თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2013, 17:13
ავტორი: Esi,
ნანახია: 2453,
კომენტარები: 11
მწვრთნელი, რომლისთვის გრანდი ახალი ხილია...
კიდევ რამდენ ხანს იხილავს გულშემატკივარი იუნაიტედის მხრიდან ასეთ ფეხბურთს?
მწვრთნელი, რომლისთვის გრანდი ახალი ხილია...
2013/14 წლების სეზონის დაწყებამდე თითქმის ყველა გრანდს მწვრთნელი შეეცვალა,მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედს,სადაც 26 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა,რომ საფეხბურთო სამყაროს ჩამოშორებულიყო და ოჯახისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო,ასე და ამგვარად იუნაიტედში შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი მოვიდა.მის დანიშვნაში კი დიდი წვლილი სერ ალექს მიუძღვის.დაიწყო სეზონი მთელი ევროპის მასშტაბით,გრანდებში მისულმა ახალმა მწვრთვნელებმა ასე თუ ისე აათამაშეს გუნდი.მაგრამ რა ხდება იუნატედის თავს? გუნდმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა იმ ფეხბურთის ჩვენება,რასაც ის ფერგიუსონის დროს აჩვენებდა.ბევრის აზრით დევიდ მოიეს ჯერ კიდევ დრო სჭირდება იმისათვის,რომ გუნდი აათამაშოს.მაგრამ აქვე ჩნდება ორი ფაქტორი.

პირველი გახლავთ ის,რომ ფეხბურთელები იგივე ჰყავს მოიესს,რაც ფერგიუსონს ჰყავდა გასულ სეზონში.მაგრამ გუნდი ვერ გამოიყურება ისე,როგორც უნდა გამოიყურებოდეს.ამ ფაქტორის გათვალისწინებით პრობლემა მწვრთნელშია.ახლა ამ ყველაფერს მწვრთნელის მხრიდან შევხედოთ.10 წლის წინ დევიდმა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საშუალო დონის კლუბი ევერტონი ჩაიბარა,გავიდა წლები და ეს გუნდი კონკურენტუნარიანი გახდა.ბევრჯერ დაუმარცხებია ოთხეულში მყოფი გუნდები.გადის 10 წელი და დევიდი ინიშნება იუნაიტედის მწვრთნელად.რა თქმა უნდა ეს ადვილი საქმე არაა.მან ერთი ჩვეულებრივი გუნდიდან გრანდში ამოჰყო თავი.მას არანაირი გამოცდილება გააჩნია გრანდის გაწვრთნის.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მას დრო სჭირდება.სჭირდება იმისთვის,რომ მიხვდეს თუ რას ნიშნავს გრანდი კლუბის გაწვრთნა.

ჯერ-ჯერობით კი ძველი იუნაიტედი არ სჩანს.ან იქნებ არც გამოჩნდეს.მოდით ვიყოთ გულახდილები და ყველაფერი მწვრთნელს არ დავაბრალოთ.მოიესზე ის ფაქტორიც ძალიან მოქმედებს,რომ ყოველი მატჩშის შემდგომ,სადაც იუნაიტედი მონაწილეობს.მას ეგრევე ფერგიუსონს უხსენებენ.ამ ყველაფრის შემდეგ კი,განა ადვილია ისეთი მწვრთნელის შეცვლა,რომელმაც მთლიანად საფეხბურთო სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა და იუნაიტედის განუყოფელი ნაწილი გახდა.მწვრთნელი,რომელმაც 26 წელი დაუთმო კლუბს.ის გულშემატკივრების გულებში მუდამ იარსებებს.ასეთი მწვრთნელის შეცვლას კი დრო სჭირდება,შეიძლება წლებიც,მაგრამ იუნაიტედი აუცილებლად დაბრუნდება.ან იქნებ ვინ იცის,სულაც მოიესსმა გადაწეროს ფერგიუსონის ისტორია და გუნდი უფრო ააყვავოს ვიდრე ეს ფერგის დროს იყო.

ასევე დრო სჭირდება იმ ფაქტზე შეგუებას,რომ სერ ალექსი იუნაიტედის მწვრთნელი აღარაა და შანსი უკვე სხვა მწვრთნელს უნდა მიეცეს.წარმოიდგინეთ თავი დევიდის ადგილზე.გაჰყავს გუნდი იმ სტადიონზე,სადაც ფერგიუსონის „აჩრდილი“ მუდამ იტრიალებს.ვფიქრობ,ის ჯერ კიდევ წნეხის ქვეშაა.იმაზე დავა,რომ მოიესს,როგორც მწვრთნელს პოტენციალი არ გააჩნია,უადგილოა.გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა ევერტონში.ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდა,რომელიც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა.მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ აჰყვა იუნაიტედის რიტმს.ბევრიც ფიქრობს,რომ მოიესს თავი ისევ ევერტონში ჰგონია.რა თქმა უნდა გულშემატკივარი არაა იუნაიტედის მხრიდან ასეთ თამაშს მიჩვეული და მათი კრიტიკა გასასამართლებელია,მათ ისევ ძველი იუნაიტედი უნდათ,რომელიც ყოველთვის პირველობისთვის იბრძოდა.

მოდით ახლა განვიხილოთ,აქვს თუ არა შანსი იუნაიტედს პრემეირ ლიგის მოგების? რა თქმა უნდა შანსი ყოველთვის არსებობს,მით უფრო თუ საქმე იუნაიტედს ეხება.პირველ ადგილოსანთან სხვაობა 8 ქულაა.იმ პირველ ადგილოსანთან,რომელიც ამ სეზონში საუცხოო ფორმაშია.საუბარია ლონდონის არსენალზე.კლუბზე,რომლის მწვრთნელიც არსენ ვენგერია და რომელმაც ძალიან კარგად იცის როდის რა უნდა გააკეთოს.შესწევს კი ძალა დევიდ მოიესს ასეთ გუნდს დაეწიოს? აი ფერგიუსონს კი შეეძლო,იქნებ მოიესმაც შეძლოს,გამორიცხული არაფერია.ალბათ ყველას გახსოვთ ლონდონის ჩელსისთან 9 ქულიანი სხვაობა,რომელიც ფერგიუსონის იუნაიტედმა „ამოქაჩა“ და მეტის 9 ქულით უკვე იუნაიტედმა გაუსწრო ჩელსის.ასეთი ფაქტები ბევრი ახსოვს იუნაიტედის ისტორიას,მაგრამ ფერგიუსონის ეპოქაში.

ჯერ-ჯერობით კი მოიესის დანიშვნას გულშემატკივრები და არა მხოლოდ ისინი,სკეპტიკურად უყურებენ.მეტიც უკვე მის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ.მან უკვე გულშემატკივრების ძალიან დიდ ნაწილში ნდობა დაკარგა.იმედს ვიტოვებ,რომ დადგება ის დრო,როდესაც დევიდი ისევ დაიბრუნებს გულშემატკივრებში ნდობას და მათთან ერთად კიდევ ბევრჯერ იზეიმებს იუნაიტედის წარმატებას.

ამ ყველაფერთან ერთად კი,არსებობს კიდევ ერთი პრობლემა იუნაიტედში,რომელიც სერ ალექსის ეპოქის ბოლო პერიოდშიც იყო.საუბარია,იუნაიტედის ნახევარდაცვის ცენტრზე.მოიესმაც ამ პრობლემის მოგვარება პირველივე დღიდან დაიწყო,ვის აღარ დაადგა თვალი,მაგრამ ბოლოს მარტო მარუან ფელაინის შეძენა მოახერხა.ბელგიელი ნახევარმცველისთვის ისევე,როგორც მოიესისთვის,გრანდი ახალი ხილია.მასსაც,როგორც მოიესს დრო სჭირდება იმის გასათვალისწინებლად,რომ ისინი ჩვეულებრივი დონის კლუბში აღარ არიან.ფელაინის ყიდვის შემდეგ ნახევარდაცვაში ისევ პრობლემებია.მაიკლ კერიკისა და ფელაინის წყვილი კი ძალიან დაცვითია.გამოდის,რომ იუნაიტედი ცენტრში ორი ჩამშლელით თამაშობს,მაგრამ ფელაინი უფრო პასებით ამარაგებს თავდამსხმელებს,ანუ გამთამაშებლის როლი აქვს.რაც ჯერ-ჯერობით არ ამართლებს,ასე,რომ მოიესის საზრუნავი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,ნახევარმცველის ყიდვა იქნება.ისეთი ნახევარმცველის,რომელიც შესძლებს ნახევარდაცვაში პრობლემების მოგვარებას.

ასევე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ იუნაიტედის დაცვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ამ სეზონში,მარჯვენა ფლანგია,სადაც ბრაზილიელი რაფაელ და სილვა თამაშობს.ერთადერთი შეიძლება ითქვას,რომ მარჯვენა ფლანგი თითქმის უშეცდომოა.რაც შეეხება დაცვის ცენტრს,აქ სრული ქაოსია.რომელი დუეტი აღარ სცადა დევიდმა,რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა,მაგრამ უშედეგოდ.ვიდიჩისა და ფერდინანდის წყვილი ფორმაში არაა.გასული სეზონის ბრწყინვალედ ჩატარების შედმეგ,ფერდინანდი ამ სეზონში ბევრ შეცდომას უშვებს,ასევეა იუნაიტედის კაპიტანიც.ერთადერთი,სადაც იუნაიტედის დაცვამ კარგად ითამაშა,ეს ლივერპულთან თასზე თამაში იყო,სადაც დაცვის ცენტრში ევანსისა და სმოლინგის დუეტი იყო.

ასე თუ ისე პრობლემები,როგორც ფეხბურთელების მხრიდან ასევე მწვრთნელის მხრიდანაც არის.ამ ყველაფრის მოგვარებას კი დრო სჭირდება,მაგრამ ნუ გადავიწურავთ იმედებს და ნუ ვიტყვით იმას,რომ მოიესის ხელში იუნაიტედი ვერაფერს ვერ მიაღწევს.ნელ-ნელა ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და ისევ ვიხილავთ იუნაიტედს,რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

და ბოლოს,შეგახსენებთ სერ ალექსის სიტყვებს:“ახლა ჩვენ ყველას ცუდი პერიოდი გვიდგას.მე დავტოვე კლუბი,ასევე კლუბი დატოვა ყველა სპეციალისტმა,რომელიც ჩემთან ერთად იყო იუნაიტედში.ახლა გულშემატკივრების ერთადერთი საზრუნავი ის არის,რომ გვერდით დაუდგეს ახალ მწვრთნელს.ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის“



სპეციალურად REDARMY.GE-სთვის!
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
20 ოქტომბერი 2013 17:23
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ესი feel ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: giorgu
20 ოქტომბერი 2013 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
არვიცი რა დროა გამარჯვებები დავიცხოტ
0
№3
ავტორი: BERDI
20 ოქტომბერი 2013 18:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ესი ძალიან მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Red Hooligan
20 ოქტომბერი 2013 18:51
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგია ავტორ ყოჩაღ. მგონი უნდა შევეგუოთ, რომ ამ სეზონში მაქსიმუმ ინგლისის თასის მოგება შეიძლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Rosso Diavolo
20 ოქტომბერი 2013 19:23
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ გოგიტა.......დავიბრუნებთ ჩვენს ძველ დიდებას !! აი ნახავთ ...
0
№6
ავტორი: I L C
20 ოქტომბერი 2013 19:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
H E R N A N D E Z 14,
მეც მჯერა ამის..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: red devil
20 ოქტომბერი 2013 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kritika sachiroa magram gineba ukve zedmetia. Sezonis bolos yvelaperi tavis kalapotshi chadgeba.
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
20 ოქტომბერი 2013 20:28
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ველოდი დღეს ..ვიფიქრე ასეთს სიახლეს დადებნებ თქო....
0
№9
ავტორი: Shako Jones
20 ოქტომბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უძლიერესი ვიდეოა <3
0
№10
ავტორი: creep
20 ოქტომბერი 2013 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
სანამ ლუზერ მენტალიტეტს არ მოიშორებს მანამდე ვერაფერს იზავს ეს კაცი, სანამ არ მიხვდება რომ საუთჰემპტონს სახლსში 5 მცველით არ უნდა დაუმთავრო და ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უნდა ეთამაშო. წელს ვერაფერს ვიტყვით აი მომავალ წელს გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია თუ არადა აიკრავს გუდა ნაბადას..... ჯერ ეჯრობით ერთადერთი პლიუსი მანჩესტერში იანუზაის გამოჩენაა, მეუასება ეგ ბიჭი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top