მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, რომელიც ახლა წითელ ეშმაკებთან ერთად ვარჯიშობს თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:" უკვე მივიღე ერთი შემოთავაზება ინდოეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბისაგან. არასოდეს არ ვყოფილვარ ამ ქვეყანაში და ძალიან მაინტერესებს როგორ გამოვალ ამ სიტუაციიდან. ახლა ჩემს ოჯახთან ერთად მანჩესტერში ვცხოვრობ და იუნაიტედთან ერთად ვვარჯიშობ. გამიმართლა, რომ გუნდმა ხელახლა მიმიღო. მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ბიჭებთან ერთად მუშაობით. ვარჯიშზე ძალიან ბევრი საინტერესო ტაქტიკებს ვამუშავებთ. აქ ყველაფერი ისევ ისეთივეა, არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ რაც მე გუნდი დავტოვე."
"მე ძალზედ იღბლიანი ვარ, რადგან მომეცა საშუალება მემუშავა სერ ალექსთან და არსენ ვენგერთან ერთად. შევეცადე მათგან მიმეღო საუკეთესო ცოდნა. ისინი თავიანთ გუნდებში ნერგავენ განსაკუთრებულ მენტალიტეტს და გამარჯვებულის ფსიქიკას. თუმცა ერთ-ერთი მათგანი გაცილებით ბევრს იგებს ვიდრე მეორე. სერ ალექსი ყოველთვის მზადაა მოგისმინოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს. მან შეიძლება გიყვიროთ, თუმცა ეს აუცილებელია საფეხბურთო განათლებისათვის. გიგზი და სქოულზი დაგიმტკიცებენ იმავეს."