გასულ კვირას იუნაიტედმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა Stadium of Light-ზე და პრემიერ ლიგის ცხრილშიც რამოდენიმე ადგილით ზემოთ გადაინაცვლა. სწორედ ნანის შესანიშნავი გარბენს და ჩაწოდებს მოჰყვა ის გამარჯვების გოლი, რომელმაც იანუზაიმ შეასრულა. ამ გამარჯვებით ახლა "იუნაიტედს" ბოლო ოთხო მატჩიდან 3 მოგება დაუგროვდათ სტუმრად "შავი კატების" წინააღმდეგ.
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ." აცხადებს ნანი ManUtd.com-თან ინტერვიუში. "მატჩის დასაწყისშივე მეტოქემ ჩვენი კარი დალაშქრა, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით კარგი მატჩის ჩატარება და შედეგიც სახეზეა. მომდევნო მატჩებში თუ თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯება მაშინ მე გარანტიას გაძლევთ რომ სულ მალე ნამვილ "მანჩესტერ იუნაიტედს" იხილავთ."
"ყველამ კარგად იცის რომ "სანდერლდთან" სტუმრობა და გამარჯვების მოპოვება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ სტატისტიკის მიხედვით მათთანაც დადებითი შედეგი გვაქვს. განვლილ მატჩშიც, თითოეულმა ჩვენგანმა გაანალიზა რომ გაცილებით უკეთ უნდა ეთამაშათ, ვიდრე პირველ ტაიმში. ჩვენ მომენტს ველოდით "ქამბექისთვის" და მოვახერხეთ კიდეც ეს ყველაფერი."
ნანი აგრეთვე აღფრთოვანებული იყო იანუზაის თამაშით, რომლის დუბლითაც "იუნაიტედმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
"ძალიან იღბლიანი დღე აღმოჩნდა მისთვის. ყველამ კარგად ვიცით რომ ის კარგი მოთამაშე და დიდი შესაძლებლობების პატრონია. მიხარია რომ მას თავის გამოჩენის შანსები ეძლება და ვიმედოვნებ რომ კლუბზე დადებითად აისახება მისი მოედანზე ხშირი ხილვა."
შეგახსენებთ რომ ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. F ჯგუფში პორტუგალიის ნაკრები ერთი ქულით ჩამორჩება რუსეთის ნაკრებს. ნანიმ არც ეს ფაქტი დატოვა კომენტარის გარეშე და რამოდენიმე წინადადებით შემოიფარგლა: "ჩვენ გამარჯვება გვჭირდება მომდევნო მატჩებში და ვიმედოვნებ რომ რუსეთის ნაკრები ქულებს დაკარგავს. თუმცა მთავარი მაინც ჩვენი (პორგუგალიის ნაკრების) მატჩებია და ყველანაირად ვეცდებით გამარჯვების მოპოვებას თითოეულ შეხვედრაში. ჩვენი ნაკრები პრაქტიკულად გასულია ფლეი-ოფში, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ვნახოთ რა მოხდება მომდევნო კვირაში."
"ძალიან განსხვავდება პორგუგალიის და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურებით თამაში. ვიმედოვნებ რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ფეხბურთელები მოტივირებულები დარბუნდებიან და ყველაფერს გააკეთებენ რომ ფანებმა იხილონ ნამვილი "იუნაიტედი"." -დაასრულა ნანიმ.