პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერები.
ალბათ მოსაწყენია ყოველთვის რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ან გუნდის წარმატებებზე და მიღწევებზე საუბარი. ამასთანავე ბევრჯერ გვიცინია რომელიმე "ჩაფლავებულ" ტრანსფერზე, რომელიც ჩვენს დროში ხორციელდება. მოდით, ერთად შევადგინოთ პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერების თერთმეტ კაციანი შემადგენლობა. ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირში ვერ გაამართლა უამრევია. მაგალითად: ჯეფერსი, ტრაორე, დიუფი, დიაო, რიჩარდ რაითი, სტივ მარლეტი, სტუარდ დაუნინგი და ალბერტო აქუილანი, თუმცა ჩვენ მხოლოდ თერთმეტეულის (4-4-2) შედგენის უფლება გვაქვს. მაშ ასე, დავიწყოთ..
1. მასიმო ტაივი
მასიმო ტაიბი "იუნაიტედმა" 1998 წელს 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა "ვენეციადან" იმის იმედად რომ ეს უკანასკნელი ლეგენდარულ მეკარეს, პიტერ შმეიხელს შეცვლიდა. მასიმომ საშინელი თამაშები ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი მატჩია, რომელშიც შედის დამამცირებელი მარცხი "ჩელსის" წინააღმდეგ (5-0). ტაიბი იმავე სეზონში იქნა განათხოვრბული.
2. ვინსტონ ბოგარდი 
ბოგარდი:
"სამყაროს ფული მართავს, ასე რომ როდესაც მილიონებს გთავაზოვენ შენ დაუფიქრებლად თანხმდები. ცოტა თუ გახდება თავის ცხოვრების მანძილზე მილიონერი. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც დიდი ფულის შოვნა მოახერხა. შეიძლება პრემიერ ლიგის ისტორიაში ჩემი სახით ყველაზე ცუდი ტრანსფერი განხორციელდა, მაგრამ მე ეს არ მადარდებს"ალბათ ამით ყველაფერი ნათქვამია.
3. პასკალ სიგანი
სიგანი "არსენალმა" 2 მილიონ ევროდ გაიფორმა "ლილიდან". ფრანგ ფეხბურთელზე დიდი ავანსები იყო გაცემული, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ გაამართლა. მეტიც, რბილად რომ ვთქვათ იგი საშინელი მცველი იყო. თავად "არსენალის" ფანებმა მას "ჩანტი" მიუძვნეს, რომელშიც ფრანგს სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებენ. არ არის ამ სიტყვების დაკონკრეტება საჭირო, უბრალოდ გეტყვით რომ მას ამ ტექსტით ნამდვილად არ ასხამენ ფრთებს.
4. ჯინ-ალან ბოუმსონგი
ბოუმსონგი "არწივებიდან" "კაჭკაჭებში" (ამ ორი კლუბის სახელებიდან გამომდინარე უნდა გადაფრენილიყო, მაგრამ მისი თამაშიდან გამომდინარე ამის თქმის უფლება არ მაქვს) გადაბარგდა. მანამდე კი "რეინჯერსის" ღირსებას იცავდა. ბოუმსონგს შოტლანდიაში კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს 8 მილიონდა დოლარდმა ამ უკანასკნელს "აწყინა". მან ორი საშუინელი სეზონი ჩაატარა, რასაც თავისი შეყვარებულის ჯანმრთელობის პრობლემით და სხვა პირადი პრობლემებით ხსნის.
5. ხოსე ბოსინგვა
ამ გვარის ამოკითხვისას "ჩელსის" ფანები ალბათ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, თუმცა სამართლიანადაც. ხოსემ "სტემფორდ ბრიჯს" თავი კარგად დაამახსოვრა, მაგრამ მისთვის "ქუინს პარკ რეინჯერსში" გადაბარგება მომგებიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა. გადასვლისთანავე იგი ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და საშინელ მატჩებს ატარებდა. ჰარი რედნაპს მაინც ჰქონდა მისი იმედი, მაგრამ ამაოდ. ბოსინგვამ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, რედნაპმა კი არ გაუშვა შანსი და იგი დაუყოვნებლივ გაუშვა გუნდიდან.
6. ერიკ ჯემბა-ჯემბა
არის ასეთი ხუმრობაც რომ ერიკი ისეთი კარგია, რომ მან ორი გვარი დაიმსახურაო. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ კამერუნელი მოედანზე საშინელება იყო. 2003 წელს მან 4 მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ სასტარტო თერთმეტეულში თითქმის ვერ ხვდებოდა ასევე ახალწვეულ კლებერსონთან ერთად. 47 გამართული მატჩის შემდეგ იგი "ასტონ ვილაში" გადაბარგდა, თუმცა არც ბირმინგემულ კლუბში გაუტარებია დიდი დრო ერიკს.
7. ხუან სებასტიან ვერონი
ვერონამდეც მოვედით. იუნაიტედმა იგი 2001 წელს 28.1 მილიონ ევროდ შეიძინა. არგენტინელი კლუბში მოსვლისთანავე მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა და ფერგიუსონის ეპოქაშიც დიდი ადგილი არ უკავია მის სახელს. მან "წითელი ეშმაკუნების" მაისურით ორი სეზონი ჩაატარა და ყველასგან გასაკვირად "ჩელსიში" გადაბარგდა.
8. დევიდ ბენტლი
"ტოტენჰემის" ფანებისთვის შემდეგი დევიდ ბექჰემი, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა. თუ არ ჩავთვლით "არსენალის" კარში გატანილ გოლს, მან დასამახსოვრებელი ვერაფერი შემოგვთავაზა, აწუხებდა ხშირი ტრავმიანობა... და უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მან პროფესლიონალური კარიერა თავისუფალი აგენტის ამპლუაში დაასრულა.
9. სერგეი რებროვი
ისევ "ტოტენჰემი" და ისევ მორიგი კრახი. ამ კლუბს საშუაბა ჰქონდა შეეძინა ანდრეი შევჩენკო, როდესაც არჩევანის წინაშე დარჩნენ, ანდრეი ეყიდათ თუ მისი თანაგუნდელი - რებროვი. "ტოტენჰემმა" არჩევანი ამ უკანასკნელზე გააჩერეს და მასძი 11 მილიონი ევრო გადაიხადეს. ოთხ სეზონში მხოლოდ 10 გატანილი გოლი. მოკლედ რომ ვთქვათ რებროვის მოღვაწეობა "სპურსში" ხანმოკლე და არაფრისმომცემი გამოდგა.
10. ენდი ქეროლი
ვინ უნდა იყოს ეს, თუ არა დიდი ენდი. მისი ტრანსფერი ერთ-ერთი ხმაურიანი და იმედისმომცემი იყო, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. ტორესი ახალი გადაბარგებული იყო ლონდონში, ხოლო მერსისაიდელები მის შემცვლელს ეძებდნენ. 35 მილიონი ევრო იქნა გადახდილი ქეროლში. ამ უკანასკნელმა ნამდვილად ვერ გაამართლა იმედები. მას ხშირად აწუხებდა ტრავმები და ჩატარებულ 58 შეხვედრაში მხოლოდ 11 გოლის გატანა მოახერხა. მის მიერ "ევერტონისა" და "ჩელსის" კარში გატანილი გოლები დიდხანს გვემახსოვრება, მაგრამ გაცრუებული იმედების და გამო იგი 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვესტ ჰემში" გაუშვეს.
11. ანდრეი შევჩენკო
დიდხანს ვიფიქრე პირველ ადგილზე შევჩენკო გამეყვანა თუ უკვე "ნაცნობი" დიდი ენდი, მაგრამ ბოლოს მაინც უკრაინელი ვარჩიე. "ჩელსიმ" შევჩენკოში იმ დროისთვის რეკორდული თანხა, 30.8 მილიონი ევრო გადაიხადა. ყოფილი "მილანის" მოთამაშე ბევრს ეგონა რომ პრემიერ ლიგაში ვარსლკვლავებს მოსწყვეტდა, თუმცა ცდებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად მოურინიოს საერთოდ არ ჰქონდა სურვილი მისი შეგირდების რიგებში ანდრეი ყოფილიყო, ეს ტრანსფერი მთლიანად აბრამოვიჩის "კისერზეა". ზუსტად 12 თვე და ლეგენდარულმა უკრაინელმა "არისტოკრატები" დატოვა.
სტატია ნათარგმნია უცხოური ფან-საიტიდან დაჩი ქიზიყურაშვილის მიერ.