რუნი: "ინგლისს დიდი ხანია ასეთი კარგი თავდამსხმელები არ ჰყოლია"
უეინ რუნი თვლის, რომ ბოლო დროის განმავბლობაში ინგლისს დღეს საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ.
უეინ რუნი თვლის, რომ ბოლო დროის განმავბლობაში ინგლისს დღეს საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. "მას შემდეგ რაც ნაკრების გუნდის წევრი გავხდი, დღეს ალბათ საუკეთესო ფორვარდების კოლექტივი გვყავს. გუნდში რიკი ლამბერტი დაგვემატა, რომელიც "საუთჰემპტონში" ხშირად იტანს. ჩვენთან არიან დანი უელბეკი, სტარიჯი, დეფო და მე. თავდასხმის ხაზში ბევრი ენერგია და კარგი ურთიერთგაგებაა. სტარიჯი შესანიშნავ ფორმაშია და უკვე ბევრი გოლი გაიტანა. სასიამოვნო საყურებელია, მწვრთნელი მას ენდო, სათამაშო შანსი მისცა და იმედებიც გაუმართლა. დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ ერთად ვითამაშებთ, მეტ შანსს შევქმნით და მეტ გოლს გავიტანთ. მწვრთნელის საქმეა ვის დააყენებს ძირითადში, ის იმ ფეხბურთელებს გამოიყვანს მოედანზე, რომლებიც მეტი ალბათობით გაიტანენ." პარასკევს ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს გამართავს. რუნი თვლის, რომ გამოცდილება გუნდის წარმატების საწინდარია. "თამაშებისას ფეხბურთელებზე დიდი სტრესია, მაყურებლისგან ბევრ გამაღიზიანებელ სიტყვებს ვისმენთ. ჩვენ გვჭირდებიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარებიან. ასეთები არიან სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, მაიკლ კერიკი. დარწმუნებული ვარ, ასეთი პრაქტიკით სასურველ ქულებს მოვიპოვებთ" - დაასრულა რუნიმ.