თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2013, 17:40
ავტორი: love united,
ნანახია: 2390,
კომენტარები: 17
ექსკლუზივი:ადნან იანუზაიმ გადაწყვეტილება მიიღო
ახალგაზრდა ვინგერმა გადაწყვიტა, თუ რომელ ნაკრებში ითამაშებს...
ექსკლუზივი:ადნან იანუზაიმ გადაწყვეტილება მიიღო
ადნან იანუზაი მზადაა ითამაშოს ინგლისის ეროვნულ გუნდში, თუ FA დაუშვებს გამონაკლისს და მისცემს ნაკრებში თამაშის საშუალებას არა ხუთ წელში, არამედ ახლა. მანჩესტერის ვინგერმა, რომელიც დაიბადა ბრიუსელში ალბანურ-კოსოვურ ოჯახში, უკვე უარყო ბელგიელთა შემთავაზება.ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე გადაწყვიტა, რომ თუ ადნანი დარჩენილი 4 ნაკრებიდან ინგლისს აირჩევდა, კომპრომისზე წავიდოდა და ახლავე მისცემდა თამაშის უფლებას.

ექსკლუზივი:ადნან იანუზაიმ გადაწყვეტილება მიიღო



Sportsmail იუწყება, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელის მშობლებმაც მიიღეს. ზემოთ ხსენებული 5 წლიანი ვადა კი შემდეგი დებულებითაა გამოწვეული: თამაშის უფლების მისაღებად აუცილებელია 5 წელი იმყოფებოდე ინგლისში. ადნანი, რომელიც "იუნაიტედში" 16 წლის ასაკში ჩაირიცხა, უკვე 2 წელია რაც ბრიტანეთშია. როი ჰოჯსონმა და გრეგ დიკმაც(ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი) გააკეთეს განცხადებები ადნანთან მიმართებაში. ორივეს სურს, რომ მან ინგლისი აირჩიოს და შესაძლებელი გახდება ლეგალურად შეიცვალოს წესები.

ექსკლუზივი:ადნან იანუზაიმ გადაწყვეტილება მიიღო



სხვა გამოცემები უეწყებიან, რომ იანუზაისთვის და მისი მშობლებისთვის იდეალური გადაწყვეტლება იქნება კოსოვოში თამაში, თუ ეს შესაძლებელი გახდებოდა, მაგრამ ფიფა არ აძლევს კოსოვოს ნაკრების ყოლის უფლებას. ამის გათვალისწინებით, ადნანი ინგლისში ითამაშებს. ბელგია დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მის დარწმუნებას. ნაკრების მწვრთნელმა, ვილმოტსმაც ისაუბრა არაერთხელ ადნანის შესახებ:"შესაძლებელია, ბელგიაში ითამაშოს. ის ახალგაზრდა ტალანტია? სურს თამაში? მაშინ არ არის პრობლემა, ჩვენ დაველაპარაკებით მას."პასუხი უარყოფითი იყო, ვილმოტსი კი მაინც არ ეშვება იანუზაის.

ექსკლუზივი:ადნან იანუზაიმ გადაწყვეტილება მიიღო


წყარო:dailymail.co.uk
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
17 ოქტომბერი 2013 17:43
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კაია კაიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2013 17:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძაან კარგი და არ მესმის იმის ვინც ამბობს ბელგია რატო მარ აირჩიაო winked ბელგია არა შოტლანდია კიდე. ნუ აიყვანეთ ეგ ნაკრები მეცხრე ცაზე შეხვდება ინგლისი ან ესპანეთი ან ბრაზილია და რომელიმე დიდი გუნდი და ვნახავთ რას წარმოადგენს. ინგლისი ინგლისია და მორჩა მითუმეტეს რომ ეს კაცი ბელგიელი არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Malboro463
17 ოქტომბერი 2013 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მშობლიური ქვეყნის მაისურით გამოსვლას რა ჯობია

მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას
0
№4
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2013 17:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Middlesbro
მშობლიური ქვეყნის მაისურით გამოსვლას რა ჯობია


ბელგია არაა ამის მშობლიური ქვეყანა არ გესმით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: love united
17 ოქტომბერი 2013 18:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
მერე ბელგიაზე არაა საუბარი..ალბანეთი..მაგრამ აღარაა ეგ დრო,ეხლა ყველა ფულისთვის და დიდებისთვის თამაშობს,ასე რომ ეპატიება... wink
0
№6
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2013 18:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
VaRdo
მერე ბელგიაზე არაა საუბარი..ალბანეთი..მაგრამ აღარაა ეგ დრო,ეხლა ყველა ფულისთვის და დიდებისთვის თამაშობს,ასე რომ ეპატიება.


ფული რაღაშუაშია? ალბანეთს კიდე ფეხბურთი მაგრად ჰკიდია და სწორი არჩევანი მიიღო და სხვის კრიტიკას სჯობია მოიწონოთ ეს გადაწყვეტილება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Esi
17 ოქტომბერი 2013 18:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ისე კიდევ კარგი მშობლიურ ქვეყანად ამ კაცს კოსოვოს არ უთვლით,თორემ მაგრად ტეხავს ქართველმა კოსოვო რომ აღიაროს:))

რავი სადაც დაბადებულია იმ ქვეყნის ნაკრებში უნდა ეთამაშა მაინც :) ეს ჩემია ზრია და ვინც გინდა მეკამათოს,მაინც არ შევიცვლი :))

ინგლისის ნაკრებში თუ ითამაშებს ანუ ჩვენთან საბოლოოდ დარჩება კარიერის ბოლომდე :))
0
№8
ავტორი: Vodafone
17 ოქტომბერი 2013 18:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კარგი ვარიანტია მისი კარიერისთვის, ალბანეთში ცოდო იყო მსოფლიოზე ვერ ითამაშებდა. ინგლისს კარგი თაობა ყავს და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს...
0
№9
ავტორი: Z A C K™
17 ოქტომბერი 2013 19:45
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
იქნებ ამან მაინც უშველოს ინგლისს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№10
ავტორი: luka12
17 ოქტომბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
ეს რა ქვეყნის მოგალატეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top