წლევანდელი სეზონი "იუნაიტედმა" ალბათ ყველასგან უჩველეულოდ დაიწყო. გუნდი მერვე ადგილზეა და ამავე ქულების რაოდენობით ჩამორჩება ცხრილის სათავეში მყოფ ლონდონის "არსენალს". ალბათ უმეტესობა ამ "კრიზისს" სერ მწვრთნელის ცვლილებას აბრალებს, მაგრამ ცოტა თუ მიიჩნევს იმას რომ, შემადგნლობაში ცვლილებებია შესატანი. უპრიანი იქნება თუ ინგლისელი ვინგერი, ეშლი იანგი კლუბს დატოვებს.. გთავაზობთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ იქნება ეს ყოველივე კლუბისთვის მომგენიანი:
1) შინჯი კაგავა
იაპონელი ფლეიმეიქერი შესანიშნავად ასპარეზობდა გასულ სეზონში, მაგრამ მას გაუჭირდა დევიდ მოიესზე შთაბეჭდილების მოხდენა და ეს უკანასკნელიც სასტარტო თერთმეტეულის შერჩევისას ყოველთვის იანგს ირჩევს. ეშლი ოთხჯერ მოხვდა სასტარტო შემადგნლობაში, როცა კაგავა მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ. უკეთესი იქნებოდა ეს მონაცემები პირიქით ყოფილიყო.
2) გამოუყენებელი შანსები
ვინგერის მთავარი დავალებაა: მიიღოს ბურთი და გასცდეს მცველებს. იანგი ამ ყველაფერს ძალიან იშვიათად თუ აკეთებს. ის ხშირად კარგავს ბურთს და უმეტეს შემთხვევაში "დამცირებულიც" კი რჩება. მას ბურთს ადვილად ართმევენ, ხანდახან კი, იგი თავად კარგავს მას თავისი "მოხერხებულობით".
ამ სეზონში იანგი მცველს 10 შემთხვევიდან მხოლოდ სამჯერ გასცდა.
3) ვილფრედ ზაჰა
ერთი შეხედვით კლუბმა უკვე გამოძებნა მისი შემცველი ზაჰას სახით. "კრისტალ პალასის" ყოფილი მოთამაშე დღეს ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. მას ტექნიკის ხარისხი არ დაეწუნება და შეიძლება ითქვას, რომ გართობის გამოც შეუძლია გასცდეს რამოდენიმე მცველს. ზაჰა საუკეთესო შემცვლელი იქნებოდა ეშლი იანგისა, თუმცა დევიდ მოიესი ისევ ჯიუტად ენდობა მუდამ პროგრესირებად ვინგერს.
4) წუნი კრეატიულობაში
ნახევრამცველის მორიგი მთავარი ფუნქცია მოედნის ერთი ნაწილიდან მეორეში გრძელი და ზუსტი პასების გაკეთებაა, რითად ეშლი ნამდვილად ვერ გამოირჩევა. ბოლო 23 შეხვედრიდან იანგმა მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც პრემიერ ლიგის ნახევარ-მცველისთვის საშინელი შედეგია.
5) ანტონიო ვალენსია
ეკვადორელმა ექვს ჩატარებულ შეხვედრაში ექვსი საკვანძო გადაცემა გააკეთა. შემოგვთავაზა აგრეთვე საგოლე პასიც, ეხმარება თანაგუნდელებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა იანგის გუნდში ყოფნით ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსები საგრძნობლად მცირდება.
საინტერესოა, მიენდობა თუ არა შოტლანდიელი სპეციალისტი ეშლი იანგს დღეს გასამართ შეხვედაში, სადაც "იუნაიტედი" მასპინძლობს "რეალ სოსიედადს".
WeAllFollowUnited