თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2013, 12:44
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1917,
კომენტარები: 7
იანუზაი ნაკრებზე არ ფიქრობს
"ამჟამად მხოლოდ კლუბია ჩემთვის მნიშვნელოვანი..."
იანუზაი ნაკრებზე არ ფიქრობს
ბელგიაში დაბადებული 18 წლის ადნანი ბოლო ხანებში ხშირად ხდება ყურადღების ცენტრში. შეგახსენებთ რომ მას შეუძლია რამოდენიმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში. მეტიც, მისმა მამამ გამოთქვა სურვილი რომ ადნანმა ალბანეთის ნაკრების მაისური მოირგოს, თუმცა ამ დროისთვის უმცროსი იანუზაი ამაზე აქცენტს არ აკეთებს და ფიქრობს რომ ახლა მხოლოდ კლუბია მისთვის მნიშვნელოვანი. "ახლა საერთაშორისო ასპარეზი არ მაღელვებს. ამაზე არ ვფიქრობ" - აცხადებს ადნანი Daily Mirror-თან ინტერვიუში.

"რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ ის არის რომ მე ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს თუ რას ვაკეთებ მე კლუბისთვის, რადგანაც ჩემი კარიერისთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა "იუნაიტედში" დავრჩე და კლუბს წარმატება მოვუტანო."

შეგახსენებთ რომ იანუზაის საკითხი კლუბშიც და სანაკრებო ასპარეზზეც კვლავ მოუგვარებელია. მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება და ამასთანავე "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. ადნანის ქვემოთ მოცემული სიტყვები "იუნაიტედის" გულშემატკივარს დამშვიდების საფუძველს აძლევს, მაგრამ ნაკრების საკითხი გადაუჭრელი რჩება.

"მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ახლა. წინა სეზონში მე მონაწილეობა მივიღე წითლების რეზერვებში და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა. მას შემდეგ კი მე მომეცა შანსი პირველ გუნდს გავყოლოდი აზიის ტურნეზე და მეჩვენებინა ის, თუ რისი გაკეთება შემიძლია. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე და მას მერე ვცდილობ ფორმა არ დავკარგო და თავდაუზოგავად ვარგძელებ ვარჯიშს."

"როდესაც ისეთი დიდი მწვრთნელი, როგორიცაა სერ ალექს ფერგიუსონი, თავისი გუნდის ნომრიან მაისურს გაძლევს, ავტომატურად აანალიზებ რო შენ უნარი გაქვს გუნდისათვის საქმე გააკეთო და დაეხმარო. მე აგრეთვე ისიც მახარებს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და მეხმარება რწმენის შენარჩუნებაში, რისი საშუალებითაც ვახდენ ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირებას მოედანზე. მინდა რომ რაც შეიძლება მეტ მატჩში მივიღო მონაწილეობა და რაც შეიძლება მალე მივაღწიო ჩემს საუკეთესო ფორმას. ვიცი რომ თავდაუზოგავი მუშაობა მჭირდება ამის მისაღწევად და მზად უნდა ვიყო იმისათვის რომ ჩემი შანსი მრავალჯერ გამოვიყენო."

"მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ გუნდს აუცილებლად დავეხმარები !" დაასრულა იანუზაიმ.

წყარო: SkySPORTS
---
7 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
8 ოქტომბერი 2013 13:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
იმედია დიდ დახმარებას გაუწევენ კლუბს ეს ლინგარდი,პაუელი,ენრიკესი და ა.შ.
0
№2
ავტორი: ThiagoAlcantara
8 ოქტომბერი 2013 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ise kargad bazrobs ro uechveli darchebaa raaa <333
0
№3
ავტორი: Zizou
8 ოქტომბერი 2013 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
კოსოვოიიიი ბიჯოოო კოსოვოიიიი :)))
0
№4
ავტორი: buka oboladze
8 ოქტომბერი 2013 16:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს დარჩება უეჭველი..
0
№5
ავტორი: giorgu
8 ოქტომბერი 2013 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
"მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ გუნდს აუცილებლად დავეხმარები !" დაასრულა იანუზაიმ. ეს უეჩჩველი დარჩება ამ სიტყვების შემდეგ და იმედია რონალდოსავიტ რეალი არ აგვახევა ან რომელიმე ფულით ასენებული გუნდი

"მე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ გუნდს აუცილებლად დავეხმარები !" დაასრულა იანუზაიმ. ეს უეჩჩველი დარჩება ამ სიტყვების შემდეგ და იმედია რონალდოსავიტ რეალი არ აგვახევა ან რომელიმე ფულით ასენებული გუნდი
0
№6
ავტორი: red devil
8 ოქტომბერი 2013 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Droze 5 wliani gaaforme da bevri ar iblatavo bicho :@
0
№7
ავტორი: salier1
9 ოქტომბერი 2013 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
ეს სხვა ახალგაზრდებზე მაღლა დგას, ამის ნაირი პოტენციალი მარტო ზაჰას აქვს ალბათ, მაგრამ ჯერ შანსი არ მისცემია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top