ჯონი ევანსმა პატივი მიაგო იმ გამძლეობას,რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინდელ მატჩში აჩვენა.გუშინდელ გამარჯვების,შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ 1 ქულით არიან დაშორებული პირველზე მყოფ "ჩელსთან".
"ვფიქრობ ეს იყო ყველაზე რთული მატჩი ამ სეზონში.განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლო წუთები.ლონდონის "ჩელსმა" ძალიან დიდი ძალა გვაჩვენა.მათზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ხუან მატას გოლმა ტაიმის მიწურულს.ჩვენ "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვებისათვის ჩავედით და ვიცოდით,რომ მოწინააღმდეგე გუნდისგან დიდ ზეწოლას მივიღებდით."ჩელსმა" ანგარიშის გათანაბრების,შემდეგ თამაშის კონტორლის უფლება მოიპოვა,მაგრამ მალევე ისინი კაცნაკლულბი დარჩნენ მოედანზე და ამით ჩვენ ვისარგებლეთ."
ჯონი ევანსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფერნანდო ტორესის მოედნიდან გაძევებაში.ტაიმის მიწურულს ტორესს მსაჯმა ყვითელი ბარათა აჩვენა ტომ ქლევერლისთან უხეშობისათვის ხოლო ამის შემდეგ ჯონი ევანსთან კონტაქტის დროს ფერნანდო მოედნიდან გააძევეს.ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა,მაგრამ ამის მიუხედავად ჯონი თვლის,რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"სწორედ ვარდნის დროს ვიგრძენი კონტაქტი.მე ვუყურე განმეორებას და დავრწმუნდი,რომ იმ მომენტში კონტაქტი იყო,მაგრამ არამგონია ეს საკმარისი ყოფილი ტორესის დაცემაში.მე ვფიქრობ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო." - დაასრულა ევანსმა