თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2013, 14:45
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2185,
კომენტარები: 3
პეტერ შმეიხელი - მეკარე კატა!
პეტერ შმეიხელი - მეკარე კატა!
პეტერ შმეიხელი - მეკარე კატა!
ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს როგორ იჭერს კატა თაგვს ან რაიმეს, რისი შეჭმაც და დაჭერაც სურს, მაგრამ მე ეს არ მიგულისხმია, როგორც ორი ცხოველი ბრძოლა, მე გადატანითი მნიშვნელობით გეუბნებით და ამიტომ ვთვლი, რომ კატა-თაგვობანა, სადაც მუდმივად იმარჯვებს კატა არის შმეიხელის დამრტყმელთან ურთიერთობა.შმეიხელი გაეკიდება თქო ვერ გეტყვით, მაგრამ გადახტება ისე, როგორც მოშიებული კატა გადახტება ხოლმე და თავზე დაეცამა თაგვს.

ეს დანიელი მეკარე არის საოცარი მეკარე მართლაც და წააგავს არაამქვეყნიურ ფეხბურთელს. ვიზე არ შეიძლება კარგი თქვა, მაგრამ რატომღაც მეკარეებიდან კანს, ბუფონს და შმეიხეილს აქვთ თავისი ხიბლი, ხიბლი, რომლისგანაც შორს არ იყო დიადი კაცი, ედვინ ვან დერ სარი, მაგრამ შმეიხელი არ იყო, ის იყო ვან დერ სარი, მე კი შმეიხელი მირჩევნია. ამაზე დავას აზრი არ აქვს, რადგან გემოვნების საკითხი უფრო მგონია მე, ვიდრე დავის საგანი. პეტერ შმეიხეილ კოპენჰაგენში დაიბადა. მე წავიკითხე სიტყვები,თუ რას წერენ მისი ნათესავები მასზე:"პეტერი ერთი ადგილიდან მეორეში სიარულით იშვიათად თუ მიდიოდა, გადახტებოდა ხოლმე და სულ იძახდა, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვიდე კერძოდ კი თავდამსხმელი და ბევრი გოლი გავიტანოო, მაგრამ როცა ფეხბურთზე შევიყვანეთ მაშინ გვითხრა:"მიმაჩნნია, რომ მთავარი შენი ქვეყნის, შენი გუნდის სადარაჯოზე დგომაა, მთავარია, რომ შენი კარი დაიცვა და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დიდი მეკარე გავხდე." როგორც ნათესავები იხსენებენ მაშინ 9 წლისა თუ იქნებოდა. ნეტავ მაშინ თუ გაახსენდებოდათ ეს სიტყვები, როცა ის მართლაც დიდი მეკარე დადგა და ან ვინ იცის შმეიხეილს თუ გაახსენდა, რომ მისი მისია, რომელიც 9 წლისამ დადო თავის თავზე შესრულებულია და ის დიდი მეკარეა. შმეიხელი 1991-1999 წლებში თამაშობდა მანჩესტერ "იუნაიტედში".

შმეიხელმა თავიდანვე დაიმსახურა მოწონება და მისი შეძენა ყველას დიდ გრანდებში "იუნაიტედმა" დაასწრო, თორემ შმეიხელს 3 გუნდი გამოცვლილი ჰქონდა მანამდე. 1999 წელს იგი მანჩესტერიდან გადავიდა "სპორტინგში" და ფანებს ძალიან დასწყვიტა გული. შემდეგ იყო 2002 წლამდე "ასტონ ვილაში".კარიერა კი გააგრძელა და დაასრულა 2002-2003 წლებში. მან უკანასკნელად მანჩესტერ "სიტის" მაისური გაიხადა და ყველაფეირ ლურსმანზე ჩამოკიდა.

შმეიხელზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან ის მართლა მაგარი მეკარე იყო, მეკარე კატა, რომელმაც დაგვანახა, რომ ადამიანს ყველა ბურთის აღება შეუძლია და მეკარეობა მხოლოდ პენალტების აღება არ არის!

სიახლეები, სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: born_2b_red
6 ოქტომბერი 2013 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
დე ხეამ თუ ესე გააგრძელა ნაკლები არ იქნება!

პროსტა აგრესიულობა აკლია
0
№2
ავტორი: ლადო
6 ოქტომბერი 2013 16:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დე ხეას იმედი მაქვს, იმედია ამისი დონის და ამაზე უკეთესიც იქნება....

საღოლ ავტორ, მომწონხარ)))
0
№3
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2013 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia.
Sitis maisuri ar unda chaecva amashi miqara. Me piradad vtvli ro degeas uketesi reaqcia aq da tu ese gaagrdzela ajobebs piters.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top