თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2013, 13:43
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1746,
კომენტარები: 3
ფილ ჯონსი: იანუზაის შეუძლია გახდეს ვარსკვლავი
ფილ ჯონსი დარწმუნებულია, რომ ადნან იანუზაი გახდება ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" თუ ის გააგრძელებს მუშაობას და თამაშს, ისევე როგორც ეს "საუზჰემპტონთან" შეძლო.
ფილ ჯონსი: იანუზაის შეუძლია გახდეს ვარსკვლავი
იანუზაი გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "წმინდანებთან" მატჩში, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯონსი დარწმუნებულია რომ ბელგიელის სახით "იუნაიტედს" ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ყავს.

"ის ფანტასტიური ტალანტია და როგორც ძველ გამონათქვამებშია, თუ ის თავს დახრის და მუშაობას გააგრძელებს, კლუბისთვის ბევრი სამუშაოს გაკეთება შეუძლია." განუცხადა ჯონსმა ManUtd.com-ს და PA Sport-ს. "მასზე დიდი დატვირთვაა მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა როგორც ხედავთ ის საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს და დიდ სამუშაოს ასრულებს. მან შექმნა საგოლე მომენტი ['საუზჰემტონთან' მატჩში]. ის თავის სამუშაოს ძალიან მშვიდად ეკიდება და თუ ასეთ თამაშს გააგრძელებს, ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდება."

იანუზაიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, თუმცა სტუმართა მეკარემ შესანიშნავი სეივით იხსნა გუნდი.

"ამ შედეგმა იმედები გაგვიცრუა" განაცხადა ჯონსმა. "ჩვენ დავამარცხეთ 'სანდერლენდი' და ძალიან გვინდოდა ამის შემდეგ დაგვეწყო მაქსიმალური შედეგების მიღწევა, ჩვენ არ წაგვიგია მატჩი, თუმცა მაინც იმედგაცრუებულები ვართ. მე მეგონა, რომ მთელ რიგ მომენტებში კარგად ვთამაშობდით, თუმცა მეტი უნდა გავეტანა, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი დიდი შეცდომა იყო."

"შეიძლება სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვსურდა, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მალე გვიწევს თამაში 'რეალ სოსიედადთან', ჩვენ კარგად დავიწყეთ 'ჩემპიონთა ლიგაზე' ასპარეზობა და იმედია ასე გავაგრძელებთ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
22 ოქტომბერი 2013 13:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო...გიშრომია ბევრი...თავში არ უნდა აუვარდეს წარმატება და გააგრძელოს იგივე დუხით ვარჯიში და თამაში, და ასე ბევრს მიაღწევს...
0
№2
ავტორი: red devil
22 ოქტომბერი 2013 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shenc gaq nichi da nudaikargebi magrad mevasebi jons
0
№3
ავტორი: VaRdo
23 ოქტომბერი 2013 00:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არამგონია თავში აუავრდეს მაკედასავით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top