თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 20:33
ავტორი: R V P,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 24
გამონაკლისი წელი?
ნაკლები ტრამვირებული, მეტი შანსი!
გამონაკლისი წელი?
"როგორც მოგეხსენებათ სანაკრებო ბატალიების გამო საკლუბო ფეხბურთში ორ კვირიანი პაუზა გამოცხადდა, შესაბამისად გუნდებს საშუალება ექნებათ ეს ორი კვირა ნაყოფიერად გამოიყენონ და ახალი ტაქტიკური სქემები უკეთ დახვეწონ, თუმცა ყველაზე მეტად რატომაც გუნდის მთავარ მწვრთნელებს ასეთი პაუზები ახარებთ ისაა, რომ მათ მთელი რიგი ტრამვირებული ფეხბურთელებისა უბრუნდებათ ხოლმე ამ პერიოდში. რასაკვირველია გამონაკლისი თანამედროვე საფეხბურთო გრანდები არიან, რომლებიც იმდენს ფეხბურთელს ავლენენ საკუთარ ნაკრებებში, რომ მათ პირიქით ტრამვირებული ფეხბურთელების რიცხვი კიდევ უფრო ეზრდებათ ხოლმე. რასაკვირველია გამონაკლისი არაა მათ შორის არც ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი". გუნდი, რომელიც უკანასკნელი წლებია ალბათ კიდევ ერთ გრანდ "არსენალთან" ერთად ყველაზე მეტად იჩაგრება სწორედ ამ ტრამვებისა და დანაკლისების გამო და შესაძლოა ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც "იუნაიტედი" ბოლო წელიწადნახევარია საკუთარ ქომაგებს ვეღარ ახარებს სანახაობრივი ფეხბურთით და გასულ სეზონში გუნდმა ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი უტიტულოდ.

რასაკვირველია გასული სეზონის წარუმატებლობას და თუნდაც ამ სეზონში რამდენიმე დაუგეგმავ მარცხს თავისი მიზეზები აქვს, არავინ ამბობს, იმას რომ მიზეზი მხოლოდ დანაკლისი და ფეხბურთელების ტრამვებია, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც ისეთ გრანდს როგორიც "იუნაიტედი" შეუძლებელია ისეთი გრძელი სათადარიგოთა სკამი ყავდეს, რომ ყოველ შეხვედრაში თავისუფლად მოახერხოს ძირითადი ფეხბურთელების ჩანაცვლება. თუ გადავხედავთ ამ გუნდის სტატისტიკას დავინახავთ, რომ უკანასკნელი წლებია "იუნაიტედში" მუდამ ებრძვიან ტრამვების ეპიდემიას, ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ამ გუნდმა უძლიერესი შემადგენლობით შეძლო თამაში და ამას ვერც ახლა ვერ ახერხებს. დღეს რომ გადავბხედოთ ამ გუნდის ტრამვირებულების სიას საკმაოდ ცნობად გვარებს ამოვიკითხავთ: ნემანია ვიდიჩი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ეშლი იანგი - ამ ფეხბურთელებს აქვთ იმის ამბიცია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ამათ გარდა სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა გუნდს ორი ლიდერი - უეინ რუნი და ლუიშ ანტონიო ვალენსია, ამ ყველაფრის ფონზე და იმის ფონზე რომ გუნდს პირველ რიგში სამი და ოთხი მცველი აკლია ხოლმე არ უნდა გაგკვიკვირდეს თუნდაც ამ სეზონში აშკარად ჩაგდებული თამაში შინ "ტოტენჰემთან", გასულ სეზონში ხომ ასეთი თამაშები ძალიან ბევრი იყო და საბოლოოდ ეს კლუბს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდა კიდეც.

ერთი შეხედვით ადვილია იმის თქმა, რომ "იუნაიტედი" გრანდია და ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა უნდა ხდებოდეს ამ გუნდში, მაგრამ ხშირად ამის გაკეთება საქმეში საკმაოდ ძნელია, აქ არაა საუბარი იმაზე თუ რამდენად კარგად შეცვლიან ტრამვირებულ ფეხბურთელს, აქ საუბარი იმაზეა, რომ იხარჯება ელემენტარული ადამიანური რესურსები, რომელსაც რასაკვირველია თავისი ზღვარი გააჩნია, მაშინ როდესაც გუნდს უეინ რუნი აკლდა მას ცვლიდნენ საკმაოდ ღირსეულად იგივე დანი ველბეკი და ჩიჩარიტო, მაგრამ როდესაც სეზონის ბოლო მოვიდა მათ ელემენტარულად ძალა აღარ შერჩათ და გუნდმა სწორედ დაღლილობის გამო დაკარგა საჩემპიონო ტიტული გასულ სეზონში. იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო არ არის სკამარისი მხოლოდ ვარჯიში და მწვრთნელის სწორი დარიგებები, მითუმეტეს უნდა გავითალისწინოთ რომ ინგლისის პრემიერლიგა საკმაოდ გრძელი და მომქანცველი ტურნირია და იმისთის რომ იქ გაიმარჯვო ასევე აუცილებელია მწყობრში გყავდეს არამხოლოდ წამყვანი მოთამაშეები, არამედ მათი შემცვლელებიც, რადგან ხშირად ჰქონდეს ადგილი როტაციას, რაც თავისთავად შემადგენლობის დასვენებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც გუნდს რვა, ცხრა ფეხბურთელი აკლია, იქ როტაციაზე საუბარი ზედმეტია, შესაბამისად იზრდება დაღლილობის დონეც ფეხბურთელებში, რასაც საბოლოოდ წარუმატებლობამდე მივყავართ.

ამ სეზონშიც იყო მსგავსი პრობლემები, "იუნაიტედი" ზედიზედ რამდენიმე თამაშია ერთი და იგივე დაცვის ოთხეულით თამაშობს, იყო მომენტები როდესაც მათ ფლანგებზე ვალენსია და იანგი ერთად აკლდნენ და შესაბამისად შეტევასაც უჭირდა, თუმცა თუ უკანასკნელ მოვლენებს დავაკვირდებით დავინახავთ რომ შესაძლოა ეს სეზონი მანჩესტერული კლუბისთვის, ერთგვარად განსხვავებული და გარდამტეხიც აღმოჩნდეს. საქმე იმაშია რომ დღეს გუნდს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი აკლია, აქ აღარ გვაქვს იმაზე საუბარი თუ რამდენად მალე შედიან ტრამვებიდან დაბრუნებული მოთამაშეები, ეს ცალკე პრობლემაა, თუმცა ამას უნდა მოევლოს პირველ რიგში ვარჯიშებზე. სანაკრებო პაუზის შემდეგ როგორც დღეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა მათ დაუბრუნდებათ ერთბაშად ორი ფეხბურთელი - მცველი კრის სმოლინგი და ნახევარმცველი ეშლი იანგი, ამის შემდეგ გუნდს მხოლოდ ორი მოთამაშე დარჩება ლაზარეთში, ასევე მცველები ფილ ჯონსი და კაპიტანი სერბი ნემანია ვიდიჩი. ალბათ ძალიან რთულად თუ გაიხსენებს იმ თამაშებს როდესაც მოედანზე ერთად იყო გუნდის ოპტიმალური ცენტრალური დაცვა რიო ფერდინანდისა დ ანემანია ვიდიჩის მონაწილეობით, შესაბამისია შედეგიც - დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე სუსტ წერტილად სწორედ დაცვის ხაზი მიიჩნევა.

როგორც იცით გუნდს მალე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დაეწყება პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც მანჩესტერული გრანდი ორჯერ ჩავა სტუმრად ლონდონში "სტემფორდ ბრიჯზე" სათამაშოდ, ჯერ პრემიერლიგის, ხოლო შემდეგ ინგლისის ლიგის თასის მაშტაბით, პრაქტიკულად ორივე შეხვედრაში აუცილებელია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს, რადგან თუ მათ საპრმეიერლიგო მატჩი წააგეს ლონდონელების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ლიგის თასზე მარცხი გამოიწვევს იმას რომ გუნდი ერთი თასის მოგების შანსს ხელიდან გაუშვებს, არადა ამ გუნდს "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ისტორიულად ყოველთვის უჭირს და პრმეიერლიგაში აგერ უკვე წლებია გამარჯვების მოპოვებას ვეღარ ახერხებს ამ მოედანზე. ამის ფონზე აუცილებელია რომ გუნდი ლონდონში ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდეს, ეს ასეც იქნება რადგან იმ მატჩამდე როგორც იცით გუნდს ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი - "სტოკთან" და "ბრაგასთან" ლიგაზე, ორივე შინ. ამ მატჩების შემდეგ გუნდს უნდა დაუბრუნდეს კიდევ ერთი მცველი ფილ ჯონსი, ასე რომ სეზონის ორ უმთავრეს შეხვედრას "ეშმაკები" მხოლოდ ვიდიჩის დანაკლისის ფონზე შეხვდებიან, რაც თავისთავად ადვილი გადასატანი არაა, თუმცა ამ ერთი დანაკლისის ამოვსება კიდევ შესაძლებელია, ასე რომ თუ "უნაიტედმა" და პირველ რიგში ამ გუნდის ექიმებმა სწორი ფიზიკური დატვირთვების დახმარებით მოახერხეს მარადიული ტრამვიანობის პრობლემის დამარცხება ეს "იუნაიტედს" უდავოდ ხელს შეუწყობს და შეიძლება პრემიერლიგასა და ლიგაში გამარჯვების მთავარი საწინდარიც ეს ფაქტორი გახდეს".

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
24 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
11 ოქტომბერი 2012 20:35
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ეე სგ ლაშ როგორ ყოველთვის likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: razma21
11 ოქტომბერი 2012 20:36
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ეს 2 კვირა გუნდმა მაქსიმალურად უნდა შეძლოს ძალების მოკრება ძალიან რთული თამაშები გვიწევს მოკლე პერიოდში .... :)))

საღოლ ლაშა...
0
№3
ავტორი: R V P
11 ოქტომბერი 2012 20:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
ისე არავის არ საუბრობს ამ მიზეზზე რამდენი ხნაია ხნა ვინ არ გვყავს ხან ვინ არა რო ამბობენ იუნაიტედი კრიზისშია სანახაობრივ ფეხბურთს ვერ თამაშობსო იცით რა საკმაოდ ძნელია ყოველ მატჩში მინიმუმ 5-6 კაცი არ გყავდეს და ადგე და გუნდს მოთხოვო მაინც იფრინოს, გასაგებია გრანდია და რამე მარა აქ ერთ და ორ ფეხბურთელზე ლაპარაკი არაა სულ მინიმუმ 5 კაცი მაინც არ გვყავს ხოლმე ხშირად და იმედია მოგვარდება ეს პრობლემა აი მერე მოვთხოვოთ გუნდს სპექტაკლები!
0
№4
ავტორი: R.v.Persie
11 ოქტომბერი 2012 20:40
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
R V P,
დარუნდეს ხალხი და მერე ნახავენ. გაუმეორებთ 2008 წელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: VaRdo
11 ოქტომბერი 2012 20:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშა დონე ხარ :* :* :* :* შენი ფანი ვარ ხომ იცი :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: R.v.Persie
11 ოქტომბერი 2012 20:46
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: VaRdo
სიახლეები: 1
კომენტარები: 32

trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№7
ავტორი: ViDa
11 ოქტომბერი 2012 20:46
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
R V P,
შენც აქ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: R V P
11 ოქტომბერი 2012 20:47
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
ViDa

ყველანი ვართ რა სულ ჩვენები სულ კარქები wink wink
0
№9
ავტორი: UTD-Rule
11 ოქტომბერი 2012 20:48
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: VaRdo
11 ოქტომბერი 2012 20:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R.v.Persie
ციტატა: VaRdo
სიახლეები: 1
კომენტარები: 32


ეხლა ეს რა იყო? fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top