თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2013, 22:37
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2226,
კომენტარები: 15
მოიესი მატჩის შემდეგ
მოიესი: "მოხარული ვარ, რომ ოთხ დღიან შუალედში ორი მატჩი მოვიგეთ."
მოიესი მატჩის შემდეგ
"რა თქმა უნდა მარცხს ქამბექით მოგება მირჩევნია. ვფიქრობ, მოსაგებად დღეს ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენს საჯარიმოში შეცდომები დავუშვით, მაგრამ გამარჯვების გზის ძიება არ შეგვიწყვიტავს. "სტოკს" პირველ ტაიმში მეტი უნდა გაეტანა, მაგრამ ჩვენი მეკარე საოცრი იყო. სწორედ ეს არის მისი მოვალეობა, მან დღეს კიდევ ერთი ფანტასტიური მატჩი ჩაატარა.
საწყენია, რომ დღეს ორი ბურთი გავუშვით. საკმარისად კარგად თავი არ დავიცავით.
ზოგი თვლის, რომ ამას არ ვაკეთებ (სარისკო ცვლილებებს) მაგრამ ასე არ არის. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და მატჩების მოგება მინდა. ვცდილობ თამაშზე ჩემი ცვლილებებით გავლენა მოვახდინო, ეს ხან გამოდის, ხან - არა. საბედნიეროდ დღეს გამოვიდა. ადნანი მოედანზე შევიდა და გუნდზე კარგი ზემოქმედება მოახდინა. იანუზაის ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს, ის დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და კლუბს აუცილებლად გამოადგება.
უეინ რუნიმ დღეს გოლი გაიტანა, ნამდვილად კარგად ითამაშა, მაგრამ მისი უკან დაწევა მომიხდა. ვიფიქრე ის თავდასხმის ხაზს პასებით მოამარაგებდა, თამაშის ტემპს აწევდა და რაც მთავარია ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მოედანზე რაც შეიძლება მეტი გოლის გამტანი გვყოლოდა.
ნამდვილად არ მეგონა, რომ კუთხურიდან დღეს გოლს გავიტანდით. მათი საჯარიმო გიგანტების კუნძულს ჰგავდა! საბედნიეროდ, რუნიმ ეს მოახერხა, მალევე ერნანდესმაც გაიტანა. რთული დღე იყო, გრაფიკი გადაიტვირთა. მოხარული ვარ, რომ ოთხ დღიან შუალედში ორი მატჩი მოვიგეთ.
გულშემატკივარი დღეს საოცარი იყო. ანგარიშმა ისინი არ გატეხა და მხარდაჭერით მატჩზე დიდი გავლენა მოახდინეს. მადლობა მათ." - დაასრულა მოიესმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
26 ოქტომბერი 2013 22:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გამარჯვება სისხლში გვაქვს გამჯდარი. ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე. ეს მანჩესტერის სტილია და ამას ვერავინ ვერასოდეს წაართმევს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Z A C K™
26 ოქტომბერი 2013 22:43
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ხო შეიძლება ერთხელ წყნარად მოიგო თამაში 3.0 ან 2.0 და ვსო რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№3
ავტორი: SAF
26 ოქტომბერი 2013 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კაროჩე ნახევარმცველი გვჭირდება თან კარგი რუნი სანამ არ ჩამოიწია წესიერი პასი ვერ გაკეთდა ეს კაგავა და ქლევერლი ვერ იზამენ მაგას ფაბრე დაგლიჯავდა მაგრამ არ გამოვიდა ვინმე წესიერი გვინდა მაგრამ ეხლა არავინ მახსენდება ისეთი არეული ვარ!

დღეს რუნიმ უშველა არ მჯერა მე ამის მაინც!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: mindo_96
26 ოქტომბერი 2013 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
კლევერლი სმოლინგი იანგი ანდერსონი გასაჩვებია გუნდიდან
0
№5
ავტორი: chudikone
26 ოქტომბერი 2013 23:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რას ვეღირსეთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: LizarD
26 ოქტომბერი 2013 23:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ქამბექი,,,, მოგება კარგია.. მაგრამ სტოკთან? :/
0
№7
ავტორი: BERDI
27 ოქტომბერი 2013 00:10
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია რა რო მივიგეთ ცოტა თავდაჯერებულობაც და ეგააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: red devil
27 ოქტომბერი 2013 05:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Amas tavi evertonshi gonia isev. Gendobi david da egre nu bazrob MANCHESTER UNITEDIS mwvrtnels ar ekadreba
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
27 ოქტომბერი 2013 08:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Z A C K™,

მასე მოგება მოიესს მხოლოდ კრისტალ პალასთან გამოსდის :დ
0
№10
ავტორი: GGMU
27 ოქტომბერი 2013 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
valencia girsia dziritadshi tamashisa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top