"მანჩესტერ იუნაიტედის" გამოცდილ ნახევარმცველს, მაიკლ ქერიქს სჯერა რომ რუნი ფორმის პიკშია, მაგრამ მას უფრო უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეუძლია. რუნის გუშინ 28 წელი შეუსრულდა და მაიკლს მიაჩნია რომ სწორედ ამ ასაკში მიაღწევს უეინი პიკს. დღეს "შრეკი" წითელი ეშმაკუნების გამოკვეთილი ლიდერია, მიუხედავად იმისა რომ ზაფხულში არ წყდებოდა ჭორები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. მეტიც, რუნის ასეთი კარგი სტარტი პრემიერ ლიგაში ამ ბოლო წლების მანძილზე არ ჰქონია. მან შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზა ოთხშაბათს გამართულ მატჩში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ. რუნის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით 5 გოლია 10 ჩატარებული მატჩიდან. სწორედ ეს შედეგი აძლებს ქერიქს იმის საფუძველს რომ უფრო მეტს მოელოდეს "შრეკისგან".
"თუ მას (რუნის) სურვილი აქვს, იგი კიდევ დიდხანს გააგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს" -აცხადებს ქერიქი. "ის ახლა ფორმის პიკში შედის. დარწმუნებული ვარ რომ იგი თავადაც ცდილობს თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან ეს ყოველივე მოედანზე ნათლად ჩანს. მოთამაშეებს ხანდახან კარგი ან ნაკლებად კარგი პერიოდი გვაქვს. ვხედავ, რომ რუნის გაუმართლა და იმედი მაქვს რომ იგი აღმავლობის გზაზე დიდი ხნის მანძილზე ივლის." აცხადებს ქერიქი SkySPORTS-თან ინტერვიუში.