თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2013, 18:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3517,
კომენტარები: 9
ადნან იანუზაის სხვა სამყარო
The Daily Mail მოგვითხრობს ევროპაში ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელის, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ნახევერმცველის, ადნან იანუზაის ისტორიას. რომლის ხილვაც თავიანთ რიგებში 5 ქვეყნის ნაკრებს სურს.
ადნან იანუზაის სხვა სამყარო
The Daily Mail მოგვითხრობს ევროპაში ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელის, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ნახევერმცველის, ადნან იანუზაის ისტორიას. რომლის ხილვაც თავიანთ რიგებში 5 ქვეყნის ნაკრებს სურს.

გასულ კვირას ალბანურმა ტელევიზიამ წარმოადგინა თოკ-შოუ, იანუზაის შესახებ, დასახელებით "გმირი თუ მოღალატე?". როგორც კორესპონდენტებმა ახსნეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, ბოლო იმათ შორის, ვისაც შეეძლო დაევიწყებინა თავისი ოჯახი და თავისი ფესვები.

ადნან იანუზაი ქვეყანას მოევლინა ბრიუსელში, კოსოვოელი ალაბანელების ოჯახში, რომლებიც გაიქცნენ ბელგიაში ბალკანეთის კრიზისის დროს. დღეს პირველად მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ხსნის, თუ რატომ შეუძლია ადნანს ბელგიის, ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის და ინგლისის ნაკრებებში თამაში.

იანუზაის ჯერ კიდევ არ უთამაშია სანაკრებო დონეზე, ხოლო მისი მამა აბედინი, ცდილობს დაიცვას მისი შვილი პრესისგან. ახალგაზრდა ნახევარმცველის აგენტმა დირკ დე ვრისმა განაცხადა, რომ ნაკრებზე ლაპარაკი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის საქმეების მოგვარების შემდეგ. თუმცა ითვლება, რომ იანუზაის პირველი არჩევანი იქნება კოსოვოს ნაკრები, თუ "ფიფა" მათ ნაკრების ყოლის უფლებას მისცემს. ხოლო ალტერნატიული ვარიანტი იქნება ინგლისის ნაკრები.

პრესის მიერ შექმნილი ადნანის სურათი, რომელიც გარემოცულია მარალანაზღაურებადი ადვოკატებით, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი იშოვონ, სულაც არ ასახავს იმ მშვიდ, მორიდებულ ახალგაზრდას, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. ჩვენ არ გაგვიგია არცერთი ცუდი სიტყვა მისი მისამართით არც მისი მასწავლებლების მხრიდან, არც იმ მწვრთნელების მიმართ, რომლებიც მასთან მუშაობდნენ ახალგაზრდობაში.

ბელგიური "ანდერლეხტის" წარმომადგენლებიც კი, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ გაეშვათ 16-წლის ნახევარმცველი "იუნაიტედში", იმის გამო, რომ ბელგიაში ამ ასაკის ფეხბურთელებს არ შეუძლიათ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება, მხოლოდ საუკეთესოს უსურვებენ მას.

"ჩვენ სულაც არ ვართ ბედნიერები, რომ მივიღეთ "ფიფას" მიერ დაწესებული თანხა 300 000 ევრო ფეხბურთელში, რომელიც ახლა 20 მილიონი ღირს." განაცხადა "ანდერლეხტის" წარმომადგენელმა დევიდ სტეგენმა კორესპონდეტებთან საუბარში. "ის დაიბადა ბრიუსელში და განათლება მიიღო ჩვენს კლუბში. ის ჩვენი გაზრდილია და გაბრაზებული ვართ იმით რაც მოხდა. თუმცა ჩვენ ძალიან გვიხარია მისი წარმატება. ის კარგი ადამიანია!"

ბელგიაში დადის დაუდასტურებელი ხმები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედმა" იანუზაის ოჯახს დამატებითი 200 000 ევრო გადაუხადა და უსაჩუქრა ბინა მანჩესტერის პრესტიჟულ რაიონში, სადაც ადანანი თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

თუმცა, სტეგენი გამოტყდა, რომ "ანდერლეხტი" იანუზაის "ბრიუსელიდან" გადმობირების დროს, ისევე მოექცა კლუბს, როგორც "იუნაიტედი" "ანდერლეხტს".

ადნან იანუზაის სხვა სამყარო
ადნანი "ბრიუსელის" 11 წლამდელთა გუნდში.


"ბრიუსელი" არის კუკელბერგის დასახლების ადგილობრივი კლუბი. სადაც ძირითადად დასახლებულია ბელგიის დედაქალაქის საშუალო კლასი, და არც ისე შორს იყო იანუზაის სახლიდან. აბერდინ იანუზაის ყოველდღე მიყავდა შვილი ვარჯიშზე სამუშაო დღის დასრულელების შემდეგ, ის მუშაობდა ადგილობრივ კომპანიაში "შევროლე - ოპელი" ბუღალტერად.

"ჩვენ ადრევე შევამჩნიეთ, რომ მისგან ფანტასტიური ფეხბურთელი დადგებოდა." განაცხადა ჟან-პოლ პირამ, რომელიც "ბრიუელის" 14-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა."ის არ იყო აღნაგობით ძლიერი, თუმცა მისი ტექნიკა საოცარი იყო. მე მახსოვს, ერთხელ 10-წლამდელთა მატჩში მან 16 თუ 17 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა 22:0 მოიგო."

პირა ასევე იხსენებს იანუზაის მამას: "ის ყოველთვის ძალიან მშვიდი იყო და მხარს უჭერდა თავის შვილს, თუმცა ამის მიუხედავად არასდროს უთქვამს, რომ ძალიან კარგად თამაშობდა. მას სურდა, რომ ადნანს კიდევ უფრო უკეთესად ეთამაშა."

ჯამში "ბრიუსელს" არაფერი მიუღია "ანდერლეხტისგან": "ნული - ზუსტად ამდენი მივიღეთ მის სანაცვლოდ. მიუხედავად ამისა ჩვენი გუნდი ადნანს საუკეთესოს უსურვებს. ადნანის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო, მოიტანა იმ დროინდელი ფოტო. გადაეცით, რომ ჩვენ ყველა ვამაყობთ მისით." - განაცხადა პირამ.

აბდელ იაიჩი, ფიზკულტურის მაწავლებელი Athenee Royal De Jette-ს სკოლაში, რომელიც კუკელბერგში მდებარეობს, ასევე ამაყობს იანუზაითი, რომელთანაც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ადნანის მასწავლებელი იყო 12 წლიდან იმ დღემდე, სანამ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. მას კარგად ახსოვს "მორიდებული ბიჭი, რომელიც ყველასათვის შრომისმოყვარეობის მაგალითი იყო."

ადნან იანუზაის სხვა სამყარო
ადნანი სკოლის გუნდის შემადგენლობაში.


"რა თქმა უნდა, ადნანი იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი სკოლაში, ამის მიუხედავად მას არ გამოუვლენია მცირე ნიშანიც კი ეგოიზმის. მას შეეძლო მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელისთვის აევლო გვერდი, თუმცა ყოველთვის ეხმარებოდა თავის გუნდელებს გატანაში.ასევე მას არასდროს ჰქონია პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით, სპორტული აქტივობის გამო." - განაცხადა იაიჩიმ

სერ ალექსმა აღწერა იანუზაი, როგორც "შესანიშნავად ბალანსირებული ფეხბურთელი", ხოლო "ანდერლეხტის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იანიკ ფერერა ადნანს ადარებს იოჰან კრუიფს. ასევე ბევრი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იანუზაი, კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი დაიბადნენ ერთ დღეს - 5 თებერვალს.

ასევე ცნობილია, რომ ადნანის ყველაზე დიდი ავტორიტეტები არიან მამამისი და მაიკლ ჰეილენი, იანუზაის მეგობარი "ანდერლეხტის" ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც ახლა "კორტრეიკის" ღირსებას იცავს. მან განაცხადა "ადნანი - ყველაზე დიდი ტალანტი, რომელთანაც ოდესმე მითამაშია. ის ისე სწრაფად ახერხებდა სიჩქარის აკრეფას, რომ მცველების უმრავლესობა აზრზე ვერ მოდიოდა. თუმცა თუ ადნანი წარუმეტებლად ითამაშებდა, მამამისი მას ელაპარაკებოდა ამის შესახებ. ზოგჯერ ის ამას ძალიან მკაცრად აკეთებდა, ზოგჯერ ადნანის სახეზე ცრემლებიც კი შემინიშნავს. თუმცა ვფიქრობ მამამისმა იცოდა რას აკეთებდა. ასე მან შვილს ასწავლა, თუ როგორ უნდა ემუშავა და ეს მის მომავალ განვითარებაში აისახა."

"ანდერლეხტში" თვლიან, რომ სწორედ აბედინ იანუზაის დამსახურებით არის მისი შვილის ასეთი მორიდებული - არანირი ტატუირება, სპორტული მანქანები და თანამედროვე ფეხბურთელის სხვა ატრიბუტები. ადნანს არ აქვს არანაირი კონტრქატი სპონსორებთან, რადგან მისი მამა თვლის, რომ ეხლა მისთვის მთავარი - თავისი პოტენციალის რეალიზებაა. თუმცა აბედინ იანუზაის რომ ბოლომდე გავუგოთ, უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია და ის, თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა კოსოვოში ცხოვრებისას.

როცა აბედინი წავიდა ბრიუსელში, მისი ოჯახის წევრები იარაღით ხელში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. თუმცა მას ყოველთვის ჰქონდა კონტაქტი ნათესავებთან, ხოლო ადნანი ხშირად სტუმრობდა პროვინციულ ქალაქს დასახელებით ისტოგი, რომელიც მდებარეობს მთის მწვერვალზე და ჰყოფს კოსოვოს სერბეთსა და ჩერნოგორიისგან.

ადნან იანუზაის სხვა სამყარო
სახლი ისტოგში, სადაც ცხოვრობს ადნანის ბიძია შემსედინ იანუზაი ოჯახთან ერთად.


ყოველ ზაფხულს ადნანი, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს ალბანურად, რამდენიმე კვირას ატარებს თავისი ოჯახის სახლში, რომელიც მდებარეობს ფერმაში და გარშემორტყმულია სიმინდის ყანებით. ხოლო სოფელს სახელი იანუზაის ოჯახის საპატივცემულოდ ჰქვია. დღესდღეობით, მშვიდობიან პერიოდში, ადნანი ხშირად თამაშობს ფეხბურთს, ბიძიასთან და ბიძაშვილებთან ერთად, თუმცა მათ ნათესავებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ ებრძოდნენ კომუნისტურ დაჯგუფებას და ანტი-ალბანურ რასიზმს, ომისგან განადგურებულ კოსოვოში.

აბედინ იანუზაი, ექვსი ბავშვიდან ყველაზე უფროსი, ვალდებული იყო ერჩინა ოჯახი, მას შემდეგ რაც მამამისი, რომელიც ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობდა დაავადდა კიბოთი. თუმცა ის გაიწვიეს იუგოსლავიის არმიაში, სადაც ძირითადად სერბები მსახურობდნენ, და აგზავნიდნენ ბოსნიაში. 1992 წელს აბედინი იძულებული იყო გაქცეულიყო ბელგიაში.

ამ დროს ადნანის ბიძია 15 წლით ჩასვეს ციხეში ალბანელთა უფლებებისთვის გამართულ მსვლელობებში მონაწილეობის გამო. შემდეგ ის შეუერთდა კოსოვოს განმათავისუფლებელ რაზმს, სადაც მსახურობდა მისი უმცროსი ძმა შემსედინი.

კორესპონდეტებთან საუბარში შესმედინმა განაცხადა: "1980-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ ვართ ერთიანი ოჯახი. სერბული სისტემის წარმომადგენლები გვდევნიდნენ ჩვენ. მე და ჩემი ცოლი ვიყავით კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის წევრები. ჩვენ ვიბრძოდით გუნდურად. ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი კი დაიღუპა - ის ნაღმზე აფეთქდა."

"მე ვიყავი 18 წლის, როდესაც არმიაში გავწევრიანდი. ვიბრძოდი 1998 წლის იანვრიდან 1999 წლის ივნისამდე. უკვე აღარ შემეძლო თავი ამეცილებინა რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. ეს იყო დრო, როცა მზად ვიყავი სამშობლოს გულისთვის მომვკვდარიყავი. მე არ მეშინოდა, რადგან, ვიცოდი რომ, ჩვენ სწორად ვიქცეოდით. მას შემდეგ ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ჩვენ ახლაც არ ვიცით რა მოუვიდათ მათ ომის პერიოდში."

1999 წლის პირველ აპრილს სერბები შეიჭრნენ ისტოგში და გაანადგურეს უამრავი სახლი, მათ შორის მე-18 საუკუნის მეჩეთი. ისტოგის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად განადგურებული იყო, გადარჩა მხოლოდ იანუზაის სახლი, რადგან ის ქალაქისგან მოშორებით იდგა. "განადგურებული იქნა 300 სახლი. იყო მოკლული 17 ადამიანი, მათ შორის ორი ინვალიდი. ერთი ოჯახის ხუთი წევრი ცოცხლად დაწვეს. დასახლების დანარჩენი ნაწილი გაიქცა."

ადნან იანუზაის სხვა სამყარო
შესმედინ იანუზაი და მისი ცოლი ლავი, კოსოვოს განმათავისუფლებელ ბრიგადაში.


შესმედინი, ყოფილი მაშველი, ხოლო ამჟამად უმუშევარი, რომელიც მთელი თავისი ძალებით ცდილობს ოჯახის და ორი შვილის რჩენას, ამბობს რომ, აბედინი არ წასულა მხოლოდ სერბების თავდასხმის გამო, მას უნდა ერჩინა მთელი ოჯახი და გამოეგზავნა მათთვის ფული: "მამაჩემი გარდაიცვალა ორ წელში, ამიტომ ფაქტიურად ოჯახის უფროსი დარჩა აბედინი."

განიმეტ სადიკაი, აბედინის ცოლი და ადნანის დედა, ასევე გახდა რეპრესიის მსხვერპლი. ის დაიბადა ისტოგის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახში და იუგოსლავიური რეჟიმი მათ მუქარით უყურებდა. ოჯახი იძულებული იყო გადასულიყო თურქეთში, რადგან იუგოსლავიის მთავრობა აპირებდა მათზე თავდასხმას. ამის შემდეგ მისი ოჯახი გადავიდა ბელგიაში, სადაც ადნანის ბიძიამ, ალიამ, თავისი საქმიანობა წამოიწყო.

ბრიუსელში ოჯახი იკრიბებოდა ალბანელების კოალიციაში, სწორად აქ გაიცნეს ერთმანეთი აბედინმა და განიმეტმა.

ისტოგში ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, თუ როგორ გადაიხადა სადიკაის ოჯახმა მე-18 საუკუნის მეჩეთის აღსადგენად საჭირო თანხა, და უმრავლესობა მიგითითებთ ჩაის მაღაზიაზე და კაფეზე, რომელიც იანუზაის ოჯახს ეკუთვნის. იქ მუშაობს ადნანის ბიძაშვილი ვიზარ იანუზაი: "ადნანი ხშირად სტუმრობს ჩვენს კაფეს. ჩვენ ხშირად გვითამაშია ფეხბურთი ერთად და ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია."

ადნან იანუზაის სხვა სამყარო
გზის მიმთითებელი სოფლისკენ, რომელსაც იანუზაის ოჯახის საპატივცემულოდ აქვს სახელი.


კოსოვოს პოლიციის პოლკოვნიკიც კი ამბობს, რომ მას ნათამაშები აქვს ფეხბურთი იანუზაისთან: "მაშინ ის 14 წლის იყო და ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცოდით. როცა ის თამაშობდა, ჩვენ ყველანი გაკვირვებულები ვიყავით - მას ბურთით აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შეეძლო."


უნდა აღინიშნოს, რომ ალბანური ტელევიზიის დებატებმა, რომელიც დასაწყისში ვახსენე, შეურცხყოფა მიაყენა იანუზაის ოჯახს. მიუხედავად ამისა სამშაბათს ადნანმა ყველა მუსულმანს მიულოცა დღესასწაული კურბან-ბაირა. მაშინ, როცა ისტოგის მცოხვრბლები ამ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მან თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა: "ყველა მუსულმან გულშემატკივარს ვულოცავ კურბან-ბაირას დღესასწაულს."

ადნანის ურთიერთობა თავის ოჯახთან ძალიან მტკიცეა და კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია იტოვებს იმედს, რომ იანუზაი თავისი მშობლიური ქვეყნის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

"ჩვენ არ შეგვიძლია მას დავუშალოთ სხვა ნაკრებში თამაში" - განაცხადა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა. "ჩვენ ფიფასგან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ ეხლა არაა ლაპარაკი გვცნობენ თუ არა, საუბარია როდის მოხდება ეს. ვიმედოვნებთ, რომ ისეთ ფეხბურთელები, როგორიც ადნანია, ისურვებენ კოსოვოს ნაკრებში თამაშს."

წყარო:ManUtd.ru
სტატიები, ბიოგრაფიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
23 ოქტომბერი 2013 18:43
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სერიოზული ნაშრომია, და საინტერესო რაც მთავარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: I L C
23 ოქტომბერი 2013 19:10
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Vodafone derpthumb 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: love united
23 ოქტომბერი 2013 20:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ...საინტერესო თემაა საერთოდ კოსოვო..და ვფიქრობ თუ ექნება შესაძლებლობა მანდ უნდა ითამაშოს..
0
№4
ავტორი: buka oboladze
24 ოქტომბერი 2013 12:56
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
yochag martla magari nashromia )))
0
№5
ავტორი: LizarD
24 ოქტომბერი 2013 16:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ადანი კარგი ბიჭია, სიამოვნებით ვიხილავდი "3 ლომის" მაისურით.
0
№6
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უდიდესი ტალანტიი
0
№7
ავტორი: GoGa.
17 იანვარი 2014 00:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ავტორს ტაში 3d_5 საღოლ ძმაო
0
№8
ავტორი: red devil
17 იანვარი 2014 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor es ar mqonda wakitxuli
0
№9
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია იანუზაი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top