"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ უარყო ჭორები მისი გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ხმები, რომ ევრა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა და ამ ზაფხულს დატოვებდა კლუბს. თუ ამ ჭორებს დავუჯერებთ იგი "მონაკოში" ან "პარის სენტ ჟერმენში" ამოჰყოფდა თავს. ამ ყველაფერს კი სათავედ ის უდევს, რომ დევიდ მოიესი მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ცდილობდა მისი შემცვლელის გადმობირებას, ფაბიო კოენტრაოსა და ლეიტონ ბეინსის სახით.
"მე არ ვიცი რას ფიქობს ხალხი ჩემი კონტაქტის ვადაზე, რომელიც ამ ზაფხულს იწურება. მხოლოდ იმას ვიტყოდი რომ ჩემზე არაფერია დამოკიდებული, მათ საფიქრელი აქვთ გუნდის თავკაცობასა და ჩემს აგენტზე. მე ? მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი."- აცხადებს ევრა MUTV-სთან ინტერვიუში.
ფრანგი მცველი ყურადღების ცენტრი სხვა ფაქტის გამოც მოექცა. იგი "ბრალდებულია" იმ ფაქტში, რომ დაუფარავად ცდილობდა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ბიქსენტ ლიზარაზუს რეპუტაციის შელახვას. ჯერ-ჯერობით ამ ფაქტის დეტალები საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი.
ამ ყოველივეს მიუხედავად დევიდ მოიესი მხარს უჭერს და ამხნევებს პატრიც ევრას, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.
"არ ვიცი პატრისი საფრანგეთის ნაკრებში რას წარმოადგენს, მაგრამ "იუნაიტედისთვის" ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე ეს შევამჩნიე იმ დღიდანვე, როდესაც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი." - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.