თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2013, 12:39
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2501,
კომენტარები: 8
უეინ რუნიმ დუმილი დაარღვია
რატომ უნდოდა "შრეკს" გუნდის დატოვება ?
უეინ რუნიმ დუმილი დაარღვია
ალბათ ყველას გახსოვთ ის დაუოკებელი და გაუწონასწორებელი უეინ რუნი, რომელიც წითელ ბარათებს ერთმანეთის მიყოლებით იღებდა და მრავალჯერ იყო მისი დისციპლა ინგლისური ჟურნალ-გაზეთების განკითხვის საგანი. ასაკის მომატებასთან ერთად რუნი, ასე რომ ვთქვათ, პროფესიონალ ფეხბურთელად გადაიქცა. მოუკლო უხეშობას და ბარათების რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა მის "ხურჯინში". დროთა განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონი მიხვდა რომ იგი მხოლოდ ფორვარდი არ იყო და სხვა პოზიციაზეც თავისუფლად შეეძლო თამაში "შრეკს." ნელ-ნელა რუნიმ "უკან დაიხია" და გარკვეული დროის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებლად მოგვევლინა... სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ რუნი უკმაყოფილო იყო და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მისი წასვლა/არ წასვლის თემა ყველაზე მნიშვლელოვანი იყო "იუნაიტედის" ფანებისთვის"

რუნი დუმილს არღვევს და ამბობს რომ არ მოსწონდა მისი ახალი "როლი" გუნდში. ფერგის წასვლის შემდეგ კლუბს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში და ამჯერად რუნი ისევ ფორვარდად მოგვევლინა. ეს უკანსკნელი კი აცხადებს რომ ახლა გუნდში თავს ბედნიერად გძნობს და მოხარულია რომ დევიდ მოიესი საშუალებას აძლევს მას ითამაშოს ფორვარდად.

"თქვენ ალბათ ამჩნევთ რომ სიტუაცია შეიცვალა..." აცხადებს რუნი. "კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც საშუალებას მაძლევს ვითამაშო ფორვარდის პოზიციაზე და მე ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. მე გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემა არ მქონია, მაგრამ მე ფორვარდი ვარ და ვფიქრობ რომ ვიმსახურებ თავდასხმის ცენტრში თამაშს. სიმართლე გითხრათ იმედები გამიცრუვდა, როდესაც ბოსმა ახალი "როლი" მომარგო... თავადაც ხვდებით რომ გასული სეზონი ჩემთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა."

"გუნდში ყველამ იციდა თუ სად მსურდა მე თამაში. ალბათ ასაკში რომ შევალ და ფეხებში ძალის შემცირებას ვიგრძნობ მაშინ "დავიხევ უკან", გამთამაშებლის პოზიციაზე, მაგრამ ახლა მე მიმაჩნია რომ ფორვარდად ყოფნა არის ჩემთვის საუკეთესო ვარიანი. მე არ ვამბობ რომ კლუბს აუცილებდად დავტოვებდი თუ სიტუაცია არ შეიცვლებოდა, მაგრამ მე დამჭირდა გამომეჩინა ეგოიზმი იმისათვის რომ ჩემი კარიერა უკეთესობისკენ შეცვლილიყო."

შეგახსენებთ რომ რუნის კონტრაქტი ორ წელში ეწურება და იგი ჯერ არ არის დარწმუნებული გაახანგრძლივებს თუ არა ხელშეკრულებას.

"სიმართლე რომ გითხრათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდა, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით რომ ეს ასე იყო. მე საუბრები მქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან და ყველამ კარგად გამიგო თუ რატო ვიყავი უკმაყოფილო გუნდში."

"მე და ჩემს მეუღლეს შვილი შეგვეძინა და მე ამ ფაქტმა დიდი სიხარული მომგვარა. არ ვაპირებ გამოვიდე და ვთქვა, ვაპირებ გუნდში დარჩენას თუ წასვლას. მე მხოლოდ ჩემს თამაშზე ვარ კონცერნტრირებული და ვნახოთ მომავალში რა იქნება." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: SkySPORTS
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: wayne10
10 ოქტომბერი 2013 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
gaumarjos bichebo axali var )) rac pexburtis yureba daviwye manchesteris pani var ))) rooneY <3
0
№2
ავტორი: BERDI
10 ოქტომბერი 2013 18:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
wayne10,
გაუმარჯოს;)

არსად არ წავააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Shako Jones
10 ოქტომბერი 2013 19:03
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სწორი კაცია რატო აგინებთ
0
№4
ავტორი: love united
10 ოქტომბერი 2013 20:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია სეზონის ბოლოს არ დაიწყებს წუწუნს...
0
№5
ავტორი: I L C
10 ოქტომბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
შეეტყო კიდევაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: NeymaR
10 ოქტომბერი 2013 23:02
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
wayne10,
გაუმარჯოს :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: red devil
11 ოქტომბერი 2013 07:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Xoda daetie aq wels sheni bombardiroba minda yvelaze magrad
0
№8
ავტორი: davita
11 ოქტომბერი 2013 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
red devil,
დავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top