"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, ფედერიკო მაკედა, რომელიც განათხოვრებული იყო "დონკასტერში", გუნდს დაუბრუნდა, რადგან მოიშუშოს ტრავმა, რომელიც მყესის დაჭიმულობის გამო მიიღო. იგი სექტემბერში "გაანათხოვრეს ერთთვიანი არენდის" წესით, თუმცა "დონკასტერი" გეგმავს რომ ეს არენდა კიდევ ერთხელ გაჩარხოს "იუნატედთან" კიკოს ტრავმის აღმოფხვრის შემდეგ. მოგეხსენაბათ რომ მაკედა 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. იგი ოთხჯერ მოხვდა "დონკასტერის" სასტარტო შემადგენლობაში და სამი გოლის გაიტანა მოახერხა Sky Bet Championship-ში. მან გოლების გატანა დუბლით დაიწყო. პირველ მატჩში მისმა გუნდა 2-2 ითამაშა Nottingham Forest-ის წინააღმდეგ. ხოლო მესამე გოლი კი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, რომელიც Yorkshire-ს გაუტანა ახალგაზდა იტალიელმა. შეგახსენებთ რომ მაკედა წინა სეზონის განმავლობაშიც განათხოვრებული იყო და მას ნაკლებად ენდობოდა ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად პენსიაში მყოფი სერ ალექს ფერგიუსონი.