imedi maq unda awion gundi zemot
0
№8
ავტორი: Berba 9
28 ოქტომბერი 2013 10:39
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ფელაინი ამოშალეთ, ვერანაირ დადებითს მაგ ფეხბურთელში ვერ ვნახავთ და ვერც დავინახავთ:))) დანარჩენს ასე თუ ისე ვეთანხმები...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top