თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2013, 18:22
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2520,
კომენტარები: 13
მოთმინება უპირველესყოვლისა!
“ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.”
მოთმინება უპირველესყოვლისა!
“ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.”


ეს არის ცნობილი ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს გამონათქვამი, და არა ჩემი ან რომელიმე ჩვენთაგანის. დღევანდელი შექმნილი სიტყვაციიდან გამომდინარე სწორედ ეს ბრძნული გამონათქვამი მახსენდება და მინდა სტატიაც სწორედ ამ სათაურით დავიწყო.
1986 წლამდე "იუნაიტედი" ვერც ტიტულებით აღემატეობდა ინგლისში ბევრ გუნდს და ვერც თავისი სიდიადით. იყო ბასბის ეპოქა და რამოდენიმე წლიანი გამონათება "იუნაიტედის" ისტორიაში, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ თუდნაც "ლივერპულის" დიდებას გასტოლოდნენ და უკეთეს შემთხვევაში დაემხოთ. მაგრამ როგორც უკვე მაღლა ავღნიშენთ "ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც." 1986 წლიდან "იუნაიტედს სათავეში ჩაუდგა ალექს ფერგიუსონო და "ლივერპულის" დიდებაც ყოველწლიულად კრახს განიცდიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფრის მთავარი მოქმედი პირი სწორედ ალექს ფერგიუსონი და მისი "ოქროს ბიჭები" იყვნენ, რომლებმაც არაერთი ტიტულის მოპოვება შეძლეს და არაერთი ისტორიული მატჩის ჩატარება. ვერ ვიტყვით, რომ იუნაიტედის ფილოსოფია ძირფესვიანად შეიცვალა ბასბის ფილოსოფიისაგან, მაგრამ ფერგიუსონმაც შეცვალა ბევრი რამ იუნაიტედის სათამაშო სტილში და ამ ყველაფერმა წარმატებაც მოუტანა გუნდს. 26 წლიან ფუფუნება "იუნაიტედის გულშემატკივრებში" 13 "პრემიერ ლიგით" და 2 "ჩემპიონთა ლიგით" 2013 წელს დასრულდა. მაგრამ ამ ბოლო სიტყვამ არავინ შეაშინოს. დასრულდა არა იუნაიტედის სიდიადე, არამედ სერ ალექს ფერგიუსონი "ხანა".

მოთმინება უპირველესყოვლისა!



"რთული პერიდო ყველა გუნდს აქვს"


ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ იმ დროს დავუწყეთ "მანჩესტერს" გულშემატკივრობა როდესაც არც ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა ცუდი, არც კრიზისი ჰქონდა და არც გავარდნა ემუქრებოდა "ჩემპიონშიპში." 1990 წლიდან მოყოლებული 23 წელმა ისე გასტანა, რომ არცერთ ჩვენთაგანს იმის შიში არ გაგვჩენია, რომ იუნაიტედის დიდება დღეს ან ხვალ დაეცემოდა და 23 წლის განმავლობაში გუნდი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ერთ პრესტიჟულ ტიტულს მაინც იგებდა. გავიხსენოთ ამ დროის განმავლობაში რამდენ გუნდს ედგა რთული პერიოდი. ავიღოთ თუნდაც არსენალი, რომელსაც უკვე 8 წელიწადია ტიტული არ მოუპოვებია. ავიღოთ თუნდაც მადრიდის რეალი, რომელიც გრანდიოზულ თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ გუნდმა "ჩემპიონთა ლიგა" მოიგოს, მაგრამ უკვე 11 წელია ამას ვერ ახერხებენ. გავიხსენოთ თუდნაც ლივერპული, ინტერი, მილანი, იუვენტუსი და ა.შ და ა.შ. ეს ყველაფერი ფეხბურთის განუყრელი ნაწილია და ამას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ შევცვლით. დღეს კი სწორედ ამ საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და კლუბი და მთლიანად სამწვრთვნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს კრიზისი "იუნაიტედს" ააცილოს და კვლავ განაგრძოს მწვერვალების დაპყრობა. რამდენაც შეძლებს და რამდენად გამოუვა არავინ იცის, მაგრამ ამის რესურსი რომ გააჩნია ამ გუნდს ეს კი ყველასათვის ნათელია. სხვა გუნდებისგან განსხვავებით უკეთეს სიტყვაციაში იმ კუთხითაც ვართ, რომ გუნდი ლიდერებს ინარჩუნებს და თურამოდენიმე შემთხვევას არ ჩავთვლით ჯერ არავის წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

მოთმინება უპირველესყოვლისა!


პირველი გამოცდა


ზეწოლა მოიესზე, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საკუთარი ძალების რწმენა, ნდობა და თამაშის ხარისხი. ეს ის ძირითადი 5 ფაქტია რაც ერთმანეთზეა აგებული და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ დღეს ჩვენი საყვარელი "კლუბი" ისეთ ფეხბურთს ვერ ცვენებს და ისეთ შედეგს ვერ გვაჩვენებს რასაც ამ 1 წლის უკან გვაჩვენებდა. რისი ბრალია ეს ყველაფერი? მაღლა უკვე დავწერე. უპირველესყოვლისა ზეწოლა მოიესზე და კრიტიკოსების მთელი არმია, რომელებიც გამუდმებით ცდილობენ "იუნაიტედის" ყველა შეხვედრას გამადიდებელი შუშით უყურონ და პატარა დეტალიც კი დიდ პრობლემად აქციონ. ასე და ამგვარად გუნდში ყველაფერი კარგად, რომ არ არის ამას ყველა ხედავს, მაგრამ იმასაც უნდა ვანალიზებდეთ თითოეული ჩვენთაგანი, რომ ყველაზე მეტს გუნდს მხარდაჭერა სჭირდება ესეთ დროს და არა როცა იგებს. გუნდი ძლიერი მაშინ არის როდესაც გულშემატკივრებიც ძლიერები არიან. გუნდი ძლიერი მაშინ არის როდესაც ეგრედწოდებული "გვირაბიდან" გამოხვალ მრავალათასიანი მაყურებლის შეძახილები ბრძოლის განწყობას გიქმნის და დასაწყისშივე მოწინააღმდეგესთან უდიდეს უპირატესობას იპოვებ და არა მაშინ როდესაც არც ნდობაა, არც გამამხნევებელი შეძახილი და ამის ფონზე გამოკრული "პლაკატები" ამა თუ იმ კონკრეტული ფეხბურთელის ან მწვრთვნელის მისამართით. კი კრიტიკაც საჭიროა ხანდახან, მაგრამ ეს ყველაფერი თავის ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. უმრავლესობა დრეს პირველად მოესწრო "მანჩესტერის" ესეთ ჩავარდნას რაც იმას ნიშნავს რომ პირველი გამოცდა აქვს "იუნაიტედის" წინაშე ჩასაბარებელი. არავის არცერთ თქვენთაგანს გულშემატკივრობას არ გასწავლით, მაგრამ მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, რომ გინება ლანძღვა და ყველა დეტალის მოიესზე გადაბრალება შორს ვერ წაგვიყვანს. მოთმინება უპირველესყოვლისა. 2 3 დღეში რომის იმპერია არ აშენებულა. ყველაფერს დრო უნდა.

მოთმინება უპირველესყოვლისა!




ფაქტები


არმინდა ვინმეს ეგონოს რომ ამით ფერგიუსონს და მოიეს ერთმანეთს ვადარებ ან ვაიგივებ, მაგრამ ფაქტია არც ფერგიუსონს ჰქონია მშვიდი ღამეები და მასაც ჰქონდა ცუდი პერიოდი ისეთი როგორიც დღეს დევიდ მოიეს აქვს. დავიწყოთ იმით, რომ იუნაიტედი აგებს თუ იგებს მაინც ყველა დევიდ მოიეს აკრიტიკებს. მაგალითისთვის ავიღოთ გუშინდელი შეხვედრა სადაც "მანჩესტერმა" საკუთარ სტადიონზე "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ ყველა ალაპარაკდა იმაზე, თუ რატო ვერ იტანს გუნდი 1_ზე მეტ გოლს და რატო თამაშობს ანგარიშის შენარჩუნებაზე? ამის ფონზე მინდა გაგახსენოთ ყველას 2007/08 წლები როდესაც გუნდს სელ ალექს ფერგუსონი ედგა სათავეში და გუნდის ლიდერი საუკეთესო 7_იანი იმ წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კ.რონალდო თამაშობდა. პირველ 8 შეხვედრა რომელიც "იუნაიტედმა" ჩაატარა 1 ბურთზე მეტი ვერცერთ შეხვედრაში ვერ გაიტანა.
მოთმინება უპირველესყოვლისა!
მაგრამ ამავე წელს "იუნაიტედმა" ტიტული მოიგო. ( შორს ვარ იმ აზრისგან რომ წელსაც შევძლებთ, მაგრამ ფაქტი ფაქტია ) უფრო ადრე როდესაც "მანჩესტერმა 4:1 წააგო გასვლაზე "მანჩესტერ სიტისთან" ყველა დევიდ მოიესის კრიტიკით იყო დაკავებული და არავინ არ ადანაშაულებდა რომელიმე კონრკეტულ ფეხბურთელს, მაგრამ რატომღაც არავის ახსოვს ფერგიუსონის იუნაიტედი როდესაც გუნდმა 1:6 წააგო არა გასვლაზე არამედ სახლში საკუთარ მეოდანზე, მაგრამ იქ ფერგიუსონს ვერავინ ვერაფერს დააბრალებდა ვინაიდან გუნდმა ვერ ითამაშა. უფრო იქით თუ გავიხედებით დავინახავთ 1990 წლის "დერბის" როდესაც მანჩესტერმა სიტისთან 5:1 წააგო და გუნდი ცხრილის ბოლო საფეხურზე იწონებდა თავს. შეიძლება ეხლა რომელიმე თქვენგანი ფიქრობს, რომ მაშინ "მანჩესტერი" იმის ნახევარიც არ იყო რაც წელს იყო, მაგრამ მოდით პასუხს პასუხითვე შემოგიბრუნებთ. თუ მაშინდელმა იუნაიტედმა შეძლო და ფეხზე დადგა წინ წაიწია და სიტიც ლივერპულიც არსენალიც და ყველა გრანდი მიწასთან გაასწორა რატომ არ გჯერათ დღევანდელი უფრო ძლიერი გუნდის უფრო შეკრული გუნდის რომ იგივეს გაიმეორებს? ოღონდ ამისთვის დრო არის საჭირო და მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება.
---
13 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
24 ოქტომბერი 2013 18:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მე ბოლომდე დავუდგები გვერდში მოიეს და ბოლომდე მეჯრა ამ გუნდის manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ლადო
24 ოქტომბერი 2013 18:33
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შეგნებულად არ ვაკრიტიკებ მოიესს იმიტომ, რომ მოვიდა პატარა გუნდიდან გრანდში, და ეგრევე ყველაფრერთან შეგუება ძნელია...მხარს ვუჭერ მეც მოიესს ყოველ თამაშზე....საღოლ დათო ძალიან საინტერესოა...
0
№3
ავტორი: Beckham 7
24 ოქტომბერი 2013 18:43
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ დათო კაი სტატიააა... გეთანხმები კრიტიკა აუცილებელია მარა ბევრი არა, მითუმეტეს ამხელა გრანდში მოვიდა ევერტონის ყოფილი მწვრთვნელი. მოთმინებით ბევრს მივაღწევთ, არ ვფიქრობ რო გუნდს ჩავარდნა აქვს, ჩელსისთან გაიხსენეთ, რა კარგად ვეთამაშეთ, ლივესთანაც არ ვიმსახურებდით წაგებასთან, უბრალოდ სახლში თამაშია გამოსასწორებელი :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: love united
24 ოქტომბერი 2013 18:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგია,მომეწონა..საინტერესოა და ადვილად წასაკითხია,ყველას გირჩევთ წაიკთხოთ...უნდა ვადროვოთ მოიესს,სხვა გზა არ გვაქვს..
0
№5
ავტორი: Tamara
24 ოქტომბერი 2013 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ძალიან კარგია :*
0
№6
ავტორი: Vodafone
24 ოქტომბერი 2013 19:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ, საინტერესო იყო და კაი იქნება ზოგიერთები თუ წაიკითხავენ. უმრავლეს შემთხვევაში გეთანხმები, უცებ არ აშენდება გუნდი, რომელიც 26 წლის განმავლობაში ერთი ადამიანის ხელში იყო და უცებ წავიდა.
0
№7
ავტორი: NeymaR
24 ოქტომბერი 2013 19:46
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№8
ავტორი: red devils ...
24 ოქტომბერი 2013 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
ვარდოოოო love
0
№9
ავტორი: luka12
24 ოქტომბერი 2013 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
ro ambobt patara gundidan movidao esets reali baierni da sxva grandebi ar gaaketebdnen moeyvana vilash boashi moeyvana mourinio da eseti dedi mwvrtnelebi ra undoda moiestan raze
0
№10
ავტორი: Paul Scholes 22
24 ოქტომბერი 2013 23:00
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
საღოლლ დავით ძააააალიან მაგარიაააა ძმააა...მეც მჯერა ბოლომდე დევიდისსსს...ბოლომდეე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top