თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2013, 17:35
ავტორი: love united,
ნანახია: 1639,
კომენტარები: 9
მოიესს მომღერალი სექტორი მოეწონა
მომღერალმა სექტორმა დევიდ მოიესის მოწონება დაიმსახურა...
მოიესს მომღერალი სექტორი მოეწონა
"ოლდ ტრაფორდის" მომღერალმა სექტორმა დიდი მოწონება დაიმსაუხრა დევიდ მოიესის მხრიდან. პირველი ცდა, რომ 1,400-იანი სამხრეთ-აღმოსავლეთი, ანუ L სექტორი "იუნაიტედის" ფანებით დაკომპლექტებულიყო, წარმატებული გამოდგა. მანჩესტერის გულშემატკივრებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, როგორსაც ისინი გასვლით თამაშებზე ქმნიან. ეს ყოველივე დაეხმარა "წითლებს" გამარჯვების მიღწევაში. "სოსიედადს" 6,000 ესპანელი ფანი ჩამოყვა ბრიტანეთში, მათ ტრიბუნა მომღერალი სექტორის მეზობლად გამოეყოთ(აღმოსავლეთ სექტორის მეორე იარუსი). "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი კმაყოფილი დარჩა ახალი პროექტით:

"მე ვფიქრობ, რომ მომღერალი სექტორის შექმნა კარგი იდეა იყო.ისინი ხმაურიანად, მთელი გულით მღეროდნენ.მე გამახსენდა გლაზგოს "სელტიკის" ფანები, რომლებიც ასეთივე ატმოსფეროს ქმნიან მატჩებზე. ვფიქრობ, კარგია როდესაც "ძველებური სტილის" გულშემატკივარი ხარ. შენ ყოველთვის გინდა იმღერო. ზოგჯერ გჭირდება ხალხი, რათა აგყვნენ. ასე რომ, მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ასე მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს."

"ზოგიერთ სტადიონზე ევროპაში, ისეთი ატმოსფეროა, რომ შენ ეს ყველაფერი გაშინებს. გასვლით თამაშებში ვრწმუნდებოთი, თუ როგორი ვოკალი აქვთ ჩვენს გულშემატკივრებს. მომეწონა, რომ "ოლდ ტრაფორდზეც" ასეთი ატმოსფერო შეიქმნა. ზოგჯერ გულშემატკივკივრებს სჭირდებათ ფეხბურთელებისგან "ტალღა", რათა გააქტიურდნენ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ასე თვითონაც მოიქცევიან და მოთამაშეებს მოტივაციას აუმაღლებენ."


წყარო:manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: love united
24 ოქტომბერი 2013 17:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სელტიკთან შედარებით მანჩესტერელების სექტორი ცა და მიწაა თუ როგორცაა ეგ გამოთქმა.. wink ისწავლონ რაღაცეები მაგათგან,გააკეთონ ეს ახალი დაჯგუფება მომღერალ სექტორზე ვინც იქნება,იყიდონ ბარაბნები,მაგრამ უხდება ტრიბუნას..პიროც გაუშვან ხოლმე და ეგაა.. wink
0
№2
ავტორი: luka12
24 ოქტომბერი 2013 17:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
saqartveloshi iqneboda magari dinamo arenaze kuchmachi bazha da ghvinoti moagebiebdnen
0
№3
ავტორი: darcmela
24 ოქტომბერი 2013 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ამდენ ტლიკინს წადი ბიჭები ავარჯიშე
0
№4
ავტორი: ლადო
24 ოქტომბერი 2013 18:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ადრე მახსოვს დინამიკებიც უნდა დაეყენებინათ სტადიონზე, როგორც ბერნაბეუზეა და ასეთი რაღაცეები მაგრად ადგება ხოლმე გუნდს...
0
№5
ავტორი: Malboro463
24 ოქტომბერი 2013 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სელტიკის ფანებიდან გადმოიღონ კიდე დროშები ანერები და სარტყამი ინსტრუმენტი როა ის :დ
0
№6
ავტორი: I L C
24 ოქტომბერი 2013 20:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Lado Ghonghadze,
ხოო ნამდვილად ადგება... manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2013 01:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მთელი სტადიონის სიმღერა უფრო გაასწორებდა. მიბაძონ დორტმუნდს ან გალათასარაის.
0
№8
ავტორი: giorgu
25 ოქტომბერი 2013 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
კაია სიმგერიით ცოთას გამოცოცხლდებიან
0
№9
ავტორი: red devil
25 ოქტომბერი 2013 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Seltikis fanebamde cota akliat magat :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top