ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში, ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის მთავარი მსაჯი მარკ კალტენბურგი, შესაძლოა, სამსაჯო საქმეს სამუდამოდ ჩამოაცილონ.
ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში, ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის მთავარი მსაჯი მარკ კალტენბურგი, შესაძლოა, სამსაჯო საქმეს სამუდამოდ ჩამოაცილონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მას “ჩელსის” ფერადკანიან ნახევარმცველ ჯონ ობი მიკელის მისამართით რასისტული შეურაცხყოფა დაუდასტურდება. მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდება ყოფილი ბრიტანელი რეფერი ჯეფ ვინტერი. “თუკი მსაჯმა რასისტული შინაარსის შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, მას ფეხბურთელის მსგავსად ოთხი და გინდაც რვა მატჩით არ დასჯიან. თუ კლატენბურგმა მართლაც თქვა ის, რასაც აბრალებენ, მას მსაჯობას სამუდამოდ აუკრძალავენ”, - თქვა ვინტერმა. შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” მსაჯის მხრიდან არანორმატიული ლექსიკის გამოყენების ბრალდებით, მის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა და იქ მითითებულია, რომ კლატენბურგმა ობი მიკელს სწორედ რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.